|
მთავარი » 2010 » მაისი » 16
ფერწერა. ფერწერა(ფერით წერა), სახვითი ხელოვნების სახეობა, სადაც მხატვრის შემოქმედებითი დამოკიდებულება საზოგადოებრივი და ბუნებრივი მოვლენებისადმი საღებავების მეშვეობით რაიმე ზედაპირზე გადმოიცემა სახიერად.
ფერწერა იყოფა შემდეგ ქვესახეებად: მონუმენტური ფერწერა, კედლის ფერწერა ანუ ფრესკა, დეკორატიული ფერწერა(დიზაინი), დაზგური ფერწერა და მინიატურული ფერწერა.
გამოსასახი საგნებისა და მოვლენების მიხედვით ფერწერა იყოფა ჟანრებად, რომელთაგან მთავარია: ისტორიული ფერწერა, ყოფითი ფერწერა, ბატალური ფერწერა, ანიმალისტური ფერწერა,ნატურმორტი პეიზაჟი და პორტრეტი.
ფოტოგრაფია (ბერძნულიდან φωτο და γραφία), მგრძნობიარე მასალაზე, როგორიცაა ფირი ან ელექტრონული სენსორი, მყარი ან მოძრავი სურათების შექმნის პროცესი და ხელოვნება. საგნებიდან არეკლილი ან გამოსხივებული სინათლე ააქტიურებს მგრძნობიარე ქიმიურ ან ელექტრონულ სენსორს მოკლეხნიანი ექსპოზიციის პერიოდში, როგორც წესი, ფოტოგრაფიული ლინზის საშუალებით, მოწყობილებაში, რომელსაც კამერა ქვია, და რომელიც მიღებულ ინფორმაციას ქიმიურად ან ელექტრონულად ინახავს. ფოტოგრაფიას მრავალმხრივი გამოყენება აქვს მეცნიერებაში, ბიზნესსა და გართობაში.
კინოფილმისთვის ფოტოგრაფიული გამოსახულებების ჩაწერისას განათებისა და კამერის შერჩევის ტექნიკა კინემა
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1869 |
Added by: NaTia |
Date: 16.05.2010
|
ძველი წიგნების შეკვრა მერტონ კოლეჯის ბიბლიოთეკაში. ლიტერატურა (ლათ."littera" - (ანბანის ასო) - ფართო მნიშვნელობით საზოგადოებრივად ღირებული ნაწერი და ნაბეჭდი პროდუქცია. ვიწრო გაგებით - მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც გამოსახვის საშუალებად იყენებს სიტყვას, მეტყველებას, ენას. ანტიკურ ხანაში მას მხოლოდ ზეპირსიტყვიერების ფორმა ჰქონდა, შემდეგ მოხდა ნაწარმოებთა ჩაწერა. დროთა განმავლობაში ლიტერატურამ შეიძინა კერძო ხასიათი და გახდა საზოგადოებრივი ყოფიერების, ადამიანური ურთიერთობებისა და ემოციების გამოხატვისა და კვლევის საშუალება.
ლიტერატურის სახეები.
განასხვავებენ ლიტერატურული ხელოვნების ორ სახეს: პოეზიას და პროზას. პოეზია არის ემოციების გადმოცემა სიტყვის მუსიკით, რომელიც მეტრიკის გარკვეულ წესებს ემორჩილება, ხოლო პროზა ჩვეულებრივი მონათხრობია ლექსთაწყობის გარეშე.
პროზა უფრო ეთანადება ყოველდღიურ სასაუბრო ენას, ვიდრე პოეზია. ანტიკური ლიტერატურული ნაწარმოებები ლექსად იყო შექმნილი, პროზა უფრო გვიანდელი ეტაპია. მხოლოდ მე-18-19 საუკუნეებში მოხდა მათი გათანაბრება მნიშვნელობის მიხედვით.
პროზაულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება: მითი, ლეგენდა,ზღაპარი, რომანი,ნოველა, ესეი, დრამა, პუბლიცისტური ნარკვევი,ეპისტოლე და მემუარებ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1678 |
Added by: NaTia |
Date: 16.05.2010
|
ავსტრალიელ აბორიგენთა ხელოვნება, ავსტრალიის ეროვნული გალერეა, კანბერა.
არქიტექტურა (ბერძნ. αρχή — დაწყება, τέχνη — ხელოსნობა; „ვიწყებ ხელოსნობას") — შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს, ანუ მაკრო დონიდან — ურბანული დაგეგმარება, ურბანული დიზაინი და პანორამული არქიტექტურა, მიკრო დონემდე — ინტერიერისა და ავეჯის შექმნის ჩათვლით. არქიტექტურული დიზაინი ითვალისწინებს, როგორც მშენებლისთვის ღირებულებასა და საინჟინრო თვალსაზრისით მართებულობას, ასევე მომხმარებლისთვის ფუნქციონალურ და ესთეტიურ მნიშვნელობას.
ლეონარდო და ვინჩი, ავტოპორტრეტი, გრაფიკა ცარცით. გრაფიკა ნიშნავს გამოსახულების შექმნას სხვადასხვა სახის ხელსაწყოებისა და ტექნიკის მეშვეობით. ის
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1521 |
Added by: NaTia |
Date: 16.05.2010
|
ვენერა მილოსელი, ლუვრი, პარიზი. ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ.
თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.
ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.
შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად, განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. ამ ეპოქის შვიდ თავისუფალ ხელოვნებას მიეკუთვნებოდა: გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა, არითმეტიკა, მუსიკა, გეომეტრია და ასტრონომია. დასავლურ კულტურაში ვიზუალურ ხელოვნებათა შორის საუკუნუნეების განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ფერწერა და სკულპტურა. ისლამურ კულტურაში ძირ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1030 |
Added by: NaTia |
Date: 16.05.2010
|
პაბლო პიკასო, 1884-1886 ზეთი ტილოზე 351 782 სმ რეინა სოფია, მადრიდი.
|
ინტერბრიგადების ემბლემა. ინტერნაციონალური ბრიგადები ან ინტერბრიგადები (ესპ. Brigadas Internacionales) - უცხოელებისგან შემდგარი საბრძოლო დანაყოფები, რომლებიც იბრძოდნენ ესპანეთის სამოქალაქო ომში მემარცხენეების მხარეს.
|
ლოიალისტი სამხედრო ფრედერიკო ბორელ გარსია სიკვდილის მომენტში, რობერტ კაპას ცნობილი სურათი, 5 სექტემბერი, 1936. თარიღი: 17 ივლისი, 1936 - 1 აპრილი, 1939 მდებარეობა: ესპანეთი, მაროკო, ესპანეთის საჰარა, კანარის კუნძულები, ბალეარის კუნძულები, გვინეა. შედეგი: ნაციონალისტების გამარჯვება; ესპანეთის მეორე რესპუბლიკის დაცემა. ესპანეთის სამოქალაქო ომი — მასშტაბური კონფლიქტი, რომელმაც ესპანეთი გაანადგურა 1936 წლის 17 ივლისიდან 1939 წლის 1 აპრილამდე. კონფლიქტი დაიწყო მანუელ ასანიას მეორე ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობით ესპანეთის არმიის გენერალთა ერთი ჯგუფის მიერ. ნაციონალისტების გაძლიერებას ხელს უწყობდა დამოუკიდებელ მემარჯვენეთა ესპანური კონფედერაცია (Confederación Española de Derechas Autónomas, ან C.E.D.A), კარლისტები, და ფაშისტური ფალანგა (Falange Española de las J.O.N.S.).
ომი დასრულდა აჯანყებულთა ძალების გამარჯვებით, რესპუბლიკური მთავრობის დამხობით, და დიქტატურის დამყარებით, გენერალ ფრანსისკო ფრანკოს მეთაურობით. სამოქალაქო ომის შემდეგ ყველა მემარჯვენე პარტია ფრანკოს რეჟიმის მმართველ პარტიაში გაითქვიფა.
რესპუბლიკელებს (republicanos) მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი და მექსიკა, ხოლო აჯანყებულთა მიმდევრებს, ნაციონალისტებს (nacionales), მხა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ბერლინის ბლოკადა (21 ივნისი, 1948 — 11 მაისი, 1949) — ცივი ომის ერთ–ერთი პირველი კრიზისი. დაიწყო საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ დასავლეთ ბერლინსა (რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში მდებარეობდა) და მოკავშირეთა მიერ კონტროლირებული გერმანიის ტერიტორიებს შორის კავშირის გადაკეტვით. ბლოკადა თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა და მხოლოდ მაშინ მოიხსნა, როდესაც აშშ-მ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაამტკიცეს, რომ შესაძლებელი იყო ქალაქის მომარაგება საჰაერო გზით.
საჰაერო ხიდის ოპერაციის პერიოდში დაიღუპა 39 ბრიტანელი და 31 ამერიკელი მფრინავი.
ამ კომპანიის ერთ–ერთი ღირსშესანიშნავი ეპიზოდი იყო ალყაშემორტყმული ბერლინის ბავშვებისთვის კანფეტებისა და ტკბილეულის ჩამოყრა პარაშუტებით (ბომბარდირება კანფეტებით).
|
ბერლინის კედელი 1986 წელს. ბერლინის კედელი (გერმანულად: Berliner Mauer) ბერლინის დასავლეთის და აღმოსავლეთის გამყოფი კედელი, აშენებულია 1961 წელს. ცივი ომის სიმბოლო.
|
აშშ-ის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის (მარცხნივ) და სსრკ-ის პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის შეხვედრა 1985 წელს. ცივი ომი - აშშ-სა და მისი მოკავშირეების საბჭოთა კავშირთან და მის მოკავშირეებთან გლობალური გეოპოლიტიკური, ეკომომიკური და იდეოლოგიური დაპირისპირებაა, რომელიც XX საუკუნის 1940-იანი წლების შუახნიდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე გრძელდებოდა.
|
ავსტრია-ოსმალეთის ომები XVI-XVIII საუკუნეებში, ბრძოლა ოსმალეთსა და ავსტრიელ ჰაბსბურგებს შორის უნგრეთის, ტრანსილვანიისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ზოგიერთი ქვეყნის მიწა-წყლის ხელში ჩასაგდებად. ბალკანეთის ნახევარკუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი ოსმალებმა უკვე XIX-XV საუკუნეებში დაიპყრეს. XVI საუკუნეებში დაიპყრეს. XVI საუკუნის 20-იან წლებში კი დაიწყო მათი დაპყრობითი ომების ახალი ეტეპი. 1521 წელს სუთანმა სულეიმანმა აიღო უნგრეთის სამეფოს უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქი ბელგრადი, ხოლო 1526 წლის 29 აგვისტოს მოჰაჩის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა უნგრეთ-ჩეხიის ლაშქარი და ბუდა დაიკავა. 1529 წელს სულეიმანის ლაშქარმა ალყა შემოარტყა ვენას, მაგრამ ქალაქის აღება ვერ შეძლო. 1532 -1522 წლებში კვლავ დალაშქრა ავსტრია. ხანგრძლივი გარემოცვისა და სისხლმრღვრელი ბრძოლების შემდეგ ოსმალებმა რამდენიმე ქალაქი აიღეს, მაგრამ ზამთრის მოახლოების გამო უკან დაიხიეს. 1533 წლის 23 ივლისს საზავო ხელშეკრულებით ავსტრიამ მიიღო უნგრეთის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი, მაგრამ ამის სანაცვლოდ სულთნისათვის ყოველწლიური ხარკის გადახდა იკისრა.
1540-1547 წლების ომის დროს ოსმალეთმა რამდენჯერმე დალაშქრა უნგრეთი და ავსტრია. 1547 წლის ზავით ავსტრიამ შეინარჩუნა უნგრეთის დასავლეთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|