ოთხშაბათი, 08.05.2024, 04:51
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » სასარგებლო წიგნი Useful Book-0 Comments მშობლებისთვის For Parents
19:56
სასარგებლო წიგნი Useful Book-0 Comments მშობლებისთვის For Parents

თუ ბავშვი... _ მშობლების, ძიძების და აღმზრდელების საკითხავი "

www.ndoba.ge
საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია „ნდობა" 2009
გამომცემლობა ნეკერი, 2009

წიგნის ავტორები არიან _ ფსიქოლოგები: მანანა აბზიანიძე, ნანა აღაპიშვილი, მანანა კანდელაკი, თამარ ჭარელიშვილი; ბავშვთა ფსიქიატრები: ნანა ჯიბღაშვილი და თინათინ მეზვრიშვილი.

წიგნის ყდაზე პატარა ბიჭუნას მიერ დახატული სახლი აურჩევიათ, როგორც მისი სამყაროს აღქმის გამომხატველი.


ეს წიგნი მართლაც ბევრ საინტერესო თემაზე დაგვაფიქრებს და ბავშვებთან ურთიერთობის არა ერთ მნიშვნელოვან საკითხში გაგვარკვევს მშობლებს და არა მხოლოდ ჩვენ, ძიძებსაც და საბავშვო ბაღის აღმზრდელებსაც.


2007-2008 წლებში "ნდობამ” განახორციელა პროექტი, რომელიც მოიცავდა საბავშვო ბაღის აღმზრდელების, პედაგოგების, ძიძების განათლებას სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდის ფსიქოსოციალურ საკითხებში. სასწავლო პროგრამა შედგა იმ მოთხოვნების მიხედვით, რაც გამოვლინდა წინასწარი კვლევის შედეგად.

"აღმზრდელებმა და ძიძებმა უამრავი შეკითხვა დასვეს. ბევრ შეკითხვაზე პასუხის გაცემა სწავლების დროს შევძელით, და რაც ვერ ჩავატიეთ მოკლევადიან სასწავლო კურსში გადავწყვიტეთ წიგნში შეგვეტანა.

ჩვენ ვცდილობთ ვუპასუხოთ უფროსების შეკითხვებს ისე, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ მათი წვლილი და როლი ბავშვების განვითარებაში. თან არ დავივიწყეთ და პატივი ვეცით ბავშვის სურვილებს, ინტერესებს, საჭიროებებს, შესაძლებლობებს და უნარებს" – აცხადებს ქალბატონი ნანა აღაპიშვილი.


2 წლის ასაკიდან ბავშვები ბაღში რომ მიგვყავს, ვნერვიულობთ – ახალი გარემო, ურთიერთობები, როგორ მოვამზადოთ ჩვენი პატარა საბავშვო ბაღისთვის. მერე ზედის ეტაპების თავისებურებები.

რა ვიცით ოჯახის შესახებ? ის, რომ ოჯახს ბავშვის ცხოვრებაში წამყვანი როლი აქვს. ემოციური და პიროვნული კავშირი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ზემოქმედება ბავშვის ფსიქო–სოციალურ განვითარებაზე.

ოჯახში ბავშვის აღზრდის სტილში შესაძლოა სამი ძირითადი კატეგორია გამოიყოს: ავტორიტარული, ლიბერალური და დემოკრატიული. ბავშვი და ძალადობა ოჯახში; ბავშვებსა და უფროსებს შორის ურთიერთობების ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ბავშვის ქცევის შეფასება, როგორ მოვიქცეთ როცა ჩვენი პატარა ძალიან ცუდად იქცევა–იგნორირება გავუკეთოთ, საერთოდ გავერიდოთ თუ სხვა რამეზე გადავიტანოთ ყურადღება? და კიდევ ბევრი საინტერესო და საჭირბოროტო თემაა განხილული ჩვენი და ჩვენი შვილების ურთიერთობის შესახებ.


ყველა ამ კითხვაზე პასუხს წიგნში "თუ ბავშვი..."იპოვით.

წიგნის შეძენა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
· "ნდობის” ოფისი - მ. წინამძღვრიშვილის 102; ტ.: 95 41 62;
· სამედეცინო ინსტიტუტის წიგნების მაღაზია;
· ფსიქოლოგიის ინსტიტუტის კანცელარია;

· მაღაზია "ბესთსელერი” - ვაჟა ფშაველას გამზირი;
· წიგნების მაღაზია - ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარე;
· საპატრიარქოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი -
გ. რობაქიძის გამზირი 7; ტ.: 893 25 72 50;
· ფსიქიატრიული საავადმყოფის აფთიაქი - ასათიანის ქ. 10.

ერთი სიტყვით, წაიკითხეთ ეს სასარგებლო წიგნი და ვფიქრობ, ნამდვილად შეძლებთ თქვენი შვილების ცხოვრება უფრო მშვიდი და ხალისით სავსე გახადოთ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1171 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები