18:22 საქართველოს ისტორია VIII საუკუნეში. | |
აბო თბილელი. ანაკოფიის ციხის ნანგრევები. დღევანდელი ახალი ათონი. მსოფლიოს ქვეყნები 750 წელს.
ბიზანტიელებმა თავი აარიდეს მათთან შეტაკებას და უკან გაბრუნდნენ. ბიზანტიამ მაინც შესძლო თავისი პოზიციების ნაწილის აღდგენა მან დაიქვემდებარა საქართვეელოს უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრები აბაზგია და აფშილეთი. მეტად მძიმე ვითარება შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოში. ხაზარები არაბებისაგან თავის დასაცავად საპასუხო ლაშქრობებს აწარმოებდნენ სამხრეთ კავკასიაში. VIII საუკუნის 20-იან წლების დასაწყისში ქართლში მოვიდა არაბი სარდალი ჯაჰარი. მისი მთავარი მიზანი ხაზარების დამარცხება იყო. ჯაჰარმა განაახლა დაცვის სიგელი და გაზარდა ჯიზია- ერთ სულზე ერთი დინარი. ხაზარებსა და არაბებს შორის ომში საშინლად აოხრდა ქართლი. არაბთა ახალი გადასახადების გადახდა საშინელ მდგომარეობაში აგდებდა მოსახლეობას . მოსახლეობამ რამდენჯერმე სცადა აჯანყება. ქართულმა ეკლესიამ ძმები წმინდანებად შერაცხა. მურვან ყრუმ აიღო სამგალავნიანი ციხე-გოჯი , ცხუმი და ანაკოფიას მიადგა. ციხეში გამაგრებულები იყვნენ ქართლის ერისთავი მირი და მისი ძმა არჩილი. მათ ეხმარებოდა აფხაზთა ერისთავი ლეონი. მიუხედავად დიდი მცდელობისა არაბებმა ციხე მაინც ვერ აიღეს. მურვან ყრუ იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.მურვან ყრუს სამწლიანი გამანადგურებელი ბრძოლების შემდეგ არაბებმა ქვეყანაში მტკიცედ მიკიდეს ფეხი. მათ თბილისში თავიანთი მოხელი ამირა ანუ უფროსი დანიშნეს. მთელი ქვეყნის მართვა გამგეობა ამირას ხელში გადავიდა. ამირას დაექვემდებარა ერისმთავარიც.ერისმთავრებს მხოლოდ ხარკის აკრეფა და ქართული ჯარის სარდლობა ევალებოდა. საქართველოს შემდეგ მურვან ყრუ ჩრდილოეთ კავკასიაში ხაზარებთან საბრძოლველად წავიდა , ისინი დაამარცხა და უკანვე გაბრუნდა და მალე ის ხალიფა გახდა. ხაზარებმა ტყვედ იგდეს შუშანა და მისი ძმა ჯუანშერიც. გზაში შუშანამ თავი მოიწამლა და ხაზარები ხელცარიელი მივიდნენ ხარაკთან . ხარაკმა სარდალი სიკვდილით დასაჯა, რატომ გვამი მაინც არ მომიტანეო. ჯუანშერი კი ცოტა ხნის შემდეგ გაათავისუფლა. ტყვეობაში ყოფნისას ნერსემ გაიცნო არაბი ჭაბუკი აბო. აბო ძალიან დაუახლოვდა ნერსეს და ქართლშიც ჩამოყვა, ცოტა ხნის შემდეგ გაქრისტიანდა. ნერსე არ წყვეტდა ანტი არაბულ საქმიანობას, ამიტომ ის კვლავ დაიბარეს სახალიფოში. ერისმთავარი მიხვდა რომ ამჯერად სიკვდილი არ ასცდებოდა. თავისი ოჯახი აფხაზეთში გახიზნა , თვითონ კი დახმარების სათხოვნელად ხაზარებთან მივიდა. ნერსემ ხაზარებისგან რეალური დახმარება ვერ მიიღო. ამასობაში არაბებმა აბო შეიპყრეს, მაშინ როდესაც ისინი ისლამს ქადაგებდნენ, აბოს გაქრისტიანება მათთვის დიდი დარტყმა იყო. არაბებისთვი დიდ მნიშვნელობას წარმოადგენდა რომ აბო ისლამზე დაბრუნებულიყო. ვერანაირმა ტანჯვა წამებამ ვერ გაჭრა აბოზე. 786 წელს აბო სიკვდილით დასაჯეს. მას თავი მოჰკვეთე , გვამი კი დაწყეს და მტკვარში გადაყარეს. აბოს მოწამეობრივი ცხოვრება აღწერა იოანე საბანისძემ. ქართველთა ბრძოლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. VIII საუკუნის ბოლოს არაბთა ბატონობა შეირყა. განაპირა რაიონებში კი გადავარდა. | |
|