სამშაბათი, 07.05.2024, 13:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » ისლამური საქართველო.
10:29
ისლამური საქართველო.


ისლამური საქართველო.


ექვთიმე თაყაიშვილი

სამუსულმანო საქართველო შეადგენს თითქმის მთელი ბასეინი ჭოროხის მდინარისა, პატარა პროინციის გამოკლებით აჭარისტანისა ქალაქ ბატუმითურთ, ზემო წელი მდინარე მტკვრისა, ყოფილი არდაგანის "ოკრუგი" ყრსის ოლქისა, და ფოცხოვის "უჩასტოკი" მტკვირს შემდინარის ფოცხოვის წყლის ბასეინში, რომელიც წინეთ არდაგანისავე "ოკრუგ"-ში შედიოდა. უკანასკნელ მსოფლიო ომამდის ოსმალეთის ხელთ იყო მხოლოდ ზემო და შუა წელი ჭოროხის მდინარისა თორთუმის ხეობითურთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილი ბასეინისა, სახელდობრ, ჭოროხის მარჯვენა შემდინარის ოლთისის წყლის ბასეინი და ქვემო წელი ჭოროხისა ეკუთვნოდა რუსეთს, უკანასკნელი ადმინისტრატიულად წარმოადგენდა ბათუმის ოლქს, ხოლო პირველი, ოლთისის წყლის ბასეინ, ოლთისის "ოკრუგს" ყარსის ოლქისა. ძველად მთელი ჭოროხის ბასეინი შეადგენდა სამ დიდ პროვინციას - კლარჯეთს, ტაოს და ისპირს.

საზღვრები ამ პროვინციებისა ზოგჯერ იცვლებოდა. მაგრამ საზოგადოდ კლარჯეთი შეადგენდა, ფართო მნიშვნელობით, ამ სახელისა, ქვემო წელს ჭოროხის ბასეინისა და დაახლოებით უდრიდა ყოფილ ბათუმის ოლქს სოფელ მელომმდის. კლარჯეთში შედიოდა თვით კლარჯეთი, ვიწრო მნიშვნელობით ამ სახელისა, შავშეთი, იმერხევი, ნიგალისხევი და, უნდა ვიფიქროთ, აჭარაც. ნიგილისხევი განცალკევებული ხევი კი არ იყო, არამედ ეს სახელი ეწოდებოდა თვით ჭოროხის ბასეინის ნაწილს, თვით ჭოროხის ხეობას, რომელიც დაახლოებით უდრიდა ართვინის "ოკრუგის" ტერიტორიას და შეიცავდა ორივე ნაპირს ჭოროხის მდინარისა: ამასვე ამოწმებს ჩვენი სახელოვანი ბატონიშვილი ვახუშტი, რომელიც სწერს: . .

."ჭოროხის მდინარის აღმოსავლეთის კიდეზედ არს ართვანი, ქალაქი მცირე, მოსახლენი არიან ვაჭარნი, და ამ ართვანის სანახებითურთ, ვიდრე ერგეს სამზღვრამდე, ჭოროხის ხეობის იმერი და ამიერი იწოდება ლიგანის ხეობად". 1 იგივე იგულისხმება, როდესაც ვახუშტი ანჩის ეპისკოპოსის სამწყსოს განმარტავს: "იჯდა (ანჩას) ეპისკოპოზი მწყემსი ლიგანი ჴევისა გაღმა-გამოღმართის: გონიამდე, ფორჩხის ხეობისა და აჭარისა"2. სახელი ლიგანისხევი ოსმალებმა ლივანე-დ ანუ ლივანა-დ შეცვალეს. გ. ყაზბეგის ცნობით,ლივანი იწყებოდა მდინარე ჩაირსუ-დან, რომელიც ერთვის ჭოროხს ბორჩხასთან (ვახუშტის ფორჩხი)3. ინგლისის კონსულის ვ. ჯიფფორდ პალგრევის სიტყვით ლივანი ერთი საუკეთესო, მდიდარი და ნაყოფიერი პროვინცია იყო ტრაპიზონის ვილაეტისა, ჭოროხის ორივე ნაპირზე (უფრო მარცხენაზე) მდებარე, სიგრძით 80 მილი და სიგანით 35 მილი;პ მისი სავაჭრო და ადმინისტრატიული ცენტრი: იყო ლივანე ანუ ართვინი4. ერთი ვაჭრის ცნობით, რომელსაც დ. ბაქრაძე გადმოგვცემს, ლივანში პარხალიც შედიოდა5.

ლივანი ლიბანა-ს სახით ახლაც დაცულია. ეს არის ერთი სოფლის სახელი, ანუ უკეთ ვსთქვათ, სოფელი ჩიხორის უბნის (მეჰლე-ს) სახელი (მარრის დღიური, გვ. 79). კლარჯეთში შედიოდა კიდევ ეგრი, რომელსაც იხსენიებს უსახელო სომხური გეოგრაფია. ეს სახელი, ჩვენის აზრით, უდრის ახლანდელს სოფელს ერგი-ს ანუ ერგეს, ჭოროხის პირზე, ათი კილომეტრის სიშორით ზღვიდან. ამ ადგილას ჭოროხი გამოდის ვიწორ ხეობიდან, ქმნის ფართო კალაპოტს და მიმდინარეობს კახაბერის დაბლობში. აქ თავდებოდა ნიგალის ხევი და იწყებოდა ეგრი. რომელიც შეიცავდა, ალბათ, მთელს კახაბერის დაბლობს ზღვამდის. ცხადია, იმ დროს, როდესაც სომხური გეოგრაფია არის შედგენილი (ზოგის აზრით მეხუთე საუკუნეში, ზოგის მეშვიდე საუკუნეში), აქ მეგრელები ცხოვრობდენ და ეს მხარე საეგროს შეადგენდა, სამეგრელოს ნაწილი იყო.

"ქართლის ცხოვრება"-ც კლარჯეთის საზღვრებს უჩვენეს არსიანის ქედიდან ზღვამდე6. კლარჯეთი ახლა ცალკე სოფელსაც ჰქვია, არტანუჯის რაიონში, სოფელ ტანზოტის მახლობლად, ამ სოფლის დასავლეთით მშვენიერი ციხეც არსებობს ორი კოშკით და მახლობლად ეკლესიის ნანგრევებია დაცული (მარრის დღიური, გვ. 107). ისპირს შეადგენდა ზემო და შუა წელი ჭოროხისა. ხოლო ტაოს მთელი დანარჩენი ნაწილი, ესე იგი სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილი ბასეინისა, ყოფილა ოლთისის ოკრუგი, თორთუმი, იშხანი და სხვა: მაგრამ ვინაიდან ისპირი ხშირად ტაოში შედიოდა, მთელი ჭოროხის ბასეინი ჩვენს ისტორიაში ცნობილი იყო ტაო-კლარჯეთად.

მდინარე ჭოროხი

მდინარე ჭოროხი, რომელიც თავის შემადგენლობითურთ არის სიცოცხლის მიმცემი მთელი ტაო-კლარჯეთისა, იწყება სომხეთის მაღალ პლატოზე ანუ, უკეთ ვთქვათ, ამ პლატოს მთების კვანძში, ერზერუმისა და ბაიბურთის შუა, აქვე აქვთ სათავე მდინარეებს - ევფრატს და არეზსაც, მაგრამ ესენი სხვადასხვა მხრით მიემართებიან.

ევფრატი ეკუთვნის სპარსეთის ზღვის ყურეს, არეზი უერთდება მტკვარს მის ბოლოწელში და მტკვართან ერთად ეკუთვნის კასპიის ზღვის ბასეინს, ხოლო ჭოროხი შავი ზღვის ბასეინს. მიმდინარეობა ჭოროხისა ერთობ უსწორმასწოროა. თავიდან ის მიემართება დასავლეთისაკენ, მაგრამ ქალაქ ბაიბურთიდან ჯერ იწყებს დენას ჩრდილოეთით, შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთით; ოლთისის წყალის შერთვის შემდეგ მიიქცევს პირს ჩრდილოეთით; ხოლო აჭარისწყალის შერთვის შემდეგ მიემართება ჩრდილო-დასავლეთისაკენ, გამოდის კახაბერის დაბლობზე და შეერთვის შავზღვას რვა კილომეტრის სიშორით. ქალაქ ბათუმიდან.

შესართავთან ის ქმნის რამდენიმე ჭალაკს, დელტას. ჭოროხი მთის მდინარეა. განი მისი კალაპოტისა არსად არ აღემატება 200 საჟენს და საზოგადოდ შეიცავს ასიდან ორმოცდაათ საჟენამდე. ზოგჯერ ჭოროხი იკვლევს გზას სულ ვიწრო კლდის ნაპრალებში და მაშინ მისი განი სულ მცირეა. მაგალითად, ართვინის ხიდთან განი მდინარისა უდრის 12 საჟენს, სიღრმე წყლისა სხვადასხვაა, მაგრამ საზოგადოდ სამს მეტრს არ აღემატება.

ართვინიდან ჭოროხზე ნაოსნობა იწყება, მაგრამ ნავები ბრტყელძირიანებია, კაიუკები, და ბათუმამდის სულ 5-6 საათში ჩამოდიან, ხოლო უკანვე მათ ზემოთ ატანას რამდენიმე დღე უნდება და ისიც საჭეების საშვალებით. ჭოროხის შემდინარე წყლები ერთობ მრავალია. მარცხენა შემდინარენი იწყებიან პონტოს ქედიდან; ამათი სიგრძე არ აღემატება 30-40 კილომეტრს, კლდოვან ვიწრო კალაპოტებში მომდინარეობენ დიდის სისწრაფით, კიდეები ტყიანი აქვთ. ასეთებია: პარხალის-წყალი და მისი შემდინარენი - არმენხევი და კობაკი, შემდეგ ბეღლევანი, იჩხალა, მურღული და ხატილა.

უკანასკნელი ოთხი ბათუმის ოლქს ეკუთვნოდა წინათ. მარჯვენა შემდინარენი ჭოროხისა ბევრად უფრო გრძელნი და დიდრონი არიან: მათ შორის აღსანიშნავია აჭარის-წყალი, 70 ვერსი სიგრძით, ერთვის ჭოროხს 15 ვერსის სიშორით მისი ზღვაში შესართავიდან. აჭარის-წყლის აუზი შესდგება თვით თავი აჭარის ხევიდან და შვიდი გვერდის ხეობითგან.

სემდეგი შემდინარე არის მაჭახელის-წყალი, 35 ვერსი სიგრძით, ერთვის ჭოროხს ოთხი ვერსის ზემო აჭარის-წყლის შესართავიდან. ეს ჰქმნის მკაცრ ხეობას (ამ ხეობას წინეთ მიჭიხიანი ეწოდებოდა); განთქმული იყო საუცხოო იარაღების (თოფების, დამბაჩების) კეთებით (აქაურ თოფს გურიაში მაჭახელა ერქვა).

შემდეგი დიდი შემდინარე არის იმერხევი, 70 ვერსი სიგრძით; ამის ზემოწელი ცნობილია შავშვეთის წყლად, რომელიც ძველად იმერხეის სახელსაც ჰფარავდა. იგი ერთვის ჭოროხს ათი ვერსის ზემოთ ართვინისა.

იმერხევს მარჯვნივ ერთვიან ბაძგირეთი, ჩიხორი, ახალთა და ბერთა, რომელნიც კარჩხალის ქედიდან გამოდიან და სიგრძით თვითეული არ აღემატება 20 ვერსს. მარცხენა შემდინარეთა შორის იმერხევისა აღსანიშნავია სათლელის წყალი, 35 ვერსის სიგრძით, ერთვის იმერხევს სოფელ დოლისყანის ზემოთ. მარცხნივ არტანუჯის წყალს ერთთვის ქალაქ არტანუჯთან ტანზოთი. საზოგადოდ იმერხევის დიდი აუზი შეადგენს დიდს რაიონს შავშეთ-იმერთხევისა, რომელიც შემოზღუდულია ქედებით - არსიანის, კარჩხალისა და იალნუსჩალისა და იყოფა ორ ნაწილად, მთიანისა და უფრო სწორისა; პირველს შეადგენს ზემოწელი იმერხევისა, მეორეს ქვემო ნაწილი.

ყველაზე უფრო დიდი შემდინარე ჭოროხისა მარჯვნით არის ოლთისის წყალი, 145 ვერსი სიგრძით; გამოდის სევრიდაგის მთიდან და თავისი მრავალრიცხოვანი შემდინარეებით ჰქმნის დიდს ბასეინს. მარჯვნივ მას ერთვის ბანას წყალი, 52 ვერსი სიგრძით. ბანას წყლის შემდინარედ ითვლება ბარდუსის წყალი, 66 ვერსი სიგრძით. შემდეგ ოლთის წყალს ერთვის ყანლის წყალი, 48 ვერსი სიგრძით, და სალჩურის წყალი, 28 ვერსი სიგრძით. მარცხენა შემდინარეთა შორის საყურადღებოა სევრის წყალი და თორთუმის წყალი.

თორთუმის წყალი ჰქმნის თორთუმის ტბას, რომლიდანაც გადმოჰქუხს ლამაზის წყალვარდნით; შუა ნაწილი ოლთისის წყლის აუზისა, ასი ვერსის სიგრძით, მსოფლიო ომამდის ეკუთვნოდა რუსეთს და შეადგენდა ოლთისის ოკრუგს ყარსისი ოლქისა.

თვისებანი ჭოროხის ბასეინისა

ჭოროხის ბასეინი წარმოადგენს განსაკუთრებით სასტიკ მთიანეთის მხარეს; ის შემოზღუდულია თითქმის ყოველი მხრიდან წყალგამყოფი მაღალი ქედებით და მხოლოდ პატარა ნაწილი ეკვრის შავ ზღვას ციხისძირიდან კომპუშის კონცხამდე.

აღმოსავლეთის მხრიდან მას საზღვრავს მაღალი ქედები არსიანისა და სოღანლუღისა, რომელნიც ამ მხარეს გამოყოფენ კასპიის ზღვის ბასეინიდან. სამხრეთით მთელი რიგი მაღალი ქედებისა სხვადასხვა სახელით მიიმართებიან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, არზრუმის და ბაიბურთის მიმართულებით, და გამოჰყოფენ ჭოროხის ბასეინს არეზის ბასეინიდან, დასავლეთით მას ზღუდავს ბაიბურთის ანუნისპირის მთები, რომელნიც ბოლოს ქმნიან ცნობილს ზეკარს, გურჯი-ბოღაზად, ესე იგი საქართველოს კარგად წოდებულს, ჩრდილოეთის მხრით ამართულია მაღალი პონტოს ქედი, სიგრძით 675 ვერსამდის, რომელიც ყოფს ჭოროხის ბასეინს შავი ზღვისაგან.

ეს ქედი იწყება მდინარე იეშილ-ირმაკის ქვემოწელიდან (ძველი ირისი), მახლობლად სამსუნისა და ნიკსერისა. თავსი ის ჰყოფს შავ ზღვას იეშილ-იერმაკის და კაზილ-ირმაკის (ძველი ჰალისი) შემდინარეებისაგან და შემდეგ ჭოროხისაგან. პონტოს ქედის გაგრძელებად უნდა ჩაითვალოს კარჩხალის ქედი, რომელიც გამოყოფილია პონტოს ქედიდან ვიწრო ჭოროხის ნაპრალით.

კარჩხალის ქედიც მიიმართება სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთად, 40 ვერსის მანძილზე და უერთდება შავშვეთის ქედს. ამიტომ ზოგიერთები კარჩხალის ქედს გულისხმობენ, როგორც გაგრძელებას შავშვეთის ქედისა.

ამას გარდა, ჩრდილოეთის საზღვარს ჭოროხის ბასეინისა შეადგენს კიდევ აჭარის ქედი, რომელიც თავდება ციხისძირთან. ციხისძირიდან პონტოს ქედის შტოის კომპუშის კონცხამდე, საიდანაც მსოფლიო ომის წინათ იწყებოდა რუს-ოსმალთა საზღვარი, ჭოროხის ბასეინი ეკვრის შავ ზღვას 40 ვერსის მანძილზე. ყველა ჩამოთვლილი წყალ-გამყოფი ქედები გამოყოფს აუარებელ მკლავებს და ქედ-ქედებს, ზოგჯერ ფრიად დიდებს, რომელნიც ეხლებიან ერთიმეორეს, იკვანძებიან ერთიმეორეში და ჰქმნიან დიდ-რიცხოვან ღრმა ხევსებს, ღელეებს. ხრამებს და ნაპრალებს.

სწორი ადგილი ცოტაა, საძოვრები უამრავი, ზოგ ადგილას სჭარბობს ტყეები: მაგალითად, ყოფილ ბათუმის ოლქში ორი მესამედი სივრცისა უჭირავს ტყეს. ჰავა სხვადასხვაა და დამოკიდებულია ადგილის სიმაღლეზე. ღრმა ხევებში, რომელნიც სულ მოცულია ბაღებით, ისე თბილა, რომ ზოგჯერ თოვლი სულ არ არის, მაგრამ მთებზე საკმაოდ დიდხანს სძლებს და ადრეც მოდის. 7

მოკლე ისტორია ჭოროხის ბასეინისა

ისტორია ჭოროხის ასეინისა ერთობ რთულია. აქ ხვდებოდნენ ერთმენათს სხვადასვა ხალხები: ქართველები, სომხები, ბიზანტიელები, სპარსელები, არაბები, თათრები-სელჯუკები, თარები-ოსმარები და სხვა. იცვლებოდა უფლება ერთი ხალხისა მეორეზე, იცვლებოდა სარწმუნოება, ენა და განათლება.

სპარსელებს, არაბებს და სელჯუკიანთ არავითარი თვალსაჩინო კვალი არ დაუტოვებიათ ამ მხარეში. დიდია გავლენა ბერძნებისა.

ესე იგი ბიზანტიისა, და კიდევ უფრო მეტი სომხებისა. თავდაპირველი მკვიდრნი ჭოროხის ბასეინის, ნ. მარრის ტერმინოლოგიით, იყო თუბალ-კაინის მოდგმისა, ესე იგი შესდგებოდა ჭან-ლაზ-მეგრელთა ხალხებისაგან8 მაგრამ ესენი იყვნენ მარტო ერთი ნაწილის კლარჯეთ-ისპირის - მცხოვრებნი, ხოლო ტაო-თორთუმი მეორე ქართველთა ტომით, მესხებით იყო დასახლებული.

ქსენოფონტე, რომმაც ბერძენთა 10.000 მხედრით IV საუკუნეში ქრისტეს წინ ამ მხარეში გამოიარა, მცხოვრებთ ტაოხებს (ტაოხოი) უწოდებს, ესე იგი ტაოს მცხოვრებთ. ჭან-ლაზტა ტომს ეჭირა ზემო და შუაწელი ჭოროხისა და ორივე მხარე პონტოს ქედისა, შავი ზღვიდან ჭოროხის მდინარემდე; შემდეგ მათი მოსახლეობა გავრცელებული იყო ისპირიდან ტრაპიზონამდე და მის არემარემდე, და ეს დასავლეთის ადგილი იწოდებოდა ქალდეად და მცხოვრებნი ქალდელებად ანუ ხალიბებად; ზოგჯერ ეს მხარე ცნობილი იყო ჭანეთად (ბერძნულად ცანიკად) და მცხოვრებნი ჭანებად (ბერძნულად ცანებად). ხოლო ჭოროხის ქვემო-წყლის მოსახლეობას შეადგენდა ლაზ-მეგრელთა ტომი.

ამგვარად, ძველად მთელი ჭოროხის ბასეინი დასახლებული იყო ქართველთა ტომებით, მაგრმ შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. მეორე საუკუნის დასაწყისში ქრისტეს წინ, ანტიოხ დიდის დამარცხების შემდეგ, მისმა სარდლებმა არტაქსიმ და ზრიადრმა, სტრაბონის ცნობით, სომხეთი დაიპყრეს, და ამათ გააფართოვეს სომხეთის საზღვრები მეზობელი ერების, ხალიბების, მოსსინკების და სხვების მიწების შემოერთებით; შემდეგ ტაოც შევიდა სომეხთა ამ სამფლობელოში, ტაიკის სახელით. აქედან იწყება სომხური ენის გაძლიერება ამ ადგილებში. ქალდეაში, პლინიუს სეკუნდუსის თქით, ჩნდება შერეული ტომის სომეხთ-ქალიბებისა (გენს არმენო-ხალიბეს).

ასეთი შერეული მოსახლეობა სომხებ-მესხებისა უნდა ვიგულისხმოთ შემდეგ დროში ტაოშიც. რაც შეეხება კლარჯეთს, ის ზოგჯერ გადადიოდ სომხების ხელში, მაგრამ არა ხანგრძლივად; ქართველები მას იბრუნებდენ უკან. ჩვენ გვაქვს ცნობა: მეფე მირდატმა, ბაკურის ძემან, მეოთხე საუკუნეში აღაშენა ეკელესია თუხარიის ციხეში, "რამეთუ ჴესა კლარჯეთისასა", უმატებს ქართლის ცხოვრება, "არა იყო ეკლესია".

მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა აღაშენა ციხე არტანუჯში. თვით უსახელო სომხური გეოგრაფია, რომელსაც ზოგნი მიაწერენ მეხუთე საუკუნეს, ზოგნი მეშვიდეს, მოგვითხრობს, რომ კლარჯეთი, შავშეთი, ნიგალი (ნიგალის-ხევი), ეგერი (ეგრი) და აჭარა ქართველების პროვინციებს შეადგენდაო9. მაგრამ ძველი სომეხთა მოსახლეობის გავლენა კლარჯეთშიაც ცხადად მოჩანს მრავალს გეოგრაფიულს სახელებში.

საერთოდ, არაბების შემოსევამდის, უმეტესი ნაწილი ჭოროხის ბასეინისა სომხეთის მხარეს შეადგენდა. აქ იყო გავრცელებული სომხური ქრისტიანული კულტურა. ხოლო არაბების შემოსევამ უცვალა ფერი ამ მხრეს; მეტადრე მურვანყრუს გალაშქრებამ 730 თუ 731 წელს ძირიანად მოსპო ყველაფერი: სოფლები განადგურდა, ეკლესიები, მონასტრები და ციხეები ნანგრევებად იქცა. ამას დაერთო კიდევ ხოლერა, რომელმაც ბოლო მოუღო ისედაც განადგურებულ მოსახლეობას. ხალხი ამოწყდა; რაც დარჩა ტყეში გაიხიზნა. ამ მდგომარეობაში იყო ქვეყანა, როდესაც აქ მოვიდა თავის სეფეწულით და დიდის ამალით, არაბების მერ დევნილი, ქართლის ერისთავი აშოტ დიდი და აქ კლარჯეთში დაემკვიდრა.

ეს იყო ქართველთა პირველი ბაგრატიონი. აშოტის მამა, ადარნასე, როგორც საფიქრებელია, იძულებით გადმოხვეწილი თავის საპატრონო ტაო-კლარჯეთიდან, არჩილ მეფის დროს მოვიდა საქართველოში და გახდა მისი ქვეშევრდომი, მისი ვასალი, მიიღო სამფლობელოდ არტანი და შულავერი; მისი ასული ლატავრა შეირთო ცოლად არჩილის შვილმა ჯუანშერმა, შვილი მისი აშოტი გახდა ქართლის ერისთავი.

ადრანასემ, როგორც ეტყობა საქართველოში მოიცა ძალა და ჯუანშერისავე სიცოცხლეში დაიბრუნა თავისი კუთვნილება ტაო-კლარჯეთში, ანუ, როგორც ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, "იცვალა ნასამალი კლარჯეთისა, შავშეთისა და აჭარისა, ნიგალისა, ასისფორისა, არტანისა და ქვემოსა ტაოსა და აწ ციხეთაგან, რომელი ჰქონდა შვილის-შვილთა ვახტანგ მეფისათა, და შემდგომად მისი წარვიდა ადარნასე კლარჯეთად და მუნ მოკუდა."

10 მაშასადამე, აშოტი დაემკვიდრა თავისი მამის მამულში, ტაო-კლარჯეთში, მოშორებით თბილისის არაბთა საემიროსგან. ამ ქვეყნის გადარჩენილმა ხალხმა ის მიიღო აღტაცებით და აღუთქვა სამსახური. აშოტმა გამოიჩინა დიდი ენერგია და უნარი თავის სამფლობელოს მოწყობისა. განაახლა არტანუჯის ციხე, რომელიც აშენებული იყო ვახტანგ გორგასლის მიერ, აღმართა შიგ ეკლესია პეტრესი და პავლესი და გააშენა ქალაქი ციხის ქვემოთ; აღადგინა გავერანებული სოფლები, შეიძინა და გააშენა ახლები.

არტანუჯი გახდა რეზიდენციად პირველი ბაგრატიონისა. მაგრამ მთავარი კიდევ ის იყო, რომ მან დაიჭირა მჭიდრო კავშირი ბიზანტიასტან, მიიღო ხარისხი კურაპალატისა და ამ სახით გახელმწიფდა ტაო-კლარჯეთში (780-829). აქედან იწყება გაქართველება წინეთ გასომხებული ქართველობისა. ეს პროცესი ისეთი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა წინ, რომ უკვე მეცხრე საუკუნის ბოლოს ეს ქვეყანა ენითაც და განათლებითაც სულ ქართული იყო, და ის გახდა სავანედ ქართული კულტურისა. ამას ხელი შეუწყო პირველად იმ გარემოებამ, რომ მოსახლეობა აქ შერეული იყო, ქართულ-სომხური, და ქართელობა აქ არასოდეს არ აღმოფხვრილა, მეტადრე კლარჯეთში, მეორედ, ამას ხელი შეუწყო სარწმუნოებამ.

დიდძალი სომხობა ამ ქვეყნისა მართლმადიდებელი, ხალკიდონიტი, დარჩა, და გრიგორიანობა არ მიიღო, ჭიდრო მეგობრული კავშირი ჰქოდნა ყოველ საქმეში ქართველობასთან და წირვა-ლოცვა მათი ქართულს ენაზე წარმოებდა, როგორც ბოლო დროს ჩვენში კათოლიკე ქართველებს თავისთავი ფრანგებად მიაჩნდათ, ისე მართლმადიედებელი სომხები ქართველობდენ.

სარწმუნოებას ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა დენაციონალიზაციის პროცესში; მესამედ, და ეს მთავარია, ამ პროცესს, უმეტესად ყოვლისა, ხელი შეუწყო ქართულმა საერო და სამონასტრო კოლონიზაციამ, რომელიც იმთავითვე ტალღასავით მოედვა მთელ ტაოკლარჯეთს.

ქართლიდან დევნილნი და არაბთაგან შევიწროვებული მოსახლეობა მიილტვოდა ტაო-კლარჯეთში, სადაც სიმშვიდე იყო. აქ მათ ბაგრაგიონთა მფარველობის ქვეშ თავისუფლად შეეძლოთ გაეშალათ თავისი მოქმედება სამეურნეო და სავაჭრო დარგში.

ქართლიდანვე დაიძრა სამონასტრო კოლონიზაციაც. ამის მოტავე იყო განთქმული და დაუღალავი ბერი გრიგოლ ხანძთელი (759-861), რომელიც მოვიდა ქართლიდან კლარჯეთში აშოტ დიდის დროს. გრიგოლს კლარჯეთში დახვდა მარტო ერთი ქართული მონასტერი ოპიზი, ხოლო ბოლო დროს ის გახდა არქიმანდრიტი კლარჯეთის თორმეტი მონასტრისა, რომელთა შორის ხუთი მის მიერვე იყო აშენებული, სხვები მისი მოწაფეების მიერ.

ცხოვრება ამ შესანიშნავი მოღვაწისა ეკუთვნის დიდათ ნიჭიერ მწერალს გიორგი მერჩულეს და წარმოადგენს შედევრს არა მარტო ქართველ მამათა ცხოვრებისა, არამედ საზოგადოდ მთელი ქრისტიანული აგიოგრაფიისა.11 გიორგი მერჩულეს თხზულება გვიხატავს იმ დროის ცხოვრების სურათს არა მარტო სასულიერო, საეკლესიო ცხოვრებისა, არამედ საეროსაც. აშოტ დიდის და მისი მრავალრიცხოვანი შთამომავლების დროს ტაო-კლარჯეთი აღივსო ეკლესია-მონასტრებით, რომელნიც იმავე დროს შეადგენდნენ კერას ქართული განათლებისა.

ყოველ მონასტერში იყო სკოლა, სემინარია, სადაც ასწვლიდნენ წერა-კითხვას, საღმთო სჯულს, ფილოსოფიას, ბერძნულს და სხვა ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას, ოქრომჭედლობას და სხვა. აქედან გამომდიოდენ მღვდელ-მოძღვარნი, მთარგმნელები და გადამწერნი წიგნებისა, მინიატურისტები და ოქრომჭედელნი. ზოგიერთი მონასტრის ნანგრევებთან დღემდის საკმაოდ კარგად დაცულია ასეთი სემენარიები ფრიად დიდრონი შენობანი. რომელნიც "საოსტიგნედ" ანუ სასადილო შენობებად აღია აღაირებულნი, მაგრამ ეჭვ გარეშე, უფრო სემენარიების შენობებს წარმოადგენენ, ვიდრე სასადილოებს. ყოველ შემთხვევაში ორივე მიზნისთვის უნდა ყოფილიყვნენ განკუთვნილნი.

ამ შენობათა გეგმა სამნავიანი ბაზილიკაა, თავისი სვეტებით და ღია კამარებით, მაგრამ ამთ ახლავთ კიდევ, ერთი მხრივ, დიდი ზალა, დარბაზი, ტრომპებიანი გუმბათით, გვირგვინით, რომლის ქვეშ წარმოებდა გადაწერა ხელნაწერებისა, ხოლო თვით დარბაზი შეიცავდა ბიბლიოთეკას (იხ. გეგმა და სურათები ასეთი შენობისა ოშკის მონასტერთან).

თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტაო-კლარჯეთს ქართული კულტურისათვის, საკმარისია აღვნიშნოთ, უძველესი ტყავის ხელნაწერები, რომელთაც ჩვენამდე მოუღწევიათ და რომელნიც გადაწერილი არიან საქართველოს ყოფილ საზღვრებში და არა უცხოეთში (სინას მთაზე, პალესტინაში, ათონზე და სხვა), ყველა ეკუთვნის ტაო-კლარჯეთის მონასტრებს. პირველი პერიოდიდან ქართული მწიგნობრობისა, ესეიგი მცხეთა-თბილისი პერიოდიდან, რომელიც გაგრძელდა ქრისტიანობის მიღებიდან. მეოთხე საუკუნის ნახევარში, არაბების დამკვიდრებამდე საქართველოში, მეშვიდე საუკუნის ნახევარში, ჩვენამდე ერთ ხელნაწერს ტყავის წიგნს არ მოუღწევია, თუმცა საფიქრებელია, ის პალიმსპსესტის ხანმეტნი ტექსტები, რომელნიც ამ ბოლო დროს გამოქვეყნდა, უნდა ეკუთვნოდენ ამ პირველ პერიოდს, მაგრამ ესენი ფრაგმენტებს წარმოადგენენ და არსად დაცული არ არის არც დრო და არც ადგილი გადაწერისა, უძველესი ქართული მწერლობის ძეგლები ტაო-კლარჯეთმა შეგვინახა.

ამრიგად, მეორე პერიოდში ქართული ისტორიისა, რომელიც გრძელდებოდა მერვე საუკუნის ნახევრიდან მეათე საუკუნის დასასრულამდე. ტაო-კლარჯეთი ხდება სავანედ ქართული კულტურისა, ქართული განათლებისა. ამ პერიოდში საქართველო დაკავშირებულია პოლიტიკურად და კულტურულად ბიზანტიასთან. აქედან იწყება ინტენსიური ელინოფილური პერიოდი. ბაგრატიონთა სახლის წევრები იღებენ ბიზანტიურ საკარისკაცო ხარისხებს, მაგისტრისას, პატრიკისა, კუროპალატისა.

ეს ხარისხი შთამომავლობით გადადიოდა უფრო ბაგრატიონთა სახლის წევრებზე, ხოლო როდესაც მეფობა განმტკიცდა და საქართველო გაერთიანდა, მეფენი იღებენ უფრო უმაღლესს და უწარჩინებულსს ხარისხებს, ნობილლისმოსსისა, სევასტოსისა და ბოლოს კესსაროსისაც. დიდათ ვრცელდება ვაჭრობა. არტანუჯი გადაიქცა ცენტრად აღებმიცემობისა ბიზანტიასა და აღმოსავლეთს შორის და ეს დამოწმებულია იმპერატორის კონსტანტინე პორფიროგენტის მიერ მის წიგნში De administrando imperio.

მთელი ქვეყანა მოცულია კარგად გაკეთებულის გზებით; მოსარწყავი სისტემა არხებისა უაღრესად განვითარებულია. ფერდობები და ხევები მთებისა საუცხოოდ დამუშავებულია და წარმოადგენენ წალკოტებს. მატერიალურ კეთილდღეობას და სიმდიდრეს ამ ქვეყნისა, სხვათა შორის, ამტკიცებს უამრავი სახუროთმოძღვრო ძეგლები, რომლებითაც მოცულია მთელი ეს მხარე და რომელთა ნანგრევებსაც განცვიფრებაში მოჰყავთ მნახველნი თავისი კოლოსალური სიდიდითა და სილამაზით. ბოლოს თავი მნიშვნელობა ტაო-კლარჯეთისა არის ის ფაქტი, რომ აქედან დაიწყო და გაერთიანდა მთელი საქართველო ბაგრატიონთა დინასტიის მეთაურობით. ეს იყო ხანგრძლივი პროცესსი. საქმე ის არის, რომ არაბთა საემიროს დამკვიდრების გამო თბილისში, ქართლის ცენტრში, ტაო-კლარჯეთი არ იყო მარტო ერთი განცალკევებული სამფლობელო, რომელიც შორეულ საქართველოს საზღვარზე დაარსდა.

ამავე დროს გაჩნდა საქართველოს აღმოსავლეთის მიჯნაზე კახეთის სამფლობელო, რომლის პატრონნი ქორიკოზებად არიან წოდებულნი. პირველი ცნობილი ქორიკოზი იყო გრიგოლი (+ 827). ბოლო ხანს კახეთის მოსაზღვრედ, ერეთში (ძველი ალბანია) დაარსდა კიდევ ერეთის სამფლობელო.

ამათზე უფრო ადრე დასავლეთ საქართველოში გაჩნდა აბხაზეთის სახელმწიფო. ამის დამაარსებელი იყო ლეონ ერისთავი, რომელიც წინეთ ბიზანტიის ერისთავად ითვლებოდა აბხაზეთში, მაგრამ როცა ბიზანტია დასუსტდა ხატთა ბროძლის გამო, იმარჯვა დრო და ხაზართა დახმარებით თავისი თავი გამოაცხადა დამოუკიდებლად და გახდა მეფე აბხაზთა (746-791). ამან დაიპყრო ეგრისი და მთელი დასავლეთ საქართველო ლიხის მთებამდე; მათი სატახტო ქალაქი იყო ქუთაისი. მაშინ ქუთათისად წოდებული. პირველად დასავლეთ საქართველოში უფლება ეჭირათ კოლხებს, მეგრელებს, და სახელმწიფო კოლხეთად ანუ კოლხიდათ იყო ცნობილი.

შემდეგ ძალაუფლება გადავიდა ლაზების ხელში და ამ მხარეს ლაზიკა დაერქვა; ხოლო ბოლოს აბხზთა ერ იმოექცა სათავეში და დაარსდა აბხაზთა სახელმწიფო. საქართველოს სამხრეთით, სომხეთში, გაჩნდა რამდენიმე სამთავრო, ხოლო მეცხრე საუკუნეში ერთი მთავარი, არარატის პროვინციის მფლობელი, ბაგრატიდი აშოტ I (885-890), ბაღდადის ხალიფის და ბიზანტიის იმპერატორის თანხმობით, გახდა მეფე სომეხთა.

თბილისში ამ დროს იჯდა არაბთა ემირი, მაგრამ თბილისის ემირებიც მოწადინენი იყვნენ თავი გაენთავისუფლებინათ ბაღდადის ხალიფისაგან და დაეარსებინათ დამოუკიდებელი საეიმრო.

ეს მათ კიდეც განახორციელეს, როდესაც შესუსტდა ძალა ბაღდადის ხალიფატისა. საქართველოს ყველა ამ განაპირა ადგილებში დაარსებული სახელმწიფოების და სამთავროების მფლობელნი ცდილობდნენ გაეფართოებინათ თავიანთი სამფლობელო და შემოეკრიბათ თავისი ბატონობის ქვეშ საქართველოს ყველა ნაწილი. დაიწყო ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, რომელიც გაგრძელდა ორი საუკუნე.

აქ უნდა გადაწყვეტილიყო საკითხი, რომელ მთავარს, რომელ დინასტიას უნდა შემოეკრიბა საქართველოს ყველა ნაწილი და გამხდარიყო თვითმპყრობელი მთელი საქართველოსი. იყო დრო, როდესაც ძალით ჭარბობდა კახეთის ქორიკოზი; შემდეგ დიდი ძალაუფლება მოიცვეს აბხაზტა მეფეებმა; ამათ გადალახეს ლიხის მთა და დაიჭირეს აღმოსავლეთი საქართველოს მრავალი ადგილი.

აქ მათ ჰყავდათ თავიანთი ერისთავები. თუ სადამდის მიდიოდა მათი ძალაუფლება, იქიდან სჩანს, რომ კონსტანტიენ აბხაზთა მეფის ლეონ მეორის მეფობისა, ესე იგი 960 წ. ლეონი 957-967 წლებში მეფობდა. ეს ლეონი თავისი მამისგიორგი მეორის სიცოცხლეში (912-957) ერისთავად იყო ქართლისა, ხოლო მამის სიკვდილის შემდეგ გახდა აბხაზთა მეფედმ და 964 წელს ახალქალაქის მახლობლად აღიშენა განთქმული კუმურდოს ეკლესია 12.

მაგრამ ვერც კახეთის მფლობელებმა და ვერც აბხაზეთის მეფეებმა ვერ შესძლეს საქართველოს გაერთიანება. ეს ბედი ერგოთ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებს. ამის მიზეზი იყო, ერთის მხრივ, მათი უნარი, ენერგია და შორსმხედველობა; მეორეს მხრივ, და ეს თავი და თავია, უაღრესი კულტურა, რომელსაც მიაღწია ტაო-კლარჯეთმა მეცხრე და მეათე საუკუნეში. ტაო-კლარჯეთი იყო მემკვიდრე და გამაგრძელებელი მცხეთა-თბილისის კულტურისა. აბხაზებს, შორეულს მონათესავეებს ქართველებისა ენით, მწერლობა არა ჰქონიათ თავის ენაზე; მათი სახელმწიფო და საეკლესიო ენა ქართული იყო და საზოგადოთ ღრმად განიცადეს ქართული კულტურის გავლენა. აბხაზეთი, როგორც კახეთი, ქართველტა ტომების სახელმწიფო იყო.

აბხაზთა სახელმწიფოში, როგორც მოვიხსენიეთ, შედიოდნენ ახლანდელი მეგრელები, სვანები, იმერლები და დიდძალი ქართლელები, ასე რომ, მცხოვრებთა უმეტესობა არა-აბხაზები იყო. აბხაზებს მხოლოდ სახელმწიფო ძალაუფლება ჰოქნდათ ხელში; მათი დინასტია ედგა სათავეში რამდენიმე ქართველთა ტომს, ისე როგორც წინა დროში ასეთი უფლება ეკუთვნოდათ ჯერ კოლხებს (მეგრელებს) და შემდეგ ლაზებს.

ამიტომ ამ ხალხების გაერთიანება მთავარ ქართვგელ ტომებთან, ქართლელებთან და მესხებთან, რომელთაც დიდათ განვითარებული კულტურა და ლიტერატურა ჰქონდათ, სრულიად ბუნებრივი იყო. ასეც მოხდა.

ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა უფლებების ქვეშ ჯერ გაერთიანდა აბხაზეთი, ქართლი და ტაო-კლარჯეთი ბაგრატ III დროს (978-1014). და ქუთაისი გახდა სატახტო ქალაქად ამ გაერთიანებული სახელმწიფოსი. შემდეგ ამ დინასტიამ შემოიერთა კახეთი და ჰერეთი, და ბოლოს, დავით აღმაშენებლის დროს, 1122 წელს თბილისიც. მოისპო თბილისის არაბთა საემირო და თბილისი კვლავ გახდა საქართველოს სატახტო ქალაქად. აქედან იწყება ოქროს ხანა გაერთიანებული საქართველოსი.

ამ დროს საქართველომ გამოგლიჯა მაჰმადიანებს სომხეთის სამთავროები სამხრეთით, გააფართოვა თავისი მფლობელობა აღმოსავლეთი; შირვან

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1254 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები