|
მთავარი » ენციკლოპედია

პირველი პუნიკური ომი.
პირველი პუნიკური ომი მოხდა ძვ. წ. 264-ძვ. წ. 241 წლებში რომაელებსა და კართაგენს შორის დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბატონობისთვის. ისტორიაში პუნიკური ომების სახელით შევიდა რომაელებსა და კართაგენელებს შორის მომხდარი ძვ. წ. III - ძვ. წ. II საუკუნეებში სამი ომი. რომლებშიც რომაელებმა მოიპოვეს გამარჯვება, ხოლო მესამე პუნიკური ომის შედეგად კართაგენი სრულიად განადგურდა და მისი ტერიტორიები რომს ერგო. წინაისტორია .
III საუკუნისთვის რომაელებმა უკვე მთლიანად დაიმორჩილეს აპენინებზე მაცხოვრებელი ერები, გალების გარდა. ამ დროიათვის მათ უკვე მოგერიებული ჰყავდათ იმ დროის ერთერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი პიროსი ეპიროსიდან. ახლა მათი ინტერესების სფეროში არა მხოლოდ ნახევარკუნძული, არამედ სამხრეთით მდებარე კუნძული სიცილია მოექცა.
სიცილიას აკონტროლებდა რომის მოკავშირე სახელმწიფო კართაგენი, რომელთანაც რომს ოდითგანვე მეგობრობა აკავშირებდა. კართ
...
კითხვის გაგრძელება »
|

ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.
ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის. შატილი
 სახელწოდება „ხევსურეთი" შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების და
...
კითხვის გაგრძელება »
|

ევროპის სატირული რუკები – Satirical Maps of Europe (1914-1915). 
Satirical Maps of Europe, 1914. 




|

ფერნანდო მაგელანი, მაგალიაინში (პორტუგ. Fernão de Magalhães; ესპ. Fernando ან Hernando de Magallanes) (დ. დაახლოებით გაზაფხული 1480, ტრაზ-უჟ-მონტიშის ოლქი, პორტუგალია — გ. 27 აპრილი, 1521, კ. მაქტანი, ფილიპინები) იყო პორტუგალიელი მეზღვაური-მკვლევარი, რომლის მეთაურობით მოხერხდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ. მაგელანს თავად მოგზაურობის დასრულებამ ვერ მოუწია; მოკლულ იქნა მაქტანის ბრძოლაში ფილიპინებზე. თუმცა ის გარდაიცვალა მალუკის კუნძულების დასავლეთით, და შესაბამისად ითვლება, რომ პირველი ადამიანი იყო, რომელმაც დედამიწის ყველა განედი გადაჭრა. ევროპიდან აზიაში დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა ექსპედიციამ მისი მეთაურობით პირველმა გადაჭრა წყნარი ოკეანე.
ექსპედიციის 250 წევრიდან მხოლოდ 18-მა მოახერხა ესპანეთში დაბრუნება და შესაბამისად დედამიწის ირგვლივ შემოვლა. მათ მეთაურობდა ბასკი ხუან სებასტიან ელკანო, რომელმაც ექსპედიციის წინამძღოლობა მაგელანის სიკვდილის შემდეგ ითავა. ამას გარდა, მან აღმოაჩინა მაგელანის სრუტე.
|

წმ. პეტრე და ანდრია მოციქულების ხატი. ანდრია პირველწოდებული (ბერძნ. Ανδρέας - ”მამაცი”, ლათ. Andreas), ქრისტიანული ტრადიციით, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე - 29 (12.05) აპრილი, 30 (13.12) ნოემბერი.
XI საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ანდრია მოციქული ორიგენს (II-III საუკუნეები) სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი. VIII-IX საუკუნეებში ბიზანტიურ მწერლობაში ანდრია მოციქული პონტოს მქადაგებლად არის დასახელებული. ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს (გ. 890) მოეპოვება. მის ნაშრომში ანდრიას წილხვდომილად ჩრდილოეთია აღნიშნული და თვით იგი იბერთა და სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებლად იწოდება. ამგვარად, ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ მწერლობაში IX საუკუნის II ნახევარში ჩნდება და საქართველოშიც აქედანაა შემოსული X-XI საუკუნეებში. ამ წყაროზე დაყრდნობით ქართულ ძეგლებში პირველი გარკვეული ცნობა ანდრიას საქართველოში მოღვაწეობის შესახებ გიორგი მთაწმიდელს (XI საუკუნის II ნახევარი) მოეპოვება. ის საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს თვლიდა და ანტიოქიის პ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|