23:57 ზრახვები, რომლებიც განანათლებენ ადამიანს და ცბიერი ადამიანის ზრახვები. | |
მას სულიერი თვალით დანახული საკუთარი ცოდვები დიდად ეჩვენება, ხოლო სხვათა ცოდვები – მცირედ. თანაც თავს კი არ იტყუებს, არამედ სხვათა ცოდვებს ნამდვილად უმნიშვნელოდ მიიჩნევს! მას შეუძლია, გაიგოს, რომ ვიღაცის მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულია, მაგრამ, ამ სიტყვის კარგი გაგებით – ბოროტი ადამიანის მზაკვრობის გამართლებას ყოველთვის ახერხებს. მას არ სძულს ასეთი ადამიანები და საკუთარ თავზე უარესად არ მიაჩნია ისინი, და შესაძლოა, უკეთესებადაც კი მიიჩნევდეს მათ. უამრავი მიზეზის გამო, სრულიად შეგნებულად იგი ითმენს მათ მიერ აღსრულებულ ბოროტებას. მაგალითად: როდესაც ავაზაკის ბოროტებას ხედავს, იგი თვლის, რომ ამ ავაზაკს არავინ დაეხმარა და ბოროტმოქმედამდე ამიტომ დაეცა. ამასთან, მას ესმის, რომ შესაძლოა, თვითონ აღმოჩინილიყო ამ უბედურის ადგილას, თუკი ღმერთი არ შეეწეოდა. ბოროტებასთან მსგავსი მიდგომით ასეთი ადამიანი დიდ მადლს იღებს. ცბიერ კაცს კი საწინააღმდეგო რამ ემართება. როდესაც მართლის სიწმინდეს ხედავს, მან არ იცის მისი კეთილი ზრახვების შესახებ, – ისევე, როგორც არაფერი უწყის მათ შესახებ ეშმაკმა. მაშინ მას არ შეუძლია, გაიგოს, რას ნიშნავს ბოროტება, მისი აზრები გამუდმებით სუფთაა და ყველაფერს წმინდად და სულიერად უცქერს. მოყვასის დაცემაშიც კი ასეთი ადამიანი სარგებელს პოულობს. ამას საკუთარი თავისათვის საიმედო მუხრუჭად იყენებს, რათა ყურადღება არ მოადუნოს და არ დაიმსხვრეს. და პირიქით: თუ ასეთ ადამიანს გათავისუფლება სურს, მან უნდა გაიგოს, რომ აუცილებელია განწმენდა სულისა, რათა სულიერი ნათელი, გონებისა და გულის სიწმინდე შევიდეს მასში. – წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ერთი და იგივე ადამიანი ხან მზაკვარია და ხან – კეთილი? – ასეთ შემთხვევაში იგი შესატყვის გავლენებსა და ცვალებადობას განიცდის. ადამიანი ადვილად იცვლება, მზაკვრული აზრები შესაძლოა, აშმაკისაგან მოდიოდეს; თუმცა ისიც ხდება, რომ თვით ადამიანი განიზრახავს მზაკვრობას. ანუ – ხშირად მტერი განსაზღვრულ სიტუაციებს ქმნის, რომ ადამიანებში ბოროტი აზრები გამოიწვიოს. ერთხელ ჩემთან სენავში ართი არქიმანდრიტი მოვიდა, მაგრამ მისი მიღება ვეღარ მოვასწარი; როდესაც მეორედ მოვიდა, მძიმედ ვიყავი ავად და კვლავ ვერ შევძელი დავლაპარაკებოდი და კიდევ ერთხელ მოსვლა მეთხოვა. მაშინ ამ არქიმანდრიტმა გადაწყვიტა, რომ მისი ნახვა არ მსურდა, მის მიმართ უარყოფითად ვიყავი განწყობილი. ის მივიდა იმ მონასტერში, რომელსაც ჩემი სენაკი ექვემდებარებოდა და მიჩივლა. ყოველივე ეს მტრის მზაკვრობით მოხდა. | |
|