ორშაბათი, 21.07.2025, 06:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

ქლიავის ბაღი, ჰიროშიგე, 1857 წ.


აყვავილდნენ ბაღები,
თეთრმა წაშალა რუხი.
მსუბუქი სული.

ჰაიკუ ტრადიციული იაპონური ლირიული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე ჟანრია. ჰაიკუ უკიდურესად მოკლე სტრუქტურის ლექსია, რომლის მიზანია წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის გადმოცემა.

კლასიკური ჰაიკუ გამოხატავს ადამიანის შინაგანი სამყაროს ურთიერთობას ბუნებასთან, ამასთან აუცილებელია ჰაიკუ შეიცავდეს ისეთ სიტყვას, რაც წელიწადის რომელიმე დროზე მიანიშნებს. მაგალითად, ”ალუბლის ყვავილობა”, ან "ატმის ყვავილობა” გაზაფხულს აღნიშნავს, ”თოვლი”-ზამთარს, ”კოღოები” -ზაფხულს.
ჰაიკუ ერთგვარი მომენტალური სურათია, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, აუცილებელია არ ჩანდეს მთხრობელი, პოეტის "მე”. ლექსი ერთი ამოსუნთქვით უნდა იკითხებოდეს. ჰაიკუმ მკითხველში აზროვნების სურვილი უნდა აღძრას. პოეტი არ აღწერს, არამედ მკითხველის ფანტაზიას ამოძრავებს, რომ მასში გამოიწვიოს გარკვეული სურათი. ჰაიკუსთვის არაა დამახასიათებელი რითმა, როგორც ევროპული გაგება, რადგან აქ გამოიყენება ლექსის შექმნის სხვა პრინციპები.

ჰაიკუს პოეტებიდან აღსანიშნავია ბაშო, კიოში ტაკაჰამა. ჰისაჯო სუგიტა, იოსა ბუსონი, კოი ნაგატა.


Category: ენციკლოპედია | Views: 1338 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

მილან კუნდერა: "ფარდის მიღმა”ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ

პუბლიკაცია წარმოადგენს ფრაგმენტს მილან კუნდერას ბოლო წიგნიდან "ფარდა”, რომელიც 2005 წელს გამოსცა Gallimard-მა.



ავტობიოგრაფიის საპირისპირო პოლუსზე… პრუსტი

ვის შევადაროთ რომანისტი? ლირიკოს პოეტს. როგორც ჰეგელი ამბობს, ლირიკული პოეზიის შინაარსი თავად პოეტია. ის საკუთარ შინაგან სამყაროს აამეტყველებს, რათა მსმენელებში იმგვარი გრძნობები თუ სულიერი მღელვარება გამოიწვიოს, რასაც თვითონ განიცდის. და მაშინაც კი, თუ პოეტი მისი ცხოვრებისთვის უცხო, "ობიექტურ” თემებს ეხება, "დიდი ლირიკოსი პოეტი მათ სწრაფად შეაქცევს ზურგს და ბოლოს მაინც საკუთარ პორტრეტს დახატავს» («stellt sich selber dar»).
ჰეგელი იმასაც ამბობს, რომ მუსიკასა და პოეზიას, მხატვრობასთან შედარებით, ერთი უპირატესობა აქვს: ლირიზმი. ლირიზმში კი მუსიკას უფრო შორს წასვლა შეუძლია, ვიდრე პოეზიას, რადგან მას შინაგანი სამყაროს იმ ყველაზე იდუმალი მოძრაობების წვდომის ძალა შესწევს, რომლებიც სიტყვებისთვის მიუწვდომელი რჩება. ამ შემთხვევაში, ნამდვილად არსებობს ხელოვნება – მუსიკა, რომელიც უფრო ლირიკულია, ვიდრე თავად ლირიკული პოეზია. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლირიზმის ცნება ლიტერატურის ერთი ჟანრით (ლირიკული პოეზიით) კი არ იფარგლება, არამედ ყოფიერების ერთგვარ გზას აღნიშნავს და ამ თვალსაზრისით, პოეტი-ლირიკოსი მხოლოდ ყველაზე სამაგალითო განსახიერებაა იმ კაცისა, რომელიც თავისი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1354 | Added by: NaTia | Date: 15.04.2010

    

გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი (Gabriel José García Márquez) (დ. 6 მარტი, 1928) კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი. დაიბადა ქალაქ არაკატაკაში მაგდალენას დეპარტამენტი, კოლუმბია, თუმცა ცხოვრების ძირითადი ნაწილი მექსიკაში და ევროპაში გაატარა. ამჟამად დროის ძირითად ნაწილს მეხიკოში ატარებს.

გარსია მარკესი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ლიტერატურული სტილის, მაგიური რეალიზმი, წამყვანი ფიგურა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მწერლობა ამ სტილისთვის ემბლემურია, მისი კატეგორიზაცია მხოლოდ მასში შეუძლებელი იქნებოდა.სექციების სია.



ცხოვრება და შემოქმედება 

გარსია მარკესი კარიერას იწყებს როგორც ბოგოტას ყოველდღიური გაზეთის ელ-ესპექტადორის რეპორტიორი, მოგვიანებით კი მუშაობს ამავე გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში.
... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1212 | Added by: NaTia | Date: 15.04.2010

აკა მორჩილაძე (ნამდვილი სახელი - გიორგი ახვლედიანი) (* 10 ნოემბერი, 1966), ქართველი მწერალი და ისტორიკოსი, პოსტ-საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ნოველისტი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]

1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. აქვე მუშაობს ბოლო 17 წლის განმავლობაში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ადრეულ 90-იან წლებში პარალელურად იგი საპარლამენტო სხდომების მიმომხილველად მუშაობდა "რეზონანსი"-სთვის და სხვა რამდენიმე ბულვარული გაზეთისთვის; თვითონ თავს უვარგის ჟურნალისტს უწოდებს.

მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრები რომანებია: "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" (1995), "გადაფრენა მადათოვზე და უკან", "გაქრები მადათოვზე" (1998), "მოგზაურობა ყარაბაღში" (1992), "აგვისტოს პასიანსი" (2001), "სხვანი" (2002), "შობის ღამის ალქაჯები" (2002), "სანტა ესპერანსა" (2004) და სხვ. რომანი "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" მოგვიანებით ადაპტირებულ იქნა პიესად და პირველად 1999 წელს დაიდგა სანდრო ახმეტელის თეატრში. მასში 1992-93 მძიმე წლების ქართული ცხოვრებაა აღწერილი. მისი წიგნები საქართველოში ბესტსელერებია (2003 წელს მას 15.000 ასლი ჰქონდა გაყიდული).< ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1614 | Added by: NaTia | Date: 15.04.2010


ბავშვობა და სიყმაწვილე
დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა – მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს" ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.

1918 წლ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1458 | Added by: NaTia | Date: 15.04.2010

« 1 2 ... 154 155 156 157 158 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები