სამშაბათი, 07.05.2024, 15:45
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » დაშრიტე მწუხარება ჩემი (ხატი).
09:43
დაშრიტე მწუხარება ჩემი (ხატი).

ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით დაშრიტე მწუხარება ჩემი, იმყოფება მოსკოვში, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძარში, პუპიშჩევოზე. მადლისმომნიჭებელი ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი მოოქროვილი პერანგითა და მრავალი ძვირფასი ქვითაა შემკული. ამ ხატის წინაშე კვირაობით აღესრულება პარაკლისი და მისივე ”დაუჯდომელი”.


ისტორია .

ეს ხატი 1640 წელს მოსკოვში მეფე ალექსი მიხეილის ძე|ალექსი მიხეილის ძის დროს კაზაკების მიერაა ჩამოტანილი. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესიაში ინახებოდა ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების წერილობითი აღწერილობა, რომელიც 1771 წელს ხანძრის დროს განადგურდა. გადმოცემამ შემოინახა ხსოვნა ამ ხატის პირველი განდიდების შესახებ, რომელიც XVII საუკუნის შუა წლებში მოხდა.

ხატის ძალა შემდეგი მოვლენით გამოჩნდა: მოსკოვის მოშორებით მცხოვრები ერთი ქალბატონი უკვე დიდი ხანი იყო ორგანიზმის საშინელი დაუძლურებით იუტანჯებოდა.

ექიმების მცდელობა ტანჯვას არ უმსუბუქებდა. ძალა ელეოდა და გამუდმებით სიკვდილის პირას იმყოფებოდა. ამ უნუგეშო მდგომარეობაში უგონოდ იწვა და ერთხელ იხილა ღვთისმშობლის ხატი, რომლისგანაც გაიგონა ხმა: ”მოითხოვე, მოსკოვში წაგიყვანონ, იქ პუპისჩევოზე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში არის ღვთისმშობლის ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი, მის წინაშე ილოცე და განიკურნები”, ხილვა დასრულდა.

სნეული, რომელიც უგონოდ იყო, გამოფხიზლდა და საკუთარ თავში ახალი სიცოცხლე შეიგრძნო. შინაურებს ხილვის შესახებ მოუთხრო და მოითხოვა მოსკოვში წაეყვანათ. არც ერთი მათგანი ადრე იქ ნამყოფი არ იყო.

როდესაც მოსკოვს მიაღწიეს, პუპისჩევო მოძებნეს და სნეული ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძარში მიიყვანეს. ავადმყოფმა ყველა ხატი დაათვალიერა, მაგრამ ის, რომელიც ხილვაში გამოეცხადა მას, ვერ იპოვა. მისმა მხლებლებმა მომხდარი უამბეს ღვთისმსახურს, რომელმაც მორჩილებს უბრძანა, სამრეკლოდან ღვთისმშობლის ყველა ხატი ჩამოეტანათ.

როდესაც ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი ჩამოიტანეს, მტვრით ისე იყო დაფარული, რომ ღვთისმშობლის სახე ძნელად თუ გაირჩეოდა, მაგრამ ავადმყოფმა, რომელიც სისუსტის გამო ვეღარ ლაპარაკობდა და ვერც ხელებსა და ფეხებს ფლობდა, მოულოდნელად იყვირა ”ისაა, ისაა” და პირჯვარი გადაიწერა. ხოლო, როდესაც პარაკლისის შემდეგ ხატს მიემთხვია, ძალის ისეთი მოზღვავება იგრძნო, რომ დახმარების გარეშე გამოვიდა ეკლესიიდან და სახლში სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა. ეს სასწაული 25 იანვარს მოხდა და იმ დროიდან, ამ დღეს აღესრულება ღვთისმშობლის ხატის დაშრიტე მწუხარება ჩემი დღესასწაული.
ასლები [რედაქტირება]

მოსკოვში არის კიდევ 4 ხატი, რომლებიც სასწაულმოქმედის ზუსტ ასლს წარმოადგენენ. პირველი, წმ. იოანე ნათლისმცემელის ტაძარში - პოკროვკაზე, მეორე წმ. პეტრესა და პავლეს ეკლესიაში, მესამე - წმ. ტიხონ ამაფუნტელის ეკლესიაში არბატის კარიბჭესთან და მეოთხე - ღირსი სერგის ეკლესიაში, როგოჟსკიზე რომ მდებარეობს.

სანკტ-პეტერბურგში, მაცხოვრის ამაღლების ტაძარში იმყოფება მისი ნამდვილი ასლი. ეს ძველი ხატი მოსკოვიდან 1765 წლის 25 სექტემბერს ვაჭარმა როგოვიკოვმა ჩამოიტანა. ხატის სიმაღლე 1 არშინი და 8 გოჯია, სიგანე 1 არშინი და 5 გოჯი. შესამოსელი მოოქროვილი ვერცხლისაა, ძვირფასი ქვებით შემკული.

ხატი საგანგებოდ გამოკვეთილ ვერცხლის კიოტშია მოთავსებული, ეკვდერში, რომელიც ღვთისმშობლის სახელზეა ნაკურთხი. ხატს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ . ეკლესიაში საგალობელი პარაკლისების აღსრულების გარდა, ქრისტიანები ხშირად ოჯახებში იღებენ.

ბევრი მორწმუნე მიმართავს ზეციურ დედოფალს და სარწმუნოებისამებრ კურნებასა და ნუგეშს იღებს.

ოდრინ-ნიკოლოზის მონასტერში, ორლოვის ეპარქიაში სასწაულებითაა განდიდებული ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი, რომელიც მონასტერს გრაფმა ნ. ბ. სამოილოვმა უსაჩუქრა.

ბერშადსკის მამათა მონასტერში, პოდოლის ეპარქიაში იმყოფება სიწმინდედ მიჩნეული ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი.

მოგილევის ეპარქიის პოკროვსკის მონასტერში ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი ასევე სასწაულმოქმედებითაა განდიდებული.

ამ ხატის გამოსახულება წარმოადგენს ღვთისმშობელს, რომელსაც ღვთაებრივი ყრმა მარჯვენა ხელში უპყრია, მარცხენათი კი თვითონ საკუთარ თავს დაახლოებით შუბლიდან ეხება: მაცხოვარს წინ უჭირავს გახსნილი გრაგნილი ”დაშრიტენ სნეულებანი მრავალცოდველისა სულისა ჩემისანი, რომელმანცა ყოველი მწუხარებანი აღხორცენ პირისაგან ქუეყანისა, რომელი კაცთა სნეულებასა აოტებ და ცოდვილთა განუქარვებ ჭმუნვასა, რამეთუ შენ ხარ სიმტკიცეჲ და სასოებაჲ ტვირთმძიმეთა ყოველთა, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო, რამეთუ გიპყრიეს უძლეველი ძლიერება, და ყოვლისაგან ჭირისა განგვათავისუფლენ ჩვენ, მხმობელნი ესრეთ: გიხაროდენ, სიხარული ჩვენო, განგვწმიდე ყოვლისაგან ბოროტისა და დააცხვრე წუხილი ჩვენი, აღგვიმსუბუქე დედოფალო ჩვენო, ბოროტის ზედა მოსვლაჲ დააყუდე, ყოვლადწმინდაო, ტვირთი ცოდვათა ჩვენთა აღხოცე, ყოლად სახიერო, და დაშრიტე მწუხარებაჲ ჩემი შემუსვრილებითა გულისათა”.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1227 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები