სამშაბათი, 07.05.2024, 09:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » დევნილების მხარდამჭერ კონცერტზე დასწრების მსურველთათვის უფასო ტრანსპორტი გამოიყოფა.
22:46
დევნილების მხარდამჭერ კონცერტზე დასწრების მსურველთათვის უფასო ტრანსპორტი გამოიყოფა.

ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერ კონცერტზე დასწრების მსურველებს ორგანიზატორები თბილისიდან უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობენ.


ქართველი მომღერლები და პროექტის ორგანიზატორები მოუწოდებენ ქართულ საზოგადოებას, ზუგდიდში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობით კიდევ ერთხელ გაუწიონ თანადგომა დევნილებს და კონცერტზე დამსწრეთა მსურველებს სთავაზობენ უფასო ტრანსპორტირებას თბილისი–ზუგდიდი–თბილისის მიმართულები.

ავტობუსები გავა სპორტის სასახლიდან 11.00 საათზე. რეგისტრაცია 25 მაისამდე იწარმოებს. ადგილები შეზღუდულია. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციას „კოალიცია სამართლიანობისათვის" ტელეფონის ნომერზე +995 32 47 12 17.


ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერად მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავებისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი 26 მაისს, 18:00-დან 23:00 საათამდე გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც არიან Youssou N' Dour, MC Solaar, Jane Birkin, Youssoupha, Grace, Maia.K. ასევე, ქართველი მუსიკოსები – "მგზავრები ", სალომე კორკოტაშვილი, სტრინგი, პორნოპოეზია და რემა. კონცერტში მონაწილე ყველა ვარსკვლავმა საკუთარ ჰონორარზე უარი თქვა.


ღონისძიების მთავარი მიზანი, საქართველოში დევნილების მხარდაჭერა, მათი პრობლემების აქტუალიზაცია და ამ საკითხის გარშემო საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ყურადღების კონსოლიდაციაა. ღონისძიების დღეებში საქართველოს 150 სტუმარი ეწვევა, მათ შორის იქნებიან როგორც ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისე საზოგადო მოღვაწეები, ოფიციალური პირები, საფრანგეთის არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები წამყვანი მედიასაშუალებებიდან.


სტუმრები არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლიანობისათვის" და ორი ფრანგული არასამთვარობო ორგანიზაციის: SOS Rasizm და UEJF-ს მოწვევით ჩამოდიან, მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები კი, „ALTER VISION GROUP”-ის მოწვევით.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1004 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები