ოთხშაბათი, 08.05.2024, 02:11
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 7 » საწმისის მოპარვა.
01:00
საწმისის მოპარვა.

იასონს ყლაპავს საწმისის დარაჯი ურჩხული. ათენა, ბუთი ხელში, დასახმარებლად მოევლინა

მას.


მედეა და იასონი ჰეკატეს ტაძართან შეხვდნენ ერთმანეთს. იასონი მიხვდა, რომ ქალწული ღვთის მოვლენილი გრძნობით იყო შეძრული და ალერსიანი სიტყვებით შეეცადა აეხსნა, თუ რა მნიშვნელოვანი იყო მისთვის კოლხი ასულისგან დახმარება. მედეამ გადასცა იასონს წამალი და დაარიგა თუ როგორ უნდა მოეხმარა.

ქალის სილამაზემ და მისადმი გამოჩენილმა კეთილგანწყობამ მოხიბლა იასონი და მედეასადმი ძლიერი ტრფობა აღეძრა. მან პირობა მისცა კოლხ ასულს, რომ თუ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა იგი მედეას სამშობლოში წაიყვანდა და ცოლადაც შეირთავდა.

იასონს ყლაპავს საწმისის დარაჯი ურჩხული. ათენა, ბუთი ხელში, დასახმარებლად მოევლინა მას.

იასონმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მედეამ დაარიგა. მან აიღო აიეტისაგან გველეშაპის კბილები დასათესად და შუა ღამით თაფლის ზედაშე დაუქცია ჰეკატეს. ქალღმერთმა ისმინა ვედრება. დილით ადრე წამლით დაიზილა სხეული და თავის იარაღსაც წასცხო იგი. არგონავტებმა დიდი სიჩქარით გასცურეს არგოთი არესის ველისაკენ.

აქ თავი მოეყარათ კოლხებს, აიეტიც საბრძოლო აღკაზმულობით დამშვენებული თავისი ბრწყინვალე ეტლით მობრძანებულიყო. იასონმა დავალების შესასრულებლად გასწია, თვალი მოავლოხოდაბუნს, მივიდა ხარების სპილენძის უღელთან, სახნისთან და ანდამატის გუთანთან. მიწიდან ორი ცეცხლისმფრქვეველი ხარი ამოიჭრა. მათი გამონაქშენი ცეცხლი იაზონს ვერაფერს აკლებდა. მან დაიმორჩილა ისინი და უღელში შეაბა. მთელი ხოდაბუნი დაამუშვა და გველეშაპის კბილებიც დათესა. მათგან თავით ფეხებამდე შეიარაღებული გოლიათები აღმოცენდნენ.

იასონმა მათ ლოდი ესროლა, ისინი კი ლოდს შემოეხვივნენ და ერთმანეთშ დაუწყეს ჟლეტა. ამით ისარგებლა იასონმა მათში გაერია და ყველა ჩახოცა. თუმცა დავალება შესრულდა, აიეტმა მაინც არ დათმო საწმისი და ახალი მზაკვრობა მოიფიქრა.

ჰერამ მედეას საოცარი შიში ჩაუნერგა გულში. იმ ღამით ის არგონავტებისაკენ გაემართა და შეატყობინა მათ, რომ მეფე მასაც და მინიებსაც მოკვლას უპირებდა. არგონავტები გარარჩენისთვის უნდა გაქცეულიყვნენ. იასონმა ზევს შეჰფიცა, რომ მედეას ცოლად შეირთავდა. ამის შემდეგ არგოსის რჩევით მედეამ იასონი არესის ველზე მიიყვანა, სადაც დიდ მუხაზე ოქროს საწმისი ეკიდა, რომელსაც საზარელი გველი იცავდა.

როდესაც გველმა ისინი იხილა, მან საშინელი ხმით მთელი კოლხიდა შეძრა. გრძნეულმა მედეამ ჯადოსნური გალობითა და წამლის პკურებით გველი დააძინა. იასონმა საწმისი მოიპარა, შემდეგ ორივე არგოსკენ გაეშურნენ და მინებმა უმალვე დატოვეს იქაურობა.


იასონი და მედეა.

დევნა და დაბრუნება.

აფსირტეს მკვლელობა .

აიეტმა შეიტყო თუ არა ყოველივე, მაშინვე „არგოს" დაადევნა უამრავი ხომალდი და თავდა აფსირტე, მედეას და. მინიელები ისტროსის სანაპიროს აუყვნენ და ადრიატიკის ზღვაში შესცურეს, მაგრამ არტემის ბრიგეისის კუნძულებთან მათ კოლხები წამოეწივნენ. არგონავტები შეტაკებას მოერიდნენ და კუნძულზე გადავიდნენ.

მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ოქროს საწმისის თავისთან დატოვება, ხოლო მედეა კი იქვე არტემიდას ტაძარში უნდა გადაეყვანათ და რომელიმე იქვემდებარე ქვეყნის მეფეს უნდა გადაეწყვიტა მისი ბედი. მედეამ ეს გაიგო და ისევ ვერაგობას მიმართა. მან საკუთარი ძმა დაარწმუნა, თითქოს არგონავტებმა ძალით გაიტაცეს და მასთან მარტოდმარტო სურდა საუბარი.

აფსირტე მოტყუვდა და დასთან მარტო მივიდა, მაგრამ იქ იგი იასონმა მოკლა. უმეთაუროდ დარჩენილ კოლხებს არგონავტები მარტივად გაუსწორდნენ და გზა განაგრძეს, ხოლო გადარჩენილმა კოლხებმა კი აიეტის შიშით უკან დაბრუნება ვერ გაბედეს და იქვე დასახლდნენ.

ისტროსიდან ფეაკებამდე.


არგონავტების ლაშქრობის მარშრუტი.

არგონავტებმა მიაღწიეს კუნძულს ელექტრისს, საიდანაც მშვიდობიანად გასცდნენ ზღვაში ამოზიდულ მრავლარიცხოვან კუნძულებს. ჰილეელების დახმარებით მათ ჩაუარეს ლიბირნიდის კუნძულებს, კერკირას, მელიტეს, კეროსოსს და ნიმფაეს. მაგრამ ქალღმერთმა ჰერამ ისინი ელექტრისის კუნძულზე დააბრუნა და ათენას მიერ გემზე ჩარჭობილი მეტყველი მორის საშუალებით გმირებს აუწყა, რომ ისინი სამუდამოდ ზღვაში იხეტიალებდნენ თუ კირკე არ განწმენდდა იასონსა და მედეას აფსირტეს მკვლელობისაგან.

მინიელები მდინარე ერიდამოსის შესართვისკენ გაემართნენ და მის ერთ-ერთ ტოტში შესცურეს, რომელიც ოკეანოსის უბისაკენ მიედინებოდა, მაგრამ არგონავტები ჰერამ იხსნა, უკან დააბრუნა და ის გზაც ასწავლა, რომლითაც შინ უნდა დაბრუნებულიყვნენ. არგონავტებმა, ჰერას დახმარებით, ჩაუარეს კელტებს, ლიგიებს, სტოიქადების კუნძულებს და გადავიდნენ კუნძულ ეთალიდეზე, საიდანაც ავსონიის ზღვის ტალღებში შესცურეს და მიადგნენ აიას განთქმულ ნავსადგურს, სადაც აიეტის და კირკე მეფობდა. გმირები „არგოსთან" დარჩნენ, მხოლოდ იასონი და მედეა გაემართნენ კირკეს სასახლისკენ.

კირკემ შეიცნო, რომ მის წინ საზარელი მკვლელობის ჩამდენნი იდგნენ, მაგრამ ზევსის შიშით მაინც ჩაატარა განწმენდის რიტუალი. შემდეგ დაწვირლებით დაუწყო ვინაობის გამოკითხვა. მედეამ მამიდას კოლხურ ენაზე ყველაფერი მოუყვა, აფსირტეს მკვლელობა გარდა. ეს არ გამოპარვია კირკეს, მაგრამ ძმისშვილი შეებრალა და ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე გაუშვა.

ჰერამ ზეციური ღმერთები დაარწმუნა, რომ არგონავტებს დახმარებოდნენ. თეტისმა ქალღმერთის დავალებით, სხვებისაგან შეუმჩნევლად გააფრთხილა პელევსი, რომ აიას სასწრაფოდ გასცლოდა. არგონავტებიც ასე მოიქცნენ, გზა განაგრძეს და მიადგნენ კუნძულს, სადაც სირინოზები ცხოვრობდნენ. ისინი თავიანთი ჯადოსნური ხმით აჯადოებდნენ და ღუპავდნენ ყველა მეზღვაურს. ახლაც წამოიწყეს სიმღერა, მაგრამ მხოლოდ ბუტე მოაჯადოვეს, რომელიც ზღვაში გადაეშვა.

აფროდიტემ შეიბრალა გმირი, ზღვიდან აიტაცა და იქვე ლილიბეას კონცხზე დაასახლა. დანარჩენი არგონავტები კი ორფევსმა გადაარჩინა, რომელმაც თავისი სიმღერით ჩაახშო სირინოზების ხმა.

არგონავტებმა ნერეიდების დახმარებით გაიარეს სკილას სალი კლდე, ჩაუარეს თრინაკიას და მიადგნენ ფეაკთა კუნძულს, სადაც მეფობდა ალკინოოსი. ალკინოოსმა მინიელები კარგად მიიღო, მაგრამ ამ დროს კუნძულს კოლხთა არმია მიადგა, რომელიც მედეას დაბრუნებას ითხოვდა. ფეაკთა მეფემ გადაწყვიტა, რომ მედეას იმ შემთხვევაში დაუბრუნებდა კოლხებს, თუკი იგი ქალწული აღმოჩნდებოდა, ხოლო თუკი უკვე ექნებოდა იასონთან გაზიარებული საწოლი, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ მოაცილებდა ქმარს. არგონავტებმა ეს წინასწარ გაიგეს და იმ ღამესვა შეასრულეს საქორწინო რიტუალი. ალკინოოსმა პირობა შეასრულა და მედეა მინიელებთან დატოვა.

კოლხებმა კი უკან გაბრუნება ვერ გაბედეს და ფეაკთა კუნძულს შეაფარეს თავი.

საბერძნეთში დაბრუნება .


არგო" პელოპონესს მიუახლოვდა, მაგრამ ძლიერი ქარიშხლის გამო ლიბიის ზღვით სირტისის უბეში აღმოჩნდნენ, საიდანაც გემები უკან ვერ ბრუნდებოდნენ. სასოწარკვეთილებაში ჩაგდებული მინიელები ლიბიის მფარველმა ღმერთებმა შეიწყალეს და იასონს აუწყეს: «წამოაყენე შენი მეგობრები! როგორც კი გამოხსნის ამფიტრიტე პოსეიდონის მალ ეტლს, მაშინ თქვენს დედას, რომელმაც დიდხანს გატარათ მუცლით, მისი ღვაწლის სამაგიერო გადაუხადეთ და ღვთაებრივ ელადაშიც დაბრუნდებით»


სამი არგონავტის თათბირი „არგოსთან" კრეტის სანაპიროზე. წითელფიგურიანი კრატერის დეტალი.

იასონმა ვერაფერი გაიგო, ამიტომ ყველაფერი თავის მეგობრებს მოუყვა. უეცრად ზღვიდან ცხენი ამოხტა და ქარივით მალი ფეხებით გაჭენდა. დაინახა თუ არა ეს პელევსმა, მიხვდა, რომ მათი დედა „არგო" იყო, რომელმაც დიდი ხნის მანძილზე ატარა მუცლით. არგონავტებმა გემი ასწიეს და თორმეტი დღის განმავლობაში ატარეს ტრიტონის ტბამდე.

აქ მათ ორი მეგობარი დაკარგეს: კანთოსი მოკლა კეფავროსმა, ვისი ფარის გატაცებაც უნდოდა გმირს და მოპსოსი, რომელიც ლიბიური გველის ნაკბენისაგან გარდაიცვალა. აქ მინიელებს გამოეცხადათ ღმერთი ტრიტონი, რომელმაც გმირებს გადასცა მიწის ბელტი და სამშობლოში დასაბრუნებელი გზა მიასწავლა. შემდეგ ისინი კრეტას მიადგნენ, მაგრამ ნაპირზე გადასვლა ვერ მოახერხეს, რადგანაც სპილენძის ბუმბერაზმა ტალოსმა ხომალდს ლოდები დაუშინა. აქაც მედეამ იხსნა არგონავტები. მან მოაჯადოვა ტალოსი, რომელმაც ლოდის წვერს ქუსლი წამოსდო და სისხლისგან დაიცალა.

არგონავტები კვლავ ზღვაში გავიდნენ. მათ ევფემეს სიზმრის თანახმად, ზღვაში ტრიტონისაგან ნაჩუქარი ბელტი ისროლეს, საიდანაც შემდეგ კუნძული წამოიმართა. გმირებმა აქედან მიაღწიეს ეგინის ნაპირებს, ხოლო შემდეგ პაგასის ნაპირებამდე ისე იმგზავრეს, რომ გზად არანაირი ხიფათი არ შეხვედრიათ.

სამი არგონავტის თათბირი „არგოსთან" კრეტის სანაპიროზე. წითელფიგურიანი კრატერის დეტალი.

პელიასის აღსასრული .

იასონს პელიასისთვის მიაქვს ოქროს საწმისი, აპულიური წითელი თიხის კრატერი, ძვ.წ. 340, ლუვრი.

თესალიაში არ ეგონათ არგონავტები თუ დაბრუნდებოდნენ. ამით გათამამებულმა პელიასმა ტახტის ყველა მოცილე თავიდან მოიშორა. მან მოკლა იასონის უმცროსი ძმა პრომაქოსი, ხოლო მშობლებს აიძულა რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინათ. იასონი იოლკოსს, რომ მიადგა ეს ამბავი გაიგო და შურისძიება გადაწყვიტა.

არგონავტებმა გადაწყვიტეს, რომ ყველა საშობლოში დაბრუნდებოდა და შემდეგ ერთიანი ძალებით შეუტევდნენ პელიასს. მაგრამ მედეას სულ სხვა გეგმა ჰქონდა, რაც არგონავტებმა მოიწონეს. მედეამ არტემიდეს ქანდაკებაში წამლები ჩამალა და შემდეგ რაღაც საშუალებით თავი დაიბერა. ასე შევიდა მედეა პელიასის ქალაქში და თვით სასახლეშიც.

მან მეფე დაარწმუნა, რომ განზრახული ჰქონდა მისი სრული გაახალგაზრდევება. პელიასის ქალიშვილების დასარწმუნებლად, მან ჩამოირეცხა ის წამლები, რომლებიც მოხუცის იერს აძლევდნენ. მედეამ პელიასი დაარწმუნა, თავისი ასულებისთვის ებრძანებინა, რომ მისი ყველა მითითება შეესრულებინათ. დაღამებისას, როდესაც პელიასი დასაძინებლად წავიდა, მედეამ ქალიშვილები დაარწმუნა მეფე უნდა მოვხარშოთო.

მათი ეჭვის გასაფანტად, ერთი ბებერე ცხვარი ასო-ასოდ დაჭრა და მოხარშა. შემდეგ კი წამლების დახმარებით, ქვაბიდან კრავის სახება ამოიყვანა. პელიადები დარწმუნდნენ და დაიწყეს მახვილით მამის დაკვლა. მხოლოდ ალკეტისმა ვერ აღმართა მამაზე ხელი. პელიასის სიკვდილის შემდეგ, მედეამ არგონავტებს ნიშანი მისცა.

მათაც არ დააყოვნეს და ქალაქში შემოიჭრნენ. იასონმა ლმობიერი მოპყრობა აღუთქვა მეფის სანათესაოს და ტახტი პელიასის ვაჟს აკასტოსს გადასცა. ხომალდი „არგო" იასონმა ღმერთ პოსეიდონს უძღვნა, ხოლო ოქროს საწმისი ზევსის ტაძარში დაკიდა. თვითონ კი მედეასთან ერთად კორინთოში გადასახლდა.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1402 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები