კვირა, 05.05.2024, 17:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 22 » გოზინაყი.
15:35
გოზინაყი.

1 ჭიქა თაფლი

5 ჭიქა დათლილი ნიგოზი

ნიგოზი მოვატაროთ ცეცხლზე, ისე, რომ ფერფლი გავაცალოთ და დავთალოთ აუცილებლად ხელით. თაფლი დავდგათ თუჯის ქვაბით ნელ ცეცხზე და რომ აქაფდება, გადმოვდგათ 10 წუთით ცეცხლიდან, შემდეგ ისევ დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, თან მუდმივად ვურიოთ ხის კოვზით.

 3-4-ჯერ რომ წამოდუღდება თაფლი, შევამოწმოთ: რამოდენიმე წვეთი თაფლი დავაცხათ თეფშზე ან წყლიან ფაიფურის ჭიქაში, თუ დასხმისას თაფლის მასამ რაკუნის ხმა გამოსცა, ესეიგი მზადაა, თუ არა, კიდევ გავაგრძელებთ ხარშვას მანამ, სანამ საჭირო კონსისტენციის მასას არ მივიღებთ.
შემდეგ ვუმატებთ 1/4 ჭიქა შაქარს, ერთს წამოვადუღებთ და ჩავუმატებთ დათლილ ნიგოზსაც, კარგად მოვურევთ და მაშინვე გაგმოვიღებთ დაფაზე, რომელსაც ზედ გადაკრული ექნება წყალში დასველებული პერგამენტის ქაღალდი. შემდეგ ნიგვზის მასას სველი „კატალკით" გადავანაწილებთ მთელ დაფაზე.

თუ არ გვინდა მოხალული ნიგოზით გაკეთებული გოზინაყი, მაშინ ნიგოზს რომ ჩავყრით თაფლის მასაში კიდევ, 2-3 წუთი გავაჩერბთ ცეცხლზე.
ამის შემდეგ დაფა საგულდაგულოდ უნდა გადამალოთ - ეს ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ვინაიდან დაინტერესებული პირები ახალ წლამდე 1-2 ნაჭერს თუ დაგიტოვებენ ზრდილობის გულისთვის!
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1067 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები