სამშაბათი, 07.05.2024, 10:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 5 » კეთილი ზრახვები სულიერად აჯანსაღებენ ადამიანს.
23:53
კეთილი ზრახვები სულიერად აჯანსაღებენ ადამიანს.

– წმიდაო მამაო, რომელია სუსტი ზრახვებისათვის დამახასიათებელი განმასხვავებელი ნიშნები?
– რა გაქვს მხედველობაში? სუსტი ზრახვის არსებობა პირველად გავიგე.
– თქვენ ამბობდით რომ, როდესაც ადამიანი "მემარცხენე" ზრახვას მიიღებს და ვინმესგან რამე ეწყინება, იგი...


– და ასეთ ზრახვას მე "სუსტი" ვუწოდე?
– მახსოვს, როგორ სურდა ერთ ადამიანს თქვენთან მორჩილად დარჩენა, თქვენ კი მას მიუგეთ: "ვერ აგიყვან, იმიტომ, რომ სუსტი ზრახვა გაქვს".


– არა, მე მას ასე ვუთხარი: "მორჩილად არ აგიყვან, იმიტომ, რომ შენ სულიერად საღი არ ხარ". აი, სწორედ ეს ვუთხარი. "სულიერად საღი რაღას ნიშნავს"? მკითხა მან. მე კი ავუხსენი: "შენ კეთილი ზრახვები არ გაქვს. როგორც ადამიანს, მე შესაძლოა, უამრავი ნაკლი მქონდეს, ხოლო, როგორც ძველ და გამოცდილ ბერს იქნებ, ზოგიერთი სათნოებაც გამაჩნდეს, მაგრამ, თუ შენ კეთილი ზრახვები არ გაქვს, ჩემი ნაკლიც გავნებს და – სათნობებებიც".

შეიძლება, პატარა ბავშვზე თქვა,რომ ვიდრე მოიზრდებოდეს, მას სუსტი ზრახვები აქვს, მაგრამ ზრდასრულ ადამიანზე ამას ვერ იტყვი.
– წმიდაო მამაო, განა ყველა მოზრდილი ადამიანი ზრდადასრულებულია?
– ზოგიერთს ზრდადასრულებელი თავი აქვს, აქ საუბარი ამათზე კი არ არის, ვისაც უბრალოდ ტვინი არ გადმოსდის. თუკი ადამიანი უბრალოებით არ იქცევა, მისი ზრახვები ბოროტებისაკენ ისწრაფის და ამიტომ ყველაფრს უკუღმა განმარტავს. ასეთი ადამიანი სულიერ სისაღეს მოკლებულია და სიკეთეც ვერ შველის. თვით სიკეთეც კი მას ტანჯვას აყენებს.


– წმიდაო მამაო, როდესაც მონასტერში რაიმე უწესობა, უწესრიგობა ხდება, აზრი აქვს დამნაშავის ძებნას?
– პირველ რიგში ჯობს, ის გამოიკვლიო, თვითონ შენ ხომ არ ხარ დამნაშავე. ეს ყველაზე კარგი იქნება.
– მაგრამ, წმიდაო მამაო, თუ სხვები თვითონ მაძლევენ მიზეზს, რომ დამნაშავედ ისინი ჩავთვალო?
– შენ თვითონ რამდენჯერ მიგიცია მათთვის ასეთი მიზეზი? როდესაც კარგად გაიაზრებ, მიხვდები, რომ მომხდარისადმი ასეთი დამოკიდებულება შეცდომაა.
– ხოლო, თუკი იფიქრებ: "როგორც ჩანს, მთელი ას უწესრიგობა ამა და ამ დის გამო მოხდა". ეს იმას ნიშნავს, რომ "მემარცხენე" ზრახვებს იღებ?
– დარწმუნებული ხარ, რომ და ნამდვილად დამნაშავეა?
– არა, მაგრამ ასეთი რამ მას ადრეც გაუკეთებია.


– თუ დარწმუნებული არ ხარ, ჩანს ეს "მემარცხენე" ზრახვაა. გარდა ამისა, და ნამდვილად დამნაშავე რომც იყოს, ვინ იცის, როგორ და რატომ მოიქცა იგი სწორედ ამგვარად?!
– წმიდაო მამაო, მაგრამ, თუკი მე ვხედავ, რომ ესა თუ ის და გარკვეული სახის ვნებით არის შეპყრობილი?
– შენ რა, იღუმენია ხარ?! ეს იღუმენი აგებს თქვენზე პასუხს და ამიტომ მოვალეა, თქვენს ვნებებს ადევნოს თვალყური. თქვენ კი რატომ აკვირდებით და იკვლევთ ერთმანეთის ვნებებს?! თქვენ საკუთარ თავზე მუშაობა ჯერაც ვერ ისწავლეთ; ხოლო, თუ გინდათ სწავლა, ნუღარ ეძიებთ, რას აკეთებენ სხვები და ყველაფერი, რასაც მათში დაინახავთ, კეთილი ზრახვა საკუთარ თავში სიყვარულს შეიცავს. ის განაიარაღებს ადამიანს და შენდამი კეთილად განაწყობს. გახსოვთ ის მონაზვნები, რომალთაც ყაჩაღი წმიდა მამად მიიჩნიეს?! როდესაც ბოლოს და ბოლოს ის ყველაფერში გამოტყდა, მათ ჩათვალეს, რომ იგი ქრისტესთვის სულიერი იყო და თავს ყაჩაღად ასაღებდა და ამის შემდეგ მისდამი პატივისცემა გააორმაგეს.

საბოლოოდ კი მონაზვნებმა ეს ყაჩაღიც გადაარჩინეს და მისი თანამზრახველებიც. – წმიდა მამაო, მაშინ – თუ და მატყუებს?
– მაგრამ, თუ იგი შენი მიზეზით გახდა იძულებული, რომ ტყუილი ეთქვა?! ან იქნებ რაღაც დაავიწყდა და მისი ნათქვამი სულაც არ არის ტყუილი. მაგალითად, მესტუმრე ეკითხება მზარეულს, ცოტა ხალათი ხომ არ გაქვსო, ის უარობს, მესტუმრემ კი დანამდვილებით იცის, რომ აქვს. თუკიმესტუმრეს კეთილი ზრახვები არა აქვს, იტვის: "აი ჩერჩეტი"! ხოლო, თუ მას აქვს კეთილი ზრახვები, ასე იფიქრებს: " საწყალი, ამდენი საქმისაგან გადაიღალა და დაავიწყდა, რომ სალათი დარჩა".

ან იქნებ, ამგვარად გაამართლოს და: " შესაწლოა, გადაწვიტა, სალათი რაიმე უფრო ვნიშვნელოვანი შემთხვევისთვის შეინახოს". შენ კი ასე იმიტომ ფიქრობ, რომ სულიერ სისაღეს ხარ მოკლებული. ასე რომ არ იყოს, არაწმინდასაც კი წმინდად მიიჩნევდი. ერთნაირად შეხედავდი ხეების ნაყოფსაც და ნაკელსაც, რადგანაც ნაკელმა ხეების ნაყოფიერებას შეუწყო ხელი. 


კეთილი ზრახვების მქონე სულიერად ჯანმრთელია და ბოროტებასაც სიკეთედ აღიქვამს. მახსოვს, ოკუპაციის დროს ძლიერი ორგანიზმის მქონე ბავშვებს ორივე ლოყა მჭადით ჰქონდათ გამოტენილი და ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ, ხოლო მდიდარი ოჯახების ბავშვები ხორბლის პურს ჭამდნენ, ნაღების კარაქს ატანდნენ და მაინც ავადმყოფებდნენ, იმიტომ, რომ სუსტი ორგანიზმი ჰქონდათ. სულიერ ცხოვრებაშიც სწორედ ასეთი ვითარებაა.

მაგალითად, ავიღოთ კეთილი ზრახვების მქონე ადამიანი. მას ვინმემ უსამართლოდაც რომ გაარტყას, იყვის: "ღმერთმა ჩემი ძველი ცოდვების აღსახოცად დაუშვა, დიდება ღმერთს"! ხოლო, თუკი ადამიანს კეთილი ხრახვა არ აქვს, მისი მოფერებაც რომ მოინდომო, იფიქრებს, რომ ხელი დასარტყმელად ასწიე. დააკვირდით მთვრალებს: ბოროტი ადამიანი სიმთვრალეში ყველაფერს ამტვრევს.

ხოლო, თუ მთვრალს კეთილი გული აქვს, ტირის და ყველას ყველაფერს შეუნდობს. ერთი ასეთი გულკეთილი რომ დათვრა, აბუტყუნდა: "შენ მე მეგობრულად არ მიყურებ... კარგი... მე კი შენ ოქროში ჩაგსვამ"!..

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1133 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები