22:48 გამომძიებლებმა კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი ხელახლა დაათვალიერეს. | |
რუსმა და პოლონელმა გამომძიებლებმა ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის ადგილი ხელახლა დაათვალიერეს, - ამის შესახებ სააგენტო `უნიანი~ რუსეთის პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებმა პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შემთხვევის ადგილი დღეს კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. პროცედურაში პოლონეთის მთავარი სამხედრო პროკურორის მოადგილე, პოლიციის წარმომადგენლები და რუსეთში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროების წარმომადგენლებმა ადამიანთა სხეულის ნაწილები, თვითმფრინავის ნამსხვრევები, დაღუპულთა კუთვნილი ნივთები და საქმესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საგნები ვერ აღმოაჩინეს. | |
|