სამშაბათი, 07.05.2024, 13:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 10 » დაუსრულებელი სტატიები პიროვნების შესახებ-ურიელ აკოსტა.
22:33
დაუსრულებელი სტატიები პიროვნების შესახებ-ურიელ აკოსტა.

უშანგი ჩხეიძე ურიელ აკოსტას როლში, ქუთაისი 1929, ნახატი პეტრე ოცხელი.


ურიელ აკოსტა ან ურიელ და კოსტა (Uriel da Costa; დ. დაახ. 1585 – გ. აპრილი, 1640) — პორტუგალიელი ებრაელი ფილოსოფოსი და სკეპტიკოსი.

აკოსტას დაბადების სახელი იყო გაბრიელ და კოსტა. დაიბადა პორტოში. მისი ოჯახი იუდაიზმიდან კათოლიკობაზე მოექცა ებრაელთა დევნის თავიდან ასაცილებლად. მამამისი ღრმად მორწმუნე კათოლიკე გახდა და მღვდლად მსახურობდა.

თავად ურიელ აკოსტაც თავდაპირველად სამღვდელოებას მისდევდა. თუმცა მან იცოდა საკუთარი ებრაული წარმომავლობის შესახებ და სტუდენტობის პერიოდში იუდაიზმზე დაბრუნებას ფიქრობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მან ფრთხილად დაიწყო მისი მიზნის ოჯახისთვის განდობა.

შედეგად, 1617 წელს მთელმა ოჯახმა იუდაიზმზე მოქცევა გადაწყვიტა და პორტუგალიიდან ამსტერდამში გადაიხვეწა, რომელიც იმხანად სეფარდული დიასპორის ცენტრი ხდებოდა.

თუმცა ნიდერლანდში ჩამოსვლისთანავე აკოსტას გული აუცრუვდა იქ გავრცელებული იუდაიზმის პრაქტიკაზე. მისი აზრით რაბინთა მმართველობა ზედმიწევნით იყო ჩაფულული რიტუალიზმში და კანონების მიმდევრობაში.

1624 წელს გამოქვეყნებულ წიგნში "ფარისეველთა ტრადიციების კვლევა", მან სულის უკვდავობის ფუნდამენტური იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. აკოსტას წრმენით ეს იდეა ბიბლიურ იუდაიზმში არ იყო ხაზგასმული, არამედ უფრო რაბინების ფორმულირებას გავდა.

ამ ნაშრომში ასევე მითითებული იყო რაბინისტული იუდაიზმის ბიბლიური იუდაიზმიდან გადახრები.

მისი აზრით რაბინისტული იუდაიზმი მექანიკური ცერემონიებისა და პრაქტიკის ნაკრები იყო და სრულიად გამოცლილი ჰქონდა სულიერი და ფილოსოფიური კონცეფციები.

ამ წიგნმა საზოგადოებაში დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. ის სახალხოდ დაწვეს. აკოსტა ამსტერდამის რაბინისტული მმართველობის სხდომაზე დაიბარეს იუდაიზმისა და ქრისტიანობის მკრეხელობისთვის განსასჯელად. მას მნიშვნელოვანი ჯარიმა დაეწესა იუდაიზმიდან განდევნასთან ერთად..

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1306 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები