ოთხშაბათი, 08.05.2024, 02:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » აფეთქების მიზეზები გაურკვეველია.
10:25
აფეთქების მიზეზები გაურკვეველია.

გუშინ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთ-საქართველოს საზღვართან, გვიან ღამით, ძლიერი აფეთქება მოხდა.

ეს ინფორმაცია სააგენტო "სი-ენ-ენ-თურქეთმა" გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება საზღვართან მდებარე დასახლებულ პუნქტ პოსოფთან მოხდა. თუმცა, რა აფეთქდა და რა იყო აფეთქების მიზეზი, გუშინ მთელი დღის განმავლობაში გაურკვეველი იყო.

თურქული საინფორმაციო საშუალებების მიერ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, აფეთქების სავარაუდო მიზეზი ავიაკატასტროფა გახდა. ამავე ინფორმაციებით, გუშინ სამართალდამცველები და მაშველები მთელი დღის განმავლობაში ცეცხლმოდებულ საფრენ აპარატს ეძებდნენ, რომელიც სავარაუდოდ, საქართველო-თურქეთის საზღვართან, დასახლებულ ადგილას, პოსოფთან ჩამოვარდა.

"დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს საზღვართან ძლიერი აფეთქება მოხდა. ჩვენ მიერ მიღებული ცნობები, მფრინავი საშუალების ჩამოვარდნის ვერსიას აძლიერებს," - განუცხადა CNN-Turk-ს არდახანის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალი ფუატ ატიკიმ.

თუმცა, თურქულმა პრესამ ამ ვერსიის გამომრიცხავი ინფორმაციაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც, თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროში ვერ შეძლეს, საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ფაქტი დაედასტურებინათ. გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, გუშინ საძიებო სამუშაოები ტარდებოდა ადიგენის რაიონშიც. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მათ ცეცხლმოკიდებული საფრენი აპარატი შენიშნეს, რომლის ჩამოვარდნასაც ძლიერი ხმა მოჰყვა.

თურქეთ-საქართველოს საზღვართან მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გუშინ ქართული მხარე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა. სასაზღვრო პოლიციის უფროს ზაზა გოგავასა და შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროს შოთა უტიაშვილის განცხადებით, თურქეთ-საქართველოს საზღვართან რაიმე საფრენი აპარატის ჩამოვარდნის თაობაზე, მათ არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ.

"ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ," - განგვიცხადა საქართველოს შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1003 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები