22:36 გიორგი II (საქართველოს მეფე) | |
გიორგი II-ის გამოსახულება მონეტაზე გიორგი II (დ. 1130–იანი წლების მეორე ნახ. - გ. 1112), საქართველოს მეფე 1072-1089, ბაგრატ IV-ის ძე. გიორგი II-ის ოჯახი. გიორგი II-ის დედა, დედოფალი ბორენა. გიორგი II-ის ოჯახის წევრების უმრავლესობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს თუ მსოფლიო ისტორიაში. მამა, ბაგრატ IV თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა საქართველოს. დედა, ბორენა დედოფალი, ოვსთა მეფის ასული იყო. ბებია მარიამი, ვასპურაკანის მეფის – სენექერიმ არწრუნის ასული. მამიდას – გურანდუხტ დედოფალსაც დიდი წვლილი მიუძღვის გიორგის, როგორც პოლიტიკოსის ფორმირებაში. მართა, გიორგის და, ბიზანტიის დედოფალი იყო. გიორგის მეუღლეზე, ელენე დედოფალზე, თითქმის არაფერია ცნობილი. XII საუკუნის დასაწყისში იგი უკვე გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო. გიორგის ერთადერთი ვაჟი – დავითი, შემდგომში საქართველოს მეფე გახდა. გიორგი მოესწრო შვილიშვილებსაც – თამარს, დემეტრეს და კატას. გიორგი უფლისწული.
ასეთ ვითარებაში ბაგრატ IV-მ გადაწყვიტა, თავად ხლებოდა ბიზანტიის იმპერატორს და საქართველო– ბიზანტიის ურთიერთობების საკვანძო საკითხები იქ მოეწესრიგებინა. ბაგრატმა სამეფო თავის ვაჟს, გიორგის დაუტოვა. ბაგრატს სამი წელი მოუწია ბიზანტიის საპატიო ტყვეობაში ყოფნა, რომელიც იმპერატორ კონსტანტინე მონომახის შუამდგომლობით, ბაგრატსა და ლიპარიტს შორის გარიგებით დასრულდა. ბიზანტიელი ავტორის გიორგი კედრენეს თქმით, მათ „ზავი შეკრეს იმ პირობით, რომ ბაგრატი იქნება ბატონი და მთავარი მთელი იბერიისა და აბაზგიისა, ხოლო ლიპარიტი – ერთი ნაწილის, მესხეთის, მთავარი იქნება სიკვდილამდე, ხოლო ბაგრატს სცნობს ბატონად და მეფედ". ხელშეკრულება ითვალისწინებდა იმასაც, რომ გიორგი ლიპარიტის მფარველობის ქვეშ უნდა გაზრდილიყო. კურთხევა მოხდა ბაგრატის საქართველოში დაბრუნების წინა ხანებში. ამრიგად, თუ წყაროებს დავუჯერებთ, ლიპარიტი საქართველოს მეფედ ცნობდა როგორც გიორგის, ასევე ბაგრატს. თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ ფაქტს მიიჩნევენ თანამეფობის ინსტიტუტის შემოღებად. შეთქმულების დაწყებისთანავე, მეფე და მისი მამიდა , უსაფრთხოების მიზნით, ახალქალაქში გახიზნეს. ბაგრატ IV სასწრაფოდ სამხრეთ საქართველოში გადმოვიდა და თავად ჩაუდგა ლიპარიტის მომხრეებთან ბრძოლას სათავეში. მალე კლდეკარის ერისთავის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია სამეფო კარმა უკლებლივ შემოიმტკიცა. ქართველთა და ოსთა ჯარმა „მოაოჴრა განძა, და აღიღო ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ". გამარჯვებული გიორგი უფლისწული დიდი ალაფით დაბრუნდა სამშობლოში. ფეოდალთა გამოსვლები გიორგი II-ის მეფობის დასაწყისში.
1073 წლის ზაფხულში მეფეს განუდგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი. ნიანია ქვაბულის ძემ ქუთაისი დაიკავა და „წარუღო ქუთათისისა საჭურჭლე", ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია და ქსნისპირი დაიპყრო, ხოლო ვარდანმა სვანები ააჯანყა და საეგრო დაარბია. მათი დამორჩილების შემდგომ გიორგი II გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ურჩი ყმები "წყალობით დაფარა". ივანე ლიპარტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის ვაჟს ლიპარტს - ლოწობანი რუსთავის ნაცვლად (ეს უკანასკნელი კახელებს გადაეცა), ნიანია ქვაბულის ძეს - „თმოგვი და სხუანი საქონელნი რჩეულნი", ვარდან სვანთა ერისთავს - ასკალანა და სხვ. „მატიანე ქართლისას" თქმით, „გიორგი მეფემან სძლო სიკეთითა, სიბრძნითა და ძჳრუჴსენებელ იქმნა". მაგრამ ურჩმა ფეოდალმა გიორგი II-ის მეციხოვნეებს გაგი გამოსტყუა და განძის პატრონს ფადლონს მიჰყიდა. თურქ-სელჩუკთა შემოსევა და ფარცხისის ბრძოლა. 1073 ან 1074 საქართველოს შემოესია "დიდ სელჩუკთა" სახელმწიფოს სულთანი მალიქ-შაჰი. როცა ის საქართველოს ისტორიულ საზღვრებთან მოძრაობდა, ივანე ბაღვაშმა თავისი ვაჟი ლიპარიტი სულტანს მიაგება, „შეაწყნარა სულტანსა და დაყო მის თანა მცირედი ხანი, და გამოეპარა. და მოვიდა სულტანი, და მოადგა სამშვილდესა". სულთანმა აიღო სამშვილდე, ტყვედ იგდო ივანე ლიპარიტის ძე და მისი ოჯახი, ასევე ბაღვაშთან მყოფი აზნაურები. სამშვილდეში სულთნის მეციხოვნეები ჩადგნენ, მოარბია ქართლი და დიდძალი ტყვიითა და ნადავლით უკან გაბრუნდა. საქართველოდან წასულმა სულთანმა აიღო განძა და არანის გამგებლად თავისი ერთ–ერთი სარდალი სარანგი (არაბულ წყაროებში სავთენგი) დანიშნა. ამის შემდეგ თურქ–სელჩუკთა სარდლობამ გადაწყვიტა საომარი მოქმედებები საქართველოს მიმართულებით წარემართა, მით უმეტეს, რომ ქვემო ქართლში მათ დაკავებული ჰქონდათ ერთ–ერთი ცენტრალური ციხე სამშვილდე. სარანგი განძის, დვინის და დმანისის ამირების თანადგომით შეებრძოლა გიორგი II-ს. გიორგიმ აღსართან კახთა მეფესთან ერთად სოფელ ფარცხისთან დახვდა მოწინააღმდეგეს. ბრძოლა საკმაო ხანს გაგრძელდა და მხოლოდ მწუხრისას დასრულდა. ოღუზ–თურქებმა სასტიკი მარცხი იგემეს. ამ გამარჯვების შემდეგ, როგორც "მატიანე ქართლისა" მოგვითხრობს, მეფემ აიღო ანაკოფია, "მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა". აგრეთვე კარის ციხე-ქალაქი ("ციხე ქუეყანა"), "სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი" და გააქცია თურქები. ბიზანტიელთა საქართველოდან წასვლა და კარის სამეფოს გიორგი II-სათვის გადაცემა.
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ახალ დეტალებს ამატებს ამ ცნობას. ის აღნიშნავს:„ წარვიდა მეფე გიორგი მამულსა თვისსა ტაოს, და მოვიდა ბანას. ხოლო მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორვარი აღმოსავალისა გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი და კარნუ–ქალაქი, და კარი, და დიდად განიხარეს და განისუენეს. და მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე–ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა, და განიყარნეს. ხოლო მეფემან გიორგი დაუტევნა კარს აზნაურნი შავშნი და წარმოვიდა შინა". მათგან ყველაზე სარწმუნოა ის ვერსია, რომ თურქ–სელჩუკებისგან შევიწროებულ ბიზანტიელებს არ შეეძლოთ ჯარის იმ კონტინგეტის შენახვა, რომელთაც უნდა დაეცვათ აღნიშნული ციხეები და ამიტომ მათ ეტაპობრივად დაიწყეს ამ სიმაგრეების დაცლა და ქართველებისათვის გადაცემა. ეს ნაბიჯი ასევე წარმოადგენდა ურთიერთთანამშრომლობას საერთო მტრის – სელჩუკების წინააღმდეგ. თურქ-სელჩუკთა ახალი აგრესია და „დიდი თურქობა" .
1074 წელს დადებული ხელშეკრულებით მომთაბარეთა ხელში გადავიდა იმპერიის აღმოსავლეთი პროვინციების დიდი ნაწილი. ამის შემდეგ სელჩუკებისთვის გზა საქართველოსკენ ხსნილი იყო. თურქ-სელჩუკებმა პირველი დარტყმა კარის ციხეზე მიიტანეს. მათმა სარდალმა აჰმად ამირამ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის წყალობით მოახერხა ციხიდან ქართველ მეციხოვნეთა განდევნა და ქალაქის ხელში ჩაგდება. ქართველი მემატიანე აღნიშნავს, რომ მტერს ქრისტიან შინაგამცემთა წყალობით მოუხერხებია გიორგი II-ის ბანაკამდე შენიღბულად მისვლა. თავდასხმა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ქართველებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხეს და უკუიქცნენ. მთელი სამეფო ავლა–დიდება სელჩუკებს ჩაუვარდა ხელში. საქართველოს მეფემ აჭარის მთებს შეაფარა თავი და აქედან აფხაზეთში გადავიდა. ისტორიკოსები ამ ბრძოლის თარიღად 1080 წელს უთითებენ. აჰმად ამირა მიღწეულ წარმატებას დასჯერდა და აღარ გააგრძელა გიორგი II–ის დევნა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თქმით, გზაში აჰმად ამირას შემოხვდნენ ბიზანტიაში სალაშქროდ მიმავალი თურქი ამირები ისა ბარი და ბუიაყუბი. აჰმადმა მათ მოახსენა საქართველოში მომხდარი გამარჯვების შესახებ და ისიც აუწყა, რომ საქართველოს მეფე გიორგი II დასავლეთ საქართველოში იყო გახიზნული. მემატიანეს თქმით, აჰმად ამირას თანატომელთათვის ურჩევია „რად წარხვალთ საბერძნეთად? აჰა ქუეყანა საქართველო, უკაცური და სავსე ესევითარითა სიმდიდრითა". თურქ–სელჩუკებს მოსწონებიათ აჰმადის აზრი, ლაშქრობისათვის მიმართულება შეუცვლიათ და კურსი საქართველოსკენ აუღიათ. ისინი „მოეფინნეს პირსა ყოველისა ქვეყანისასა, ვითარცა მკალნი". ქართველი მემატიანე ამ სიტყვებით იწყებს დიდი თურქობის აღწერას. სულთანმა საქართველო გაათავისუფლა „ზედამარბეველთაგან" და კახეთი და ჰერეთი მისცა, რადგან ამ რეგიონზე სულთნისა და საქართველოს მეფის უფლებები არ ვრცელდებოდა. მალიქ–შაჰმა გიორგი II-ს ჰერეთ–კახეთის შემოსაერთებლად ლაშქარი გამოაყოლა. გიორგი II–მ დიდი ხარკი იკისრა სულთნის სასარგებლოდ, რომელსაც ქვეყანა 1099 წლამდე იხდიდა.
მაგრამ გიორგი II-მ დღემდე გაურკვეველ მიზეზთა გამო, ვეჟინის ციხეს გარემოცვა მოხსნა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. დავითის ისტორიკოსის თქმით, ამის მიზეზი ყოფილა თოვლის მოსვლა და მეფის აჯამეთში სანადიროდ გადასვლის სურვილი. რეალურად კი გიორგი გაეცალა თურქ–სელჩუკებს და კახეთის აოხრებაში მონაწილეობა არ მიიღო. ვიდრე ქუთაისში დაბრუნდებოდა, გიორგი II-მ სელჩუკებს „მისცა ნიჭად" სუჯეთი და იორის პირი. მემატიანის მითითებით, სუჯეთი და იორის პირი „მოოჴრდა მუნ დღეინდელად დღემდე". ამიტომაც, კახეთის მეფე აღსართან I თავად ეახლა მალიქ–შაჰს, ქრისტიანობა უარყო და ამ გზით კახეთ–ჰერეთის საკუთარ მფლობელობაში დატოვებას მიაღწია. კახეთ–ჰერეთის შემოერთების პერსპექტივა რამდენიმე წლით გადაიწია. მან თავი კახეთის მეფის ვასალად ცნო და მის მფლობელობაში მყოფი ზედაზნის ციხე კახეთის მეფის მფლობელობაში გადავიდა.
დღემდე გაურკვეველია, იყო თუ არა რაიმე ძალდატანება გიორგიზე, როცა მან დავითი მეფედ გამოაცხადა. ზოგიერთი ისტორიკოსი დავით აღმაშენებლის ნაწარმოებზე გალობანი სინანულისანი და მისსავე ანდერძზე შიომღვიმის მონასტრისადმი, სადაც ნათქვამია, „უფალო ღმერთო, დავითს მიუტევე ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომილებისანი", დაყრდნობით აცხადებს, რომ დავითს ბრალი მიუძღოდა მამის წინაშე („ალბათ მისი ტახტიდან გადაყენების"). 1072 წლისათვის გიორგი კურაპალატად იხსენიება[25]. ეს ტიტული მას გაცილებით ადრე უნდა მიეღო, დაახლოებით XI საუკუნის შუა ხანებში. 1073 წლისათვის კი გიორგი ნოველისიმოსია ან სევასტოსი, ვინაიდან ამ წელს დავით უფლისწული უკვე კურაპალატად იწოდება. კესაროსობის მიღება კი, შეიძლება XI საუკუნის 70–80–იან წლების მიჯნაზე მომხდარიყო. კესაროსობა არ წარმოადგენდა ჩვეულებრივ ტიტულს. უკვე V საუკუნის მიწურულიდან კესაროსობის პატივის მატარებელი პიროვნება საიმპერატორო ტახტის ერთ–ერთ რეალურ მემკვიდრედ ითვლებოდა. ამიტომაც, ეს ტიტული თითქმის ყოველთვის საიმპერატორო კარის ნათესავს ენიჭებოდა. იგი იწოდებოდა იმპერატორის შემდეგ პირველ პირად და შესაბამისი რეგალიებიც გააჩნდა.[27] გიორგი II-ის გარდაცვალების თარიღად 1112 წელს სდებენ (ადრე კი 1089 წელს მიიჩნევდნენ), რაც ემყარება თედო ჟორდანიას მიერ მოყვანილ ცნობას აფხაზთა მეფეთა ქრონიკიდან. ეს უკანასკნელი მიიჩნევდა, რომ გიორგი დავითის გამეფების შემდეგაც აქტიურად ერეოდა ქვეყნის მართვის საქმეში და წამყვან როლსაც ასრულებდა. გიორგი მეფის დასაფლავების ადგილი. | |
|