|
|
მთავარი » ენციკლოპედია

„დაცვის სიგელი", არაბი სარდლის ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ 654-655 წლებში გაცემული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა დამპყრობელი არაბებისა და ქართლის მოსახლეობის ურთიერთობას. „დაცვის სიგელს" არაბები აძლევდნენ ნებით დამორჩილებულ მოსახლეობას. ქართლის დასაპყრობად გამოლაშქრებულ ჰაბიბ იბნ მასლამას სტეფანოზ ერისმთავარმა საზღვართან შეაგება ელჩი ძღვნით და მორჩილება აღუთქვა. არაბები თბილისში შემოვიდნენ, მასლამამ მიღებული ძღვენი მომავალი ხარკის ანგარიშში ჩათვალა და ქვეყანას „დაცვის სიგელი" მისცა. სიგელის ძალით: დამპყრობლები ხელუხლებლად ტოვებდნენ მოსახლეობის სარწმუნოებას; დამორჩილებულ მოსახლეობას ეკისრებოდა ხარკი — ჯიზია, კომლზე თითო დინარი; ორივე მხარე ვალდებულებას კისრულობდა არ შეეცვალა კომლთა რიცხვი გადასახდელის შემცირების ან გადიდების მიზნით; ქართველ მოსახლეობას დაევალა სამხედრო სამსახური; თავისი ნებით გამაჰმადიანებული დამპყრობელთა ძმად ცხადდებოდა და თავისუფლდებოდა ჯიზიისაგან.
ჩანს, ქართლის მოსახლეობა შემდეგ აღარ იცავდა სიგელით ნაკისრ ვალდებულებას. 724-725 წლებში ქართლში ილაშქრა არაბმა სარდალმა ჯარაჰმა, რომელმაც განაახლა „დაცვის სიგელი". ზოგიერთი ცვლილებით და დამატებით. ჯიზიასთან ერთად, რომელიც ამ დროისათვის სულად გადასახდელს წარმოადგენდა, მოსახლეობას დაეკისრა საადგილმამულო გადასახდელიც — ხარაჯა.
„დაცვის სიგელის" ტექსტი დაცულია არაბი ისტორიკოსების ტაბარის, ბალაძურის, იაკუთის თხზულებე
...
კითხვის გაგრძელება »
|

აბუ ლ-კასიმის ლაშქრობა საქართველოში 914, არაბების შემოსევა საქართველოში სამხრეთ აზერბაიჯანის აბუ ლ-კასიმის მეთაურობით. ლაშქრობის მიზანი იყო არაბთა შერყეული ხელისუფლების განმტკიცება. აბუ ლ-კასიმი ჯერ თბილისს მივიდა, იქიდან კი კახეთში გაილაშქრა და აიღო უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები. შემდეგ დაუზავდა კახეთის ქორეპისკოპოს კვირიკეს და უჯარმა დაუბრუნა. კახეთიდან აბუ ლ-კასიმი ქართლში გადავიდა და მოაოხრა. ქართველებმა თვითონვე "მოარღუივნეს ზღუდენი უფლისციხისანი", რათა მტერი იქ ვერ გამაგრებულიყო. არაბებმა დაარბიეს სამცხე-ჯავახეთიც, მაგრამ კარგად გამაგრებული თმოგვის ციხე ვერ აიღეს. შემდეგ ყველის ციხეს შემოარტყეს ალყა. მეციხოვნეებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს უკეთ შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან მტერს, მაგრამ დამარცხდნენ.
აბუ ლ-კასიმმა შეიპყრო ციხისთავი გობრონი და სიკვდილით დასაჯა. სამხედრო წარმატების მიუხედავად აბუ ლ-კასიმმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. ხალხის შეუპოვარმა ბრძოლამ აიძულა საქართველოს გასცლოდა.
|

არაბობა საქართველოში, არაბთა ფეოდალური სახელმწიფოს (სახალიფოს) მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგად დამყარებული რეჟიმი, რომელიც მეტ-ნაკლები სიძლიერითა და მოცულობით VII საუკუნის შუაწლებიდან XI საუკუნის შუაწლებამდე გრძელდებოდა.
არაბობა საქართველოში შეიძლება სამ მთავარ პერიოდად დაიყოს:
1. საქართველოში არაბთა შემოსვლიდან თბილისის საამიროს დაარსებამდე (VII საუკუნის 50-იანი წლები - VIII საუკუნის 30-იანი წლები). ეს იყო სახალიფოს მიერ საქართველოში გაბატონებისათვის ბრძოლის ხანა;
2. VIII საუკუნის 30-იანი წლებიდან IX საუკუნის 80-იან წლებამდე (თბილისის საამიროს დაარსებიდან სახალიფოსგან მის ჩამოშორებამდე და დამოუკიდებელ სამთავროდ გადაქცევამდე). ეს იყო აღმოსავლეთ საქართველოში არაბთა მყარი ბატონობის ხანა;
3. IX საუკუნის II ნახევრიდან XI საუკუნის შუაწლებამდე (ახლო და შუა აღმოსავლეთში თურქსელჩუკების გაბატონებამდე). ამ პერიოდში არაბობა საქართველოში, როგორც არაბთა ბატონობა, ფაქტობრივად ლიკვიდირებული იყო და იგი მხოლოდ გადმონაშთის — თბილიისის საამიროს სახით არსებობდა.
პირველად არაბები საქართველოში 642-643 შემოიჭრნენ, მაგრამ ამ ლაშქრობას არავითარი პოლიტიკური შედეგი არ მოჰყოლია, არაბები იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. მხოლოდ ირანის (651) და სომხეთის (652) დაპყრობის შემდეგ დაიწყო არაბების სისტემატური ბრძოლა საქართველოში გაბატონებისათვის. პირველად არაბებმა ქართლი დაიმორჩილეს 654-655 ჰაბიბ იბნ მასლამის შემოსევის შედ
...
კითხვის გაგრძელება »
|

საქართველოს ტერიტორია მონღოლთა შემოსევამდე. საქართველოს სამეფოს მონღოლთა ჯარებთან პირველი შეტაკება 1220 წელს მოუხდა. მონღოლთათვის ეს შეტაკება არაფერი იყო გარდა ზედაპირული ნიადაგის მოსინჯვისა, თუმცა ისინი 1236 წელს ისევ ბრუნდებიან, და ამჯერად სრული ძალით უტევენ საქართველოს, რაც ამ უკანასკნელის დანებებით სრულდება 1243 წელს. ქვეყანას მძიმე წლიური ხარკი დაედო მონღოლთა არმიისთვის რჩეული ჯარისკაცების მიწოდების ვალდებულებით მათ დაუსრულებელ საომარ კამპანიებში დასახმარებლად. საქართველოს წინააღმდეგობა თავდაპირველად პასიური იყო, თუმცა შემდგომში უფრო სერიოზულ აჯანყებათა სერიაში გადაიზარდა, რომელსაც თან სდევდა ქართულ პრო- და ანტი-მონღოლურ ძალებს შორის შინა ომები. ამას შედეგად უწინ ძლიერი ფეოდალური სახელმწიფოს დაუძლურება და ფრაგმენტაცია მოჰყვა. მონღოლთა ბატონობა გრძელდებოდა გვიანდელ 1320-იან წლებამდე -- ამ პერიოდში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ მოხერხებული დიპლომატიისა და სამხედრო წარმატების წყალობით დამპრყობთაგან სამეფოს დახსნა მოახერხა და მისი ყოფილი ძლიერება აღადგინა.
|

მონღოლთა ბატონობა საქართველოში, XIII-XIV საუკუნეებში მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგად დამყარებული რეჟიმი, გულისხმობს მმართველობის ორგანიზაციას, სამხედრო ბეგარას, საგადასახადო სისტემას, ხარკს და დამპყრობთა სახელით ფულის მოჭრას.
მონღოლები პირველად 1220 გამოჩნდნენ საქართველოს საზღვრებთან. 1220-1221 სამჯერ შეებრძოლნენ ქართველებს, სამივეჯერ დაამარცხეს, მაგრამ უკანვე გაბრუნდნენ. 1235 მონღოლები კვლავ მოვიდნენ საქართველოში. ქვეყნის მესვეურებმა ამჯერადაც ბრძოლის პასიური ტაქტიკა აირჩიეს. ცალკეულ მხარეთა გამგებლები და სახელმწიფო ვეზირები ჯერ ციხეებში შეიკეტნენ, მერე კი მტერს დანებდნენ. მეფე რუსუდანმა დასავლეთ ქრისტიანულ სახელმწიფოთაგან დახმარების მიღება სცადა და წერილით მიმართა რომის პაპს, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ ის დაპყრობლებს შეუთანხმდა და ცნო მონღოლთა ყაენის უზენაესობა. საქართველოს ყოველწლიურად 50 ათასი პერპერის გადახდა და მონღოლთა ლაშქრობაში მონაწილეობა დაეკისრა. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, უმეფობის ხანაში, მონღოლებმა საქართველო დაყვეს დუმნებად, რომელთა სათავეში დააყენეს ქართველი ერისმთავრები. მათ დუმნის ტერიტორიაზე ხარკი უნდა აეკრიფათ და მონაწილეობა მიეღოთ დამპყრობელთა ლაშქრობებში. ხარკის სიმძიმითა და მონღოლთა ლაშქრობებით გაბეზრებულმა ქართველ მთავრებმა აჯანყების მოწყობა გადაწყვირეს და კოხტასთავს შეიკრიბნენ სათათბიროდ, მონღოლ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
| « აპრილი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 |
|