სამშაბათი, 07.05.2024, 20:42
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები – ხალხის საუკეთესო მეგობრები!
11:16
ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები – ხალხის საუკეთესო მეგობრები!

უმეტეს შემთხვევაში, იმისათვის რომ, კარგად გამოიყურებოდეთ, გქონდეთ ნორმალური წონა და თავი არაჩვეულბრივად იგრძნოთ, არ არის საჭირო ულტრაბგერითი ლიპოსაქციები და სხვა ოპერაციები. საკმარისია სწორად იკვებოთ, და სწორ პროპორციებში მიაწოდოთ ორგანიზმს ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები და სხვა საჭირო ნივთიერებები. რაზეც ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.

არის თუ არა ცილა შეუცვლელი? ორგანიზმში ის ასრულებს რიგ ფუნქციებს. ჩვენი ქსოვილების 20% შედგება ცილისგან, აქედან გამომდინარე, ცილა წარმოადგენს უჯრედებისა და უჯრედშორისი ნივთიერებისთვის ძირითად საშენ მასალას. ჩვენი ჰორმონების მნიშვნელოვან ნაწილს ცილა წარმოადგენს.

მათ მიეკუთვნნება ინსულინი, ჰიპოფიზისა და ფარისებული ჯირკვლის ჰორმონები. გარდა ამისა ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში და წარმოადგენს კატალიზატორს. ორგანიზმი ცილების დახმარებით განდევნის უცხო სხეულების ანტიგენებს, და ასრულებს იმუნიტეტის ფუნქციას.

სწორედ ცილა მონაწილეობს სისხლით ჟანგბადის, ნახშირწყლების, ჰორმონების, ვიტამინების, ლიპიდების, წამლებისა და მინერალური მარილების გადატანაში.
მაინც რამდენი ცილაა საჭირო ნორმალური სიცოცხლის უნარიანობისათვის?

სრულყოფილი აზოტისტური წონასწორობის დაცვისათვის ორგანიზმს 14 გრ. აზოტი ჭირდება დღე-ღამეში, რაც ცილებში გადაანგარიშებისას 90 გრ. ცილას. ეს მინიმუმი არ შეიძლება შეიცვალოს არავითარი სხვა პროდუქტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმში დაიწყება საკუთარი ქსოვილებიდან ცილების დაშლა.

დიდი ხნის განმავლობაში, საკვებში ცილების არ ქონა იწვევზს ორგანიზმის დასუსტებას, შრომისუნარიანობის შემცირებას, შესიებას და იმუნიტეტის დაქვეითებას.

პირებს, რომლებიც დაკავებულნი არიან მძიმე ფიზიკური შრომით, საჭიროებენ დღეღამეში 160 გრ. ცილას. ცილების მომატებული რაოდენობაც, ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ნაწლავებში ლპობითი პროცესების განვითარებით და აზოტისტური შლაკების დაგროვბის სახით.

რაციონალური დიეტის შექმნისათვის აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ცხოველური ცხიმები შეუცვლელია და მისი სადღეღამისო ნორმა საერთო რაოდენომიდან უნდა შეადგენდეს 60%.


გვჭირდება თუ არა ცხიმი?

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ცხიმი გარდაიქმნება ადამიანისთვის დამახასიათებელ სპეციფიურ ნაერთად. ცხიმი შედის უჯრედის სტრუქტურულ შემადგენლობაში და დამოუკიდებელ ცხიმოვან ქსოვილებში. ვიტამინები А, D, Е, К იხსნებიან მხოლოდ ცხიმებში. მათი უმეტესი რაოდენობა გვხვდება არარაფინირებულ ზეთში, ღორის ქონში და თევზის ქონში. ცხიმს ადვილად ითვისებს ორგანიზმი და ზრდის ენერგიის მარაგს, რომელიც იხარჯება ცვლის პროცესებში. ამაში მდგომარეობს მისი კვებითი ღირებულება. მთელო მასის ერთ კილოგრამზე ცხიმების საჭიროება 1-1,5 გრ. წარმოადგენს. ხანდაზმულობის ასაკში მათი მოხმარების რაოდენობა უნდა შემცირდეს 25%.


რითია ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნახშირწყლები?

ძირითადად ნახშირწყლების წყაროს მცენარეული წარმოშობის პროდუქტები წარმოადგენენ – ესენია ბურღულეული, პური, კენკრა, ხილი, ბოსტნეული, შაქარი. ისინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ საკვების გემოს, ხდიან მათ მრავალფეროვანს.

ნახშირწყლები წარმოადგენენ ვიტამინის ძირითად წყაროს, ადვილად ათვისებადები არიან და სწრაფად გამოყოფენ ენერგიას, ამიტომ ისინი განსაკუთრებულად ფასობენ დაძაბული და ინტანსიური მუშაობის დროს. მეტობის შემთხვევაში ნახშირწყლები ადგილად გადაიქცევიან ცხიმებად. მოზრდილი ადამიანისთვის დღეღამეში საჭიროა 500 გრ.

ნახშირწყალი, ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში – 800 გრ. ნაწლავებში ნახშირწყლები იწვევენ დუღილის პროცესს, რაც ხელს უშლის ლპობის პროცესს. დიეტური პროგრამების შედგენისას საჭიროა შეარჩიოთ ნაწლავებში ადვილად და ნელა შესაწოვი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, რათა არ გამოიწვიოთ ინსულინის სწრაფი მოხვედრა სისხლში და ამით ხელი არ შეუწყოთ შაქრის დიაბეტის წარმოქმნას.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1290 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები