სამშაბათი, 07.05.2024, 09:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 21 » გიორგი VIII
23:40
გიორგი VIII

საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1446
მმართ. დასასრული: 1466
წინამორბედი: ვახტანგ IV
დაბ. თარიღი: 1417
გარდ. თარიღი: 1476
მეუღლე: 1.თამარ ჯაყელი
2.ნესტან-დარეჯანი
შვილები: ალექსანდრე I
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ალექსანდრე I დიდი
დედა: თამარი.


გიორგი VIII (კახეთში - გიორგი I), ქართლის მეფე 1446-1466, კახეთისა - 1466-1476. ალექსანდრე I დიდის ძე. მის დროს ძირითადად დამთავრდა საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანგრძლივი პროცესი. თავდაპირველად სამეფოს ჩამოსცილდა სამცხე-საათაბაგო.

დასავლეთ საქართველოში გამეფების პრეტენზიით გამოვიდა სამოქალაქოს ერისთავი ბაგრატი, რომელმაც გიორგი VIII-ს ომი გამოუცხადა. ჩიხორის ბრძოლაში (1463) გიორგი VIII დამარცხდა. 1465 სამცხის მთავარმა ყვარყვარე II ათაბაგმა გიორგი VIII ტყვედ ჩაიგდო.

ამით ისარგებლა ბაგრატმა და 1466 თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ტყვეობიდან განთავისუფლებული გიორგი VIII 1466 იძულებული გახდა კახეთს გასულიყო, რითაც დასაბამი მისცა კახეთის ცალკე სამეფოდ გამოყოფას.

გიორგი VIII პირველი ქართველი მეფეა, რომელმაც თავისი მეფობის დროს ანტიოსმალური კოალიციის მოწყობის მიზნით ევროპაში გააგზავნა ელჩობა 1458-1459. ერთი წლით ადრე რომის პაპმა კალიქსტ III-მ მიმართა წერილობით მას და მათ, "ვინც აღმოსავლეთში (საქართველოში) რომის წესს მისდევენ", თანხმობა განაცხადა გიორგი VIII-ის თხოვნაზე, დაამტკიცოს პატრიარქად ქართველთა მიერ არჩეული პიროვნება და მოითხოვა, რომ ეს პირი იყოს გამორჩეულად პატიოსანი, განსწავლული და ეწვიოს არჩევის შემდეგ რომს.

ამის შემდეგ კი გიორგი VIII-მ და ყვარყვარე II-მ გამოაცხადეს თავი პაპის მორჩილებად, აირჩიეს რა უკვე საქართველოში მყოფი პაპის ელჩი (ნუნციუსი), ფრანცისკანელი ლუდოვიკე ბოლონიელი თავიანთ პატრიარქად და სთხოვეს ამასობაში ახლადარჩეულ პაპს პიუს II-ს ამ არჩევანის დატკიცება.

ლუდოვიკე ბოლონიელმა წარუდგინა პაპს მასთან ერთად ჩასული გიორგისა და ყვარყვარეს ქართველი ელჩები, რომელთა პაპს აღუთქვეს ყველა ქართველ მთავართა ერთიანობა: "...

თქვენმა ნუნციომ (ლუდოვიკე ბოლონიელმა) რა უბრძანა, მაშინვე შერიგდნენ და აწ მზად არიან დაუწყონ ომი ოსმალებს, როდესაც კი თქვენ უბრძანებთ. 120.000 მეომარნი მზად არიან ეომონ მუჰამედ იმპერატორს აზიაში ... .

აგრეთვე გაუწყებთ, რომ ჩვენთან შეერთებულნი არიან ბენდიან სამეგრელოსა და აფხაზეთის მეფე, ბაგრატ მეფე ივერიელებისა, რომლებსაც აწ უწოდებენ გეორგიანებს და მამია გურიის მთავარი... აწ მხოლოდ ამას გთხოვთ, რომ ლუდოვიკე, რომელმაც აქ მოგვიყვანა, დაადგინოთ პატრიარქად იმათზე, ვინც აღმოსავლეთში რომის წესს მისდევენ და თქვენს საყდართან შეერთებულნი არიან.

" პიუს II არჩევანს უმტკიცებს და ცდილობს ანტიოსმალური კოალიცია ევროპელ მეფეთა ჩართვით განამტკიცოს. თავის მხრივ ლუდოვიკო ბოლონიელი ამაოდ ცდილობდა საქართველოში ანტიოსმალური მიზნით მეფეთა შორის თავისივე მიერ შექმნილი ერთიანობის შენარჩუნებას.

ქართველი ელჩები ეწვივნენ არა მარტო პაპს, არამედ საფრანგეთის მეფეს შარლ VII-ს (1422-1461), შემდეგ მის შვილს ლუი XI-ს (1461-1482), მაგრამ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია, რადგანაც ევროპის ქვეყნებმა ოსმალეთთან მორიგება არჩიეს.წინამორბედი:
ვახტანგ IV საქართველოს მეფე
1446–1465 შემდეგი:
სამეფო დაიშალა
წინამორბედი:
სამეფო დაარსდა კახეთის მეფე
1465 –1476 შემდეგი:
ალექსანდრე I

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1192 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები