|
მთავარი » ენციკლოპედია

ლიციის აპოლონი, IV საუკუნის ბერძნული ქანდაკების გვიანდელი რომაული ასლი, ლუვრის მუზეუმი. აპოლონი (ბერძნ. Απόλλων), სინათლისა და ხელოვნების ღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ქალღმერთ ლეტოს და ზევსის ვაჟი. ლინოსის და ასკლეპიოსის მამა, არტემიდეს ძმა. მისი მეორე სახელია ფებოსი (ბერძნ. Φοίβος).
მითოლოგია .
ზევსის საქციელით განრისხებული ჰერა ლეტოს დევნიდა და არ აძლევდა მშობიარების საშუალებას. რადგან ჰერას მრისხანება უსაზღვრო იყო, ზევსმა ბრძანა და ხმელთაშუა ზღვაში კუნძული დელოსი ამოიზარდა, მან ლეტო იქ გადაიყვანა, სადაც ქალღმერთმა აპოლონი და არტემიდე შვა. აპოლონთან დაკავშირებულია მრავალი მითი: აპოლონმა მოკლა ურჩხული პითონი, მისი მკვლელობის ადგილზე კი ტაძარი აღმართა. ამის შემდეგ აპოლონს კიდევ ერთი ზედმეტი სახელი პითოსი ეწოდა. აპოლონმა მონაწილეობა მიიღო გიგანტომაქიაში.
აპოლონმა არტემიდესთან ერთად მოკლა ტიტანი ტიტიოსი, რომელმაც თავის დროზე მათ დედას – ლეტოს შეურაცხყოფა მიაყენა.
აპოლონმა და არტემიდემ გაანადგურეს აგრეთვე ნიობეს შვილები, ასევე მათი დედის წყენინების გამო. აპოლონმა ტროას ომში ბერძნებს შავი ჭირი მოუვლინა, რადგანაც სარდალმა აგამემნონმა აწყენინა მის ქურუმს (ქრიზეს).
აპოლონმა ჰერმესისაგან მიიღო ლ
...
კითხვის გაგრძელება »
|

პართენონი პართენონის ხედი პნიქსის ქედიდან დასავლეთით.
პართენონი (ბერძნ.: Παρθενώνας) იყო ათენას ტაძარი აგებული ძვ.წ. V საუკუნეში ათენის აკროპოლისზე. ეს ყველაზე კარგად ცნობილი დღემდე მოღწეული ძველი ბერძნული ნაგეობაა და საყოველთაოდ ითვლება ბერძნული არქიტექტურის უნატიფეს ნიმუშად. მისი დეკორატიული სკულპტურები ბერძნული ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. პართენონი ამგვარად ძველი საბერძნეთისა და ათენის დემოკრატის სიმბოლოდ ითვლება და ის მსოფლიოს უდიდედისი კულტურული მონუმენტია.
შენობას ერქვა ქალწული ათენას ტაძარი და მისი დღევანდელი სახელი მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან პართენოს (παρθένος), ქალწული. პართენონმა შეცვალა ათენას ძველი ტაძარი, რომელიც ძვ.წ. 480 წელს სპარსელებმა გაანადგურეს. სხვა მრავალ ბერძნულ ტაძართა მსგავსად პართენონს იყენებდნენ როგორც განძსაცავს და აქ ინახებოდა საგანძური დელოსთა ლიგის, რომელიც მოგვიანებით ათენის იმპერია გახდა.
ჩვ.წ. VI საუკუნეში პართენონი ღვთისმშობლის სახელობის ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა. თურქების მიერ ათენის აღების შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა. 1687 წელს შენობაში განთავსებული თურქული ჯარების ამუნიცია ვენეციურმა ყუმბართმყორცნმა ააფეთქა; აფეთქებამ მძიმედ დააზიანა პართენონი და მისი სკულპტურები. XIX საუკუნეში ლორდ ერგინმა ზოგიერთი გადარჩენილი სკულპტურა პართენონიდან გამოიტანა და ინგლისში წაიღო. ეს სკულპტურები, ცნობილი როგორც ელგინის მარმარილო, ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. დის
...
კითხვის გაგრძელება »
|
თბილისის ქარვასლები ძირითადად კალაში, დაახლოებით სიონის ტაძრის ირგვლივ იყო კონცენტრირებული. შემორჩენილთაგან უმრავლესობა XIX საუკუნის შუა ხანასა და II ნახევარშია აგებული და სტრუქტურული ერთგვაროვნებით ხასიათდება. შიდა ეზოსკენ შენობა ყველა მხრიდან რკინისა ან ხის აივნებით არის მიმართული. ქარვასლებში ვაჭარ-ხელოსანთა დუქნები და სასტუმრო ოთახები იყო გამართული. ნაგებობებს განასხვავებს ზომა, სართულიანობა და ფასადისა თუ ინტერიერის სტილისტური გადაწყვეტა. 
თეკლეს ქარვასლა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თეკლეს ქარვასლის სახელით ცნობილი ნაგებობა (სიონის ქ. N13/40). იგი 1795 წელს სპარსელებისგან დანგრეული "მეფის ფუნდუკის" ადგილას არის აშენებული და ერეკლე მეფის ასულს თეკლე ბატონიშვილს ეკუთვნოდა. ნაგებობა ეკლექტურია, მისი ფასადები ევროპულ-მავრიტანული, კლასიცისტური და ისლამური სტილის ნიშნებს ატარებს.
ლესელიძის ქუჩაზე.
კ. ლესელიძის ქ. NN27, 29-ში მდებარე ქარვასლები კლასიცისტური ფასადისა და ეზოს მხარეს მიმართული რკინისა და ხის აივნების სინთეზით ხასიათდება. კ. ლესელიძის N36-ში მდგომი ქარვასლა ფსევდოისლამური ნაგებობაა.
ერეკლე II-ის ქუჩაზე .
ყოფილი ქარვასლის შენობა ერეკლე
...
კითხვის გაგრძელება »
|
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, იგივე თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა დაარსდა 1846 წელს თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე, როგორც "ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა". ეს პირველი ბიბლიოთეკა იყო საქართველოში, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის.
ბიბლიოთეკის დაარსებას ქართული საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რომელმაც 1848 წელს ახლადდაარსებულ საჯარო ბიბლიოთეკას 1842 წელს დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით თბილისში გახსნილი "კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის" ფონდი გადასცა. საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების საქმე დაევალა მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს, გავრილ ტოკარევს და გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულიყო წმინდა კავკასიოლოგიური ლიტერატურით. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ.

შენობა . I კორპუსის ფრაგმენტი 
...
კითხვის გაგრძელება »
|

ბოდეს მუზეუმი (გერმ Bode-Museum) — სამხატვრო მუზეუმი ბერლინში, სამუზეუმო კუნძულის ანსამბლში, სადაც ქანდაკებები, ბიზანტიური ხელოვნება და სამონეტო კაბინეტია წარმოდგენილი. მუზუმი 1904 წელს დაარსდა. ექვსწლიანი რესტავრაციის შემდეგ კი 2006 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა. მუზეუმი ღამით ისტორია .
ბერლინში ხელოვნების მუზეუმის შექმნის იდეა 1871 წელს შეიქმნა კაიზერის კარზე, კრონპრინცის გარემოცვაში, ასევე, ოდნავ მოგვიანებით, იმპერატორ ფრიდრიხ III-ის დროს. კონკრეტული წინადადებები ვილჰელმ ფონ ბოდემ წამოაყენა. კარის არქიტექტორმა ერნსტ ფონ ინემ 1897-1904 წლებში სამუზეუმო შენობა ააგო ბოდეს მიერ შეგროვებული ფერწერული და სკულპტურული კოლექციისთვის. მუზეუმი 1904 წლის 18 ოქტომბერს, 1888 წელს გარდაცვლილი ფრიდრიხ III-ის დაბადების დღეს გაიხსნა.
ნეობაროკოს სტილში შესრულებული შენობა სამუზეუმო კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ დაბოლოებაზე, 6 000 მ² განლაგებული და არასწორი სამკუთხედის ფორმით არის წარმოდგენილი.

ბოდეს მუზეუმი სამუზეუმო კუნძულზე.
|
|
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|