ოთხშაბათი, 08.05.2024, 04:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა.
09:09
მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა.

მერვე ჯვაროსნული ომი წამოიწყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ 1270 წელს. მას ზოგან მეშვიდედ თვლიან, თუ ფრედერიკ II-ის მიერ წამოწყებული მეხუთე და მეექვსე ჯვაროსნული ომები გაერთიანდა. ხშირად მეცხრე ჯვაროსნულ ომსაც მერვეს ნაწილად თვლიან.


ისტორია .

ლაშქრობის წამოწყების მიზეზად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ითვლება. ლუი შეაშფოთა სირიის მოვლენებმა, სადაც მამლუქი სულთანი ბაიბარსი ჯვაროსნული სახელმწიფოების ნარჩენებს უტევდა.

ბაიბარსმა იხელთა მომენტი ვენეციასა და გენუას შორის გაჩაღებული ომის შემდეგ, რის შედეგადაც მათი გავლენა სირიულ პორტებზე საგრძნობლად შესუსტდა. 1265 წლისთვის ბაიბარსმა აიღო ნაზარეთი, ჰაიფა, ტორონი და არსუფი.

კვირპროსის ჰუგო III, რომელიც იერუსალიმის მეფედ იყო დანიშნული, აკრაში გადმოსახლდა ქალაქის დასაცავად, მაშინ როცა ბაიბარსი ჩრდილოეთით მოიწევდა და სომხეთსაც კი მოაღწია, რომელიც იმჟამად მონღოლთა დაქვემდებარებაში იყო.

ამ მოვლენებმა ლუი აიძულა 1267 წელს ახალი ჯვაროსნული ომი გამოეცხადებინა, თუმცა იმ დროისთვის ამისთვის მცირე მხარდაჭერა არსებობდა. ჟან დე ჟუანვილმა, ლუის მეშვიდე ჯვაროსნულ ომში მისი პირადი ქორონოკოსი, წასვლაზე უარი განაცხადა.

ლუი მისმა ძმამ დაარწმუნა სირიის ნაცვლად ტუნისზე გაელაშქრებინა, რაც მათ კარგ დასაყრდენს მისცემდა ეგვიპტეზე თავდასასხმელად, ვინაიდან ეს ლუის წინა ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანი იყო, ისევე როგორც მეხუთე ლაშქრობისაც (ორივე ლაშქრობა ეგვიპტეში დამარცხდა).

კარლს, სიცილიის მეფეს, ხმელთაშუა ზღვის ამ რეგიონში საკუთარი ინტერესები ჰქონდა. ხოლო ტუნისის სულთანს ასევე კარგი კავშირი ჰქონდა ქრისტიანულ ესპანეთთან და მოქცევის კარგ კანდიდატად მოაზრებოდა.

ლუი აფრიკის მიწაზე 1270 წლის ივლისში გადმოსახლდა, რაც უკიდურესად არასახარბიელო დრო გამოდგა. არმიის ძირითადი ნაწილი სასმელი წყლის დაბინძურების გამო მალე ეპიდემიამ მოიცვა, ხოლო თავად ლუი 25 აგვისტოს გარდაიცვალა "კუჭის ქრონიკული აშლილობის" გამო, კარლის ჩამოსვლიდან ერთ დღეში. მისი ბოლო სიტყვა "იერუსალიმი" იყო.

კარლმა მეფედ ლუის ვაჟი ფილიპ III გამოაცხადა, მაგრამ მისი მცირეწლოვანების გამო ჯვაროსნულ ლაშქრობას თავად გაუძღვა.

ეპიდემიის მძვინვარების გამო ტუნისის ალყა მოიხსნა და 30 ოქტომბერს სულთანთან ხელშეკრულება დაიდო. ამ შეთანხმებით ქრისტიანებმა მოიპოვეს ტუნისში თავისუფალი ვაჭრობის უფლება, ასევე გარანტია მღვდელთა და ბერთათვის ქალაქში ცხოვრებაზე, რაც ჯვაროსნულ ლაშქრობას ნაწილობრივ წარმატებულს ხდიდა.

კარლს ამ პერიოდისთვის მოკავშირედ ასევე ჰყავდა ინგლისის უფლისწული ედვარდი, რომელიც ხელშეკრულების დადების პერიოდში ჩამოვიდა. ტუნისის ალყის მოხსნის შემდეგ ედვარდმა აკრაზე გააგრძელა ლაშქრობა, რომელიც ჯვაროსანთა ბოლო გამაგრება იყო სირიაში. მის მიერ იქ გატარებული დრო უკვე მეცხე ჯვაროსნულ ლაშქრობად ითვლება.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2286 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები