09:41 ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი. | |
ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი - ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, სასწაულებით განდიდებული. მდებარეობს ბოდბის დედათა სავანეში, წმინდა ნინოს საფლავზე. ეს ხატი ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს.
მას უთხოვია რაისას დედისთვის, როგორღაც გამოვითხოვოთ ხატი და მე აღვადგენ დაზიანებულ ნაწილებსო. მანამდე კი ასეთი რამ მომხდარა. რენტგენის კაბინეტის ექიმს ხატი სახლში წაუღია და თვითონაც მაგიდათ იყენებდა. მცირე ხანში მისი შვილი მძიმედ გამხდარა ავად. სიზმარში ექიმს ღვთისმშობელი გამოცხადებია და უთქვამს, სანამ ხატს ადგილზე არ დააბრუნებ, შენს შვილს არაფერი ეშველებაო. შეშინებულ ექიმს სიწმინდე უკანვე დაუბრუნებია, მაგრამ მიზეზი ხმამაღლა არ უთქვამს. მაშინ რაისას დედას შეუთავაზებია, ჩამოვწეროთ როგორც უვარგისი ინვეტარი და აქაურობას გავაცილოთო. მართლაც ასე მოქცეულან. დედა მაგდალინამ სწორად რაისას სახლში აღადგინა ეს სიწმინდე, მოგვიანებით კი ჩარჩოში ჩაუსვამთ და კვლავ თავის პირვანდელ ადგილზე დაუბრძანებიათ. სწორედ მან აღმართა ხელი ივერიის ღვთისმშობლის ხატზე - სახე საგანგებო სიმკაცრით დაუსერა და საგანგებოდაც დაისაჯა: ჯანმრთელი და საღსალამათი ყველასათვის მოულედნელად გარდაიცვალა. სოფელში დღემდე ლაპარაკობენ, თუ როგორ დაისაჯა მთელი მისი შთამომავლობა, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ამოწყდა მთელი მისი ოჯახი. | |
|