სამშაბათი, 07.05.2024, 11:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » კლინტონი: მსოფლიომ ფხენიანს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს.
09:44
კლინტონი: მსოფლიომ ფხენიანს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვაზე მსოფლიოს რეაქცია მწვავე უნდა იყოს.

სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა "ჩჰონანის" ჩაძირვას, რამაც 46 ადამიანი შეიწირა, "უგუნური პროვოკაცია" უწოდა და განაცხადა, რომ აშშ ამჟამად ჩრდილოეთ კორეის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სხვადასხვა ვერსიებს განიხილავს.

"ჩვენ აგრესიასა და პროვოკაციებზე თვალს ვერ დავხუჭავთ. სამხრეთ კორეელ ჟურნალისტებს მივმართავ: ამ რთულ მომენტში ჩვენ მხარს დაგიჭერთ, ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით," - განაცხადა კლინტონმა.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება სამხრეთული ხომალდის ჩაძირვაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს და ახალი ზომების მიღების შემთხვევაში საპასუხო დარტყმით იმუქრება.
სეულის განცხადებით, ისინი ამჟამად 4 ჩრდილოეთ კორეულ წყალქვეშა ნავს ეძებენ, რომლებიც რადარებიდან მას შემდეგ გაუჩინარდნენ, რაც კვირის დასაწყისში ბაზა დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ლაპარაკია 4 სამასტონიან სუბმარინზე.

ჰილარი კლინტონმა სეული სულ რამდენიმე საათით, თავისი აზიური ტურნეს ფარგლებში მოინახულა. მანამდე იგი რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას ჩინეთის ხელისუფლებასთან განიხილავდა.

ჩინეთი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ძველი მოკავშირეა, ჩვეულებრივ, ფხენიანის კრიტიკისგან თავს იკავებს. ამავე დროს ის ერთ-ერთია გაერო-ს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრიდან. სამხრეთ კორეამ კი ჩრდილოელი მეზობლის ქმედებების გამო საჩივარი სწორედ გაერო-ს უშიშროების საბჭოში შეიტანა.

"ვფიქრობ, ჩინეთის ხელისუფლება მომხდარის სერიოზულობას აცნობიერებს და სამხრეთ კორეისა და აშშ-ს მიერ გამოთქმულ შეშფოთებას გაითვალისწინებს," - განაცხადა სეულში მყოფმა ჰილარი კლინტონმა.

კითხვაზე - ხელს ხომ არ შეუშლიან ჩინეთი და რუსეთი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, დრო იქნება საჭირო, მაგრამ ისინი ფაქტების უარყოფას ვერ შეძლებენ."

კვირის დასაწყისში ჯერ სამხრეთ, შემდეგ კი ჩრდილოეთ კორეამ განაცხადეს, რომ ერთმანეთთან ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტენ. კონკრეტულად კი საუბარია საზღვრის ჩრდილოეთით მდებარე ერთობლივი საწარმოო ზონიდან სამხრეთ კორეელების გასახლებასა და საჰაერო სივრცის დახურვაზე.

გარდა ამისა, უკვე სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები.

კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება ასე უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნის თანახმად, სამხრეთ კორეული გემი "ჩჰონანი" ჩრდილოეთ კორეამ ჩაძირა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 972 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები