სამშაბათი, 07.05.2024, 23:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 4 » მერაბ ბერძენიშვილი – ფესვები.
16:55
მერაბ ბერძენიშვილი – ფესვები.

                                    დიდების მემორიალი, მერაბ ბერძენიშვილი.


მერაბ ბერძენიშვილი – Merab Berdzenishvili

"სიტყვა ეროვნულობა ბევრს ღიმილსა ჰგვრის, – არ ესმით და არა აქვთ გაცნობიერებული მისი მნიშვნელობა. ეს ის ხალხია, რომელთა წყალობით მიმბაძველობამ წალეკა ყველაფერი. დღეს მსოფლიო ერთ ხმაში მღერის, მძვინვარებს უსახური, უღიმღამო ხელოვნების გაფეტიშება, განსაკუთრებით ჩვენში. ეს მწარე შეცდომა წარმოჩნდება მაშინ, როცა ამერიკელი თუ იაპონელი მომღერლისგან "შევისწავლით” ხასანბეგურასა და ჩაკრულოს, როგორც "უნიკალურს”, უცხოეთიდან შემოტანილსა და ვაგლახ, აღარ გვეცოდინება, რომ ის ოდესღაც თავად გავაჩუქეთ”.

"უდიდესი კულტურაა, რომ ისეთი ტრადიცია გაგვაჩნია, რომელიც დღემდე მოვიდა, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა. სიტყვა ტრადიცია ზოგიერთებს ღიმილს გვრის, რადგან წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ეს. შეიძლება ტრადიციაში ბევრი რამ უხეში იყოს, რომელიც, ცხადია, უნდა გაქრეს. ოცდამეერთე საუკუნეა და მას თავისი მოთხოვნილებები აქვს, მაგრამ სიყვარული კაცთა, სიყვარული მეგობრის, სიყვარული საერთოდ, რაც ჩვენ ტრადიციაში ღრმად დევს – ამის დაკარგვა ხომ დანაშაულია!..”

"საქართველოში ხელგაწვდილი ქართველი კი არ ცხოვრობდა, არამედ ცხოვრობდნენ ვაჟკაცი, სულით ამაღლებული და კეთილშობილი კაცები და ქალბატონები, ამაყი და არსით მშვენიერი გოგონები და ჭაბუკები. სწორედ ამას უნდა მოვუბრუნდეთ, რადგან ხელგაწვდილ ქართველს მთელ ჩვენ ისტორიაში ვერ ვნახავთ, არ არსებობს. ცნობილია, რომ ვისაც ვაზი გააჩნია და იქ, სადაც მზე მცხუნვარეა, ლაღნი და მშვენიერნი იბადებიან”.

"ჩვენ ვიცით ცივილიზაციები, რომლებიც არსებობდა და დაიღუპა. ჩვენ უაღრესად დიდი პატივი უნდა ვცეთ წარსულს, რადგან ჩვენ უძველესი ერი ვართ, თუნდაც იმას, რომ ჩვენ საკუთარი დამწერლობა გაგვაჩნია, რაც მთელ მსოფლიოში თითზე ჩამოსთვლელია.
ამ დროს კი აკლებული ვართ უცხოური რეკლამებით – «ჩაწვდით ამერიკულ სულს!» როგორც იქნა თავი დავაღწიეთ რუსულ იმპერიას და ახლა სხვაგან გავრბივართ. ნუთუ მარტო ცხოვრება არ შეგვიძლია?!
მონობა მარტო იმაში კი არ გამოიხატება, ვიღაცამ ჯოხით გმართოს. მონობაა, როდესაც საკუთარს ვერ გრძნობ და გინდა, მიმბაძველობით სხვისი გახდე”.

"ეროვნული ფესვების, ძეგლების, ტრადიციების უარყოფა ღრმა უფსკრულისკენ მიგვაქანებს. იქიდან ამოსვლა კი თვით "მითური ამირანისთვისაც” ძნელია.…”

"იტალიაში მუსოლინის მოედანი დატოვეს, რადგან მათთვის ეს ისტორიაა, რომელიც მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენო… უკვე აშენებულის და აგებულის აღება, ნგრევა, აფეთქება ბარბაროსობა და ველურობაა…

ხელოვნების იდეოლოგიზაციის ეს პროცესი დღესაც გრძელდება; ჩინოვნიკებს უჭირთ ხელოვნების ნაწარმოების გაგება და ამიტომ, როგორც წესი, სასაცილო ხდება ხოლმე, როცა ხელოვანის საქმეებში ერევიან. სასაცილო და ტრაგიკული, ერთდროულად.

"დღეს ხელოვანი ჰგავს ადიდებულ მდინარის გაღმა ნაპირზე დარჩენილ კაცს, რომელიც კივის, ყიჟინებს, მაგრამ სოფელს მისი ხმა არ ესმის”.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1071 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 1.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები