02:16 რიხარდ ვაგნერი. | |
ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი (გერმ. Wilhelm Richard Wagner, ხშირად პირველი სახელის გარეშე - უბრალოდ რიხარდ ვაგნერი; 1813 წლის 22 მაისი 1813, ლაიპციგი — 1883 წლის 13 თებერვალი, ვენეცია) — გერმანელი საოპერო კომპოზიტორი, დირიჟორი დრამატურგი (საკუთარი ოპერების ლიბრეტოს ავტორი), ფილოსოფოსი, რევოლუციონერი. საუკუნეთა გასაყარზე ევროპულ კულტურაზე უდიდესი გავლენა, განსაკუთრებით კი მოდერნიზმზე. მეორეს მხრივ მისმა მისტიციზმმა და იდეოლოგიურმაა ანტისემიტიზმმა დადი გავლენა მოახდინა XX საუკუნის გერმანულ ნაციონალიზმზე და მათ შორის ნაციონალ-სოციალიზმზე. ბავშვობა.
რიხარდ ვაგნერი - ფრანც ფონ ლეიბახი. სიცოცხლე და კარიერა. 15 წლის ასაკში ვებერისა და ბეთჰოვენის მუსიკის შთაბეჭდილებით დაწერა ტრაგედია "ლეიბალდი და ადელაიდა”. თებარვალში 1831 წელს მოხვდა ლაიპციგის უნივერსიტეტში, მუსიკალურის განხრით. ამ წელს მან შეასრულა უვერტიურა სი-ბემოლ მაჟორი. შემდეგ მან უნივერსიტეტი დატოვა. მეცადინეობდა გითეოდორ ვაინლიგთან. ვაგნერმა სიჭაბუკის წლებში ბევრი ისეთი რამ აითვისა, რაც შემდგომ ძალიან გამოადგა. პრაღაში მან დაამთავრა სიმფონია დო მაჟორი და კონსერვატორიაში ორკესტრთან ერთად გადიოდა რეპეტიციებს. 1833 წლის 10 იანვარს შედგა მისი პუბლიკური გამოსვლა ლაიპციგის კონსერვატორიის დიდ დარბაზ ჰევანჰაუზში. 1834 წელს რიხარდმა დაიკავა დირიჟორის ადგილი მაგდერბურგის თეატრში, მის ცხოვრებაში მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი, მან გაიცნო მსახიობი მინა პლანერი. ორი წლის შემდეგ ისინი შეუღლდნენ. ვაგნერმა მაგდერბურგის თეატრში წარმატებას ვერ მიაღწია და წამოვიდა თეატრიდან. 1835 წელს იგი მიიწვიეს გაზეთში "ელეგანტური შუქი”, სადაც მან დაწერა სტატია "გერმანული ოპერა”. მინა პლანერი (1835).
ყველაფერი ფასეული ლომბარდში მიზიდა და გაყიდა. ხშირად ქალაქში, სიცივეში, ნისლში დადიოდა კრედიტორებთან, რათა ვალების გადავადებისათვის მიეღწია. ერთხელ ამგვარი "ლაშქრობიდან” დაბრუნებულმა რიხარდმა შინ მინას მტირალს მიუსწრო, მან 5 ფრანკიც კი ვერ იშოვა სადილისთვის, შინ კი ერთი ნაჭერი პურიც არ ჰქონდათ. ვაგნერი ცდილობდა სიმამაცეს არ დაეკარგა, მეგობრები გაოცებულნი იყვნენ მისი სიმხნევით და იუმორით. მაგრამ, როდესაც მინა ავად გახდა, მას წამლის ფულიც კი არ ჰქონდა. მაშინ კი ვაგნერი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო: «მიშველე ღმერთო, აღარ შემიძლია საკუთარ თავს ვუშველო, გამოვიყენე ყველა საშუალება... დავწყევლე საკუთარი სიცოცხლე, სხვა რაღა გავაკეთო?» "რიენცის” ხმაურიანი წარმატება თვით ვაგნერისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მან ადგილი მიიღო გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო თეატრში დრეზდენში და ძირითადი ყურადღება შემოქმედებაზე გადაიტანა. ოპერა ”რიენცის” დადგმის შემდეგ მან "მფრინავი ჰოლანდიელი” შექმნა, ხოლო შემდეგ კი "ტანჰოიზერი” და "ლოენგრინი”. 1845 წელს დრეზდენის ოპერაში დაიდგა მისი ოპერა "ტანჰოიზერი” 1848 წლის მარტში კი გერმანიაში რევოლუცია დაიწყო. იგი აჯანყებას მიესალმა, მაგრამ მეამბოხეები სულ მალე დამარცხდნენ. 