|
მთავარი » ენციკლოპედია

ბოდჰიდჰარმა. ხეში ნაკვეთი ლითოგრაფია იოშიტოშის მიერ, 1887. ენი (იაპ.: 禅; სანსკრ. ध्यान დჰაიანა, ჩინ.: 禪 ჩან, კორ. 선 სონ) — მიმდინარეობა მაჰაიანას ტრადიციის ბუდიზმში, ჩასახული ჩინეთში, შემდგომში გავრცელდა დანარჩენ შორეულ აღმოსავლეთში - ვიეტნამში, კორეაში და იაპონიაში. ამჟამად მისი მიმდევრები მთელ მსოფლიოში არიან.
|

ლი ბო. ლი ბო, ასევე ლი ტაიბო (李白, ლი ბაი, ლი პო) (დ. 701— გ. 762) — ტანის დინასტიის პერიოდის ჩინელი პოეტი.
ცნობილი როგორც უკვდავი პოეტი (詩仙), ლი ბოს ხშირად დუ ფუსთან ერთად ჩინეთის ლიტერატურის ისტორიაში ორ უდიდეს პოეტად მოიხსენიებენ. დღემდე შემონახულია მის 1100-ზე მეტი ნაწარმოები. პირველი თარგმანები დასავლურ ენებზე პირველად გამოქვეყნდა 1862 წელს მარკიზ დ'ერვი დე სენ-დენის მიერ მის კრებულში Poésies de l'Époque des Thang.
|

დუ ფუ. დუ ფუ, ტუ ფუ (ჩინ. 杜甫, პინ. Dù Fǔ, უეიდ-ჯაილზი Tu Fu, დ. 712, გუნის მაზრა, ხუნანის პროვინცია – გ. 770), ტანის ეპოქის ჩინელი პოეტი.
ლი ბაითან ერთად მას მიიჩნევენ უდიდეს ჩინელ პოეტად.[1] მისი თავდაპირველი სურვილი სახელმწიფო კარიერა იყო, თუმცა მან ვერ მიიღო სასურველი დანიშნულება. მისი ცხოვრებისას მოხდა 755 წლის ან ლის აჯანყება, რის გამოც მან ცხოვრების ბოლო 15 წელი დაუდეგრად გაატარა.
თავიდან ნაკლებად ცნობილი შემოქმედთათვის, მისი ავლენა იგრძნობა როგორც ჩინურ, ასევე იაპონურ კულტურებში. მისი ნაშრომებიდან დღესდღეობით 1500-ია შემორჩენილი.[1] მას ეძახდნენ პოეტ ისტორიკოსს და საგისმწერ პოეტს. დასავლეთის კულტურაში მას მოიხსენიებდნენ როგორც „ჩინელ ოვიდიუსს" და „ჩინელ შექსპირსაც" კი.
|

ბუდიზმი (ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი, ან გაღვიძებულის კანონი), რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI - V საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოში ქრისტიანობის, ისლამის, ინდუიზმის და ტრადიციული ჩინური რელიგიის შემდეგ. ბუდას ცხოვრება.
ძვ. წ. V საუკუნეში თანამედროვე ნეპალში ინდოეთის საზღვართან, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად სიდჰართა დაარქვს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი სასახლის კედლებსა და ეზოს გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი გახდებოდა, თუ არა და, მისგან
...
კითხვის გაგრძელება »
|

იოშიდა კენკო (იაპ. 吉田兼好; ნამდვ. სახელი ურაბე კანეესი, დ. 1283 - გ. 1350) – პერიოდების კამაკურა და მურომატი იაპონელი მწერალი და პოეტი, ავტორი ძუიჰიცუსი (ესსე) "ჩანაწერები მოწყენილობისგან" (徒然草, 1330 – 1332). მას სიცოცხლეშივე "ერთ-ერთს ოთხ ზეციურ პოეტთაგან" უწოდებდნენ. სამეფო კარზე მსახურობდა 17 წლის ასაკიდან, ხოლო იმპერატორი გოუდის 1324 წელს გარდაცვალების შემდეგ ბუდისტურ მონასტერში ბერად აღიკვეცა. მის პატივსაცემად პლანეტა მერკურზე ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი შეარქვეს.
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|