1849 წლის მაისში რეპეტიციის დროს ვაგნერმა გაიგო, რომ მასზე უკვე ძებნა იყო გამოცხადებული, რადგან რიხარდი იმ დროინდელ რევულუციაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. შესაბამისად იგი სახლში ვეღარ დაბრუნდა. მან დატოვა ცოლი, ყველაფერი და გადაიმალა. იგი 10 წლის განმავლობაში იყო ძებნაში. ამ პერიოდში იგი გაიქცა ციურიხში, სადაც გაიცნო მშვენიერი ინგლისელი ქალბატონი ჯესი ლოსოტი. ამ გათხოვილმა ქალბატონმა რიხარდი დაასახლა ციურიხის სანაპიროზე პატარა სახლში. ჯესიმ კომპიზიტორის გული თავისი სილამაზითა და აზროვნებით დაიპყრო და გადაწყვიტეს გაპარულიყვნენ ერთად საბერძნეთში. ამის შესახებ ჯესის ქმარმარმა შეიტყო და ვაგნერს მოკვლითაც კი დაემუქრა. მისტერ ლოსოტმა ცოლი წაიყვანა, ვაგნერი კი შეეცადა დადევნებოდა. ჯესის ქმარმა პოლიციას მიმართა. კომპოზიტორმა უკან დაიხია, მაგრამ ცხოვრებით ტკბობას მაინც განაგრძობდა. ამ ათწლიან დევნაში მან დაწერა რამდენიმე ნაწარმოები: "შემოქმედება და რევულუცია”, "მომავლის მხატვრული წარმოდგენა”, "ოპერა და დრამა” და სხვ. სამწუხაროდ ვაგნერი მისმა გასაოცარმა ნიჭმა გაწირა გულისწყვეტისთვის, რადგან თავისი ნაწარმოებების მოსმენისას ის მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ მასავით ვერც ერთი დირიჟორი, მუსიოკოსი თუ მომღერალი ვერ გამოხატავდა მისი ქმნილებების შინაგან სამყაროს. ფულს მას მეგობრები და მფრაველები აძლევდნენ, ხანდახან დირიჟორადაც მუშაობდა. ვაგნერის შემოქმედებითი ნატურა შესაბამისი თანაგრძნობით გარემოცვას ითხოვდა. მის სახლში არასდროს იყო უცხო სუნი და ხმაური, ასევე კუთხოვანი საგნები, მაგალითად წიგნი. მისთვის არავის უნდოდა გაეხსენებინა მკაცრი, მატერიალური ცხოვრების რეალობა იმ წუთებში, როდესაც მასში შთაგონება იღვიძებდა. მისი სახლის კედლები აბრეშუმითა და ატლასით იყო მორთული. იატაკზე სქელი ხალიჩები იყო გაფენილი. ყველგან ნელსაცხებლის სუნი ვრცელდებოდა. მისი სამოსი ბრწყინვალე და დახვეწილი იყო. უპირატესობას ანიჭებდა მაქმანიან პერანგებს, ატლასის შარვლებს და აბრეშუმის ან ატლასის ხალათებს. ასეთი ფინანსური უპასუხისმგებლობისა და ფუფუნების გადაჭარბებული სიყვარულის გამო მან ღამე ერთხელ ციხეში გაატარა. ამის გამო, იძულებული გახდა გაქცეულიყო ორი ქალაქიდან ერთდროულად . მაგალითად მას მოუწია მეუღლესთან და ძაღლთან ერთად რუსეთის საზღვრის გადაკვეთა. ეს მოგზაურობა დაკავშირებული იყო დიდ რისკთან, რადგან, თუ მათ შეამჩნევდნენ, დახვრეტდნენ. ცხოვრების უკანასკნელ წლებში ის მძაფრი ანტისემიტი გახდა. მართალია ის ბევრს საუბრობდა ამაზე, თუმცა პრაქტიკულად მისი შეხედულების დამამტკიცებელი არავითარი ქმედება არ ჩაუდენია. ვაგნერი ბავშობიდანვე ვერ იტანდა მარტოობას და ძალიან უყვარდა ქალთა საზოგადოებაში ყოფნა. მას ეგონა, რომ ქალები უფრო უგებდნენ და აფასებდნენ მის შემოქმედებას, ვიდრე მამაკაცები. მას ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ქორწინებამდეც და მას შემდეგაც. ვაგნერს ყოველთვის სურდა, რომ ქალი უპირობოდ ყოფილიყო მისი ერთგული, ყოველგვარი მსგავსი დაპირებების გარეშე ვაგნერის მხრიდან. მისი საყვარლები სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ. ვაგნერი ამ პერიოდში კოზიმა ფონ ბიულოვთან ცხოვრობდა, რომელიც შემდეგ, 1870 წელს მისი მეუღლე გახდა. ამ დროს ვაგნერი 50 წლის იყო, ხოლო კოზიმა 25-ის. ის იყო ვაგნერის მეგობრის, ფრანც ლისტის შვილი და მისი საყვარელი მოსწავლის და ახლო მეგობრის ჰანს ფონ ბიულოვის ცოლი. 5 წლით ადრე ვაგნერს კოზიმას უფროს დასთან, ბლანდინთან ჰქონდა რომანი. ვაგნერს კოზიმასთან ორი შვილი შეეძინა. კოზიმა აღმოჩნდა ქალი, რომელმაც ბედნიერი გახადა გენიის ცხოვრება. ვაგნერი მის ხელში გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ერთი დღე-ღამე კოზიმას ის ისევ ჩახუტებული ჰყავდა. მან თავისი გრძელი თმა შეიჭრა და მიცვალებულ ვაგნერს კუბოში, გულზე დააწყო. შვილები . ვაგნერს სამი შვილი ჰყავდა. მან შვილებს თავისი საყვარელი საოპერო გმირების სახელები დაარქვა. ჯერ კიდევ მიუნხნში, "ტრისტანი და იზოლდას" რეპეტიციისას დაიბადა იზოლდა, შემდეგ ევა ბოლოს კი სასურველი ვაჟი - ზიგფრიდი. მისი დაბადება დაემთხვა ოპერა "ზიგფრიდის” დასრულებას. ვაჟის დაბადების შესახებ ვაგნერი მეგობარს წერდა: "იმ დღეს როცა უბედნიერეს ადამიანს შემეძინა მშვენიერი ვაჟი, დავასრულე "ზიგფრიდის” კომპოზიცია, რომელიც 11 წლის წინ შევწყვიტე. გაუგონარი შემთხვევაა! არავინ დაიჯერებდა, რომ ამას შევძლებდი. ახლა კი სიხარულში ვიცხოვრებ. იგი მშვენიერი, ჯანმრთელი ბავშვია. მაღალი შუბლითა და ნათელი მზერით. ზიგფრიდ-რიჰარდი მემკვიდრეობით მიიღებს მამის სახელს, რომ მსოფლიოს ჩემი სახელი შეუნახოს.” სარეკორდო მუსიკა. რიხარდ ვაგნერმა დაწერა მსოფლიოში ყველაზე გრძელი სოლო არია. ის ჟღერს ბრიუნგილდის მსხვერპლშეწირვის სცენაში, ოპერაში "ღმერთების სიკვდილი". არია ჟღერს 15 წუთის განმავლობაში. ასევე ვაგნერს ეკუთვნის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოპერა - "ნიურბერგის მეისტერზინგერები" რომელიც გრძელდება 5 საათის და 15 წუთის განმავლობაში. ფილოსოფია. რიხარდ ვაგნერის არამუსიკალური მემკვიდრეობა შედგება 16 ტომი ლიტერატურული და პუბლიცისტური ნაწარმოებებისგან, ასევე - 17 ტომი წერილები. ჩაიკოვსკი ვაგნერის შესახებ .
როგორც კომპიზიტორი, ვაგნერი არის ერთ-ერთი შესანიშნავი პიროვნება ამ ათაწლეულის მეორე ნახევრისა. მისი ზემოქმედება მუსიკაზე უდიდესია. ის იყო დაჯილდოებული მუსიკალური გამოხატვის დიდი ძალით. მან გახსნა თავისი ხელოვნების ახალი ფორმები და იდგა გერმანული მუსიკის რიგებში მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტისა და შუმანის გვერდით, მაგრამ ჩემი ღრმა და მყარი მტკიცებით, ის იყო გენია, მცდარი გზის მიმდევარი. დიდ და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მისი მუსიკა "სახელოვნო უვერტიურა”, რომელშიც იგი ხატავს დოქტორ ფაუსტს. "ლოენგრინის” შესავალი, რომლის შექმნაც საოცნებო ქვეყნებმა შთააგონეს და მრავალი სხვ. რაღა უნდა ვთქვათ ვაგნერიზმზე? ვაგნერისტი რომ ვიყოთ, უნდა უარვყოთ ყველაფერი, რაც ვაგნერის შექმნილი არ არის, ამისათვის აუცილებელია იგნორირება გავუკეთოთ მოცარტს, შუბერტს, შუმანს და შოპენს; არა!!! პატივს ვცემ დიდ გენიას, შემქმნელს "ლოენგრინის” და მრავალი სხვა ნაწარმოებებისა. ერთგულად ვიყრი მუხლს მის წინაშე, მაგრამ მე არ ვაღიარებ იმ რელიგიას, რომელიც მან შექმნა.” საინტერესო ფაქტები. გაცნობა შუმანთან.
პარტიტურა.
შემთხვევა ვენის ოპერაში.
| |
|