კვირა, 05.05.2024, 16:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24

Federico Fellini - ფედერიკო ფელინი

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1000 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

ჯულიეტა მაზინა, "კაბირიას ღამეები", რეჟ. ფედერიკო ფელინი

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1035 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

Federico Fellini, ფედერიკო ფელინი

სიზმრებისა და ფანტაზიების მაესტრო

იური ბეზელიანსკის წიგნიდან "შესანიშნავი შეშლილები”

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1253 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

Federico Fellini, ფედერიკო ფელინი

ფედერიკო ფელინი (იტალ. Federico Fellini) დაიბადა 1920 წლის 20 იანვარს ქ. რიმინიში (Rimini, Emilia-Romagna). რობერტო როსელინი ფელინზე ამბობს: "პატარა ბიჭი სოფლიდან, რომელიც მუდმივად ოცნებობდა დიდ ქალაქზე”.

ბავშვობაში მოხეტიალე ცირკთან ერთად გაიპარა. რამდენიმე დღე სახლში არ ყოფილა და პატარა ფედერიკო ისე მოხიბლა ცირკმა, რომ მასთან მომავლის დაკავშირებაც კი სურდა. მაგრამ მაინც რეჟისორი გახდა, თუმცა მის ფილმებში ბავშვობის დაუვიწყარმა შთაბეჭდილებებმა ნოსტალგიური ნოტა გააჟღერა.

ფედერიკო ფელინი 1937 წლიდან მუშაობდა ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი რომში ჟურნალისტად. ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1598 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

რომან პოლანსკი
К публичности своего существования Полянскому не привыкать: не знаю, кто из коллег-режиссеров стал таким же штатным персонажем светской хроники. Его слава не покоится на одних лишь поставленных фильмах и сыгранных ролях; она – будоражащий отблеск богемного имиджа, экстраординарной судьбы, которую он описал в книге "Роман Полянского”, ставшей бестселлером.
Этот имидж складывался не один год и имел несколько скандальных кульминаций. Начиная еще с Польши, где По-лянский учился в Лодзинской киношколе. Один из лидеров своего поколения (юношей сыгравший в первой картине Анджея Вайды, которая так и называлась – "Поколение”) имел все основания стать учеником-отличником "польской школы”. Но предпочел другой путь, для которого тоже были свои основания, помимо неприятия доктрины соцреализ-ма. Его первая сюрреалистическая короткометражка "Два человека со шкафом” (1958), его полнометражный дебют "Нож в воде” (1962) – психодрама с садомазохистским изломом – резко отличались от польской кинопродукции тех лет и были восприняты в Европе не как социально-романтическая славянс ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1054 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

"გფმ”-მა მოაწყო ფართომასშტაბიანი გამოკითხვა "ყველა დროის თორმეტი საუკეთესო ფილმის” გამოსავლენად. ამ გამოკითხვაში სხვადასხვა თაობის კინომცოდნეები იღებდნენ მონაწილეობას. მათ მიერ დასახელდა 12 საუკეთესო ქართული ფილმი.
მიღებული შედეგების მიხედვით პირველ ეტაპზე გადაწყვეტილია გამოიცეს მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული წიგნი-ალბომი.
წიგნი-ალბომი "ყველა დროის საუკეთესო 12 ქართული ფილმი” ორ ენოვანი იქნება: ქართულ და ინგლისური. მასში შემავალი სტატიები და ფოტო სურათები სრულყოფილად ასახავს ფილმებისა და მათი შემქმნელების ბიოგრაფიულ-ისტორიულ მონაცემებს.
დაგეგმილია ამ ფ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1610 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

ნოდარ ლადარია – "დანტე ალიგიერი. მოწვევა წიგნთან”

პირველი წინადადება ყოველთვის ძნელია, მაგრამ ცოტა ხნის წინათ გამომეცხადა აწ გარდაცვლილი გადაცემის – «ფსიქოს» აჩრდილი და, ამიტომ, ასე უნდა დავიწყო: ძალიან არ მიყვარს BBC-ის დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები და კიდევ Discovery Channel. წარმოვიდგინოთ, როგორ მოიწვევდა Discovery Channel ადამიანს დანტე ალიგიერის პოეზიის წასაკითხად. ალბათ, აუხსნიდა, ვინ იყო დანტე, როდის დაიბადა, ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1457 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

პეტრე იბერი – Peter the Iberian (411-491)

პეტრე იბერი – ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1415 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010


ხულუტი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხე-დარბაზი, მდ. ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. აგებულია  XVIII  საუკუნის  I მესამედში. შედგება 2 ნაწილისაგან; ორივეში ჩაყოლებულია თითო, გალავანში კი -  5 კოშკი. თითოეული მათგანი პირველ რიგში საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი - საბრძოლო. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ფუნქციით კოშკისებრი სასახლეა, მის მთელ სიმაღლეზე შუაზე ჰყოფს კედელი, რომელშიც საფეხურებია მოწყობილი. ერთი მხარე 6 სართულიანია, მეორე - 7-სართულიანი. ბოლო სართულები გამოზნულია საბრძოლოდ, დანარჩენი  - საცხოვრებლად. მთელი ციხე ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით.

Category: ენციკლოპედია | Views: 1026 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010



ქოლაგირის ციხე, ასევე დედოფლის ციხესიმაგრე – ფეოდალური ხანის (XVIII საუკუნის დასასრული) ციხე-სიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქოლაგირში. მდებარეობს მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს. აქ ადგილი გაშლილია და მისადგომად ყოველ მხრიდან ერთნაირია.

ქართლ-კახეთში აგებულ ამ ტიპის ციხეებიდან ქოლაგირისა ერთ-ერთი უკანასკნელთაგანია. იგი აგებულია 1788–1798 წლებში დარეჯან დედოფლის მიერ. 1801 წ. თვით დარეჯანი წერდა. ,,ქოლაგირის დიდი ციხე და გალავანი ავაშენე".. შემონახულია წინასწარ შედგენილი პროექტი, რომლის მიხედვითაც აშენდა ეს ციხე. ციხის გეგმა კვადრატულია და 2000 კვ. მ. ფართობი უკავია. ნაგებია დაუმუშავებელი შერჩეული ქვით. აგური გამოყენებულია სალოდეებისათვის და შესასვლელი კოშკების დეკორატიული დამუშავებისათვის. 6 მ სიმაღლის კედელი ქვემოთ უფრო სქელია, ზემოთ კი - თხელია. ე. წ. „საბრძოლო ბილიკი" გარს შემოუყვება მთელ ციხეს კოშკების მეორე სართულის დონეზე.

ციხის კუთხეებში ცილინდრული კოშკები დგას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლების ცენტრებში თითო სწორკუთხა კოშკია. პირველ მათგანში მთავარი შესასვლელია მოწყობილი. კუთხის ცილინდრული კოშკები ერთნაირი გადაწყვეტისაა. სამი სართული საბრძოლო - საცხოვრებელია, ხოლო ბანი მხოლოდ თავდაცვით ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 938 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010


Free Image Hosting at www.ImageShack.us

ვანი. 1969 წ. ოქროს დიადემა ქალის მდიდრული სამარხიდან. (ძვ წ. აღ - მე-5 ს.)


ოთარ ლორთქიფანიძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი), რუსუდან ფუთურიძე (ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი)

ძეგლის მეგობარი, თბ., გამ „საბჭოთა საქართველო", 1970 წ., კრ. 23, გვ. 33 - 40

საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ვანის არქეოლოგიური ექსპედიცია 1969 წელს ველზე მუშაობდა 12 ივნისიდან 15 სექტემბრამდე შემდეგი შემადგენლობით: ხელმძღვანელი - ოთ.ლორთქიფანიძე, მოადგილე - რ.ფუთურიძე, არქიტექტორი გ.ლეჟავა, მხატვარი გ.მჭედლიშვილი; მეცნიერი თანამშრომლები: გ.ლორთქიფანიძე, ვ.თოლორდავა, ა.ჭყონია, მ.მიწიშვილი, ნ.მათიაშვილი, ნ.გიგოლაშვილი, ნ.კიღურაძე, თ.ფარცვანია, ი.ცუხიშვილი, ასპირანტები: ზ.აგრბა, დ.კაჭარავა, სტუდენტები: მ.ფირცხალავა, ო.ლანჩავა. ნ.აფციაური, ტექნიკოს - კონსტრუქტორი - თ.ჯავახიშვილი, ოპერატორი - ფოტოგრაფი გ.ავალიანი.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1638 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

ი. სურგულაძე  ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა // საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, - გამ. „სამშობლო", თბილისი 1993 წ., გვ. 35 – 61

Free Image Hosting at www.ImageShack.us

საცხოვრებლის ინტერიერის, დედაბოძის და მასზედ გამოსახული დეკორატული მოტივების ერთიან კონცეფციაში გააზრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება კერის მნიშვნელობა, როგორც ოჯახის სოციალური და საკრალური ცენტრისა, რადგან იგი, ამ თვისებთა გამო, ანიჭებდა ინტერიერის მთელ სივრცეს კოსმოსურ-მითოლოგიურ და რელიგიურ არსს. კერას უკავშირდებოდა ყველა რიტუალი, რომელიც კი სახლში  ტარდებოდა, საერთო იქნებოდა ეს, თუ ცალ-ცალკე, ქალების, ან კაცების ჯგუფისა; იგი იყო ძირითადი ორიენტირი სახლის შიდა სივრცის სქესობრივ-ასაკობრივი დანაწილებისას; კერასთან ტარდებოდა საქორწილო ინკორპორაციისა და ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული წესები,  რიგდებოდნენ მოსისხლეები. კერა იყო ოჯახის მთლიანობისა და კეთილდღეობის გამ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1253 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

ნათელა ალადაშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი)

"ჯვრის ამაღლების"თემა ქართულ ხელოვნებაში - ძეგლის მეგობარი, თბილისი, 1969 წ., კრებული 17, გვ.7-13

შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა "ჯვრის ამაღლების" კომპოზიცია. როგორც ცნობილია, "ჯვრის ამაღლება" სიმბოლურად გადმოსცემდა "ქრისტეს ამაღლების" სცენის შინაარსს და ამგვარად, ქრისტიანობის დიდების ზოგადი იდეის ხორცშესხმას წარმოადგენდა.  ეს სცენა საქართველოში გვხვდება VI საუკუნიდან XVII საუკუნემდე, რელიეფებსა და კედლის მხატვრობაში. სცენის კომპოზიციურმა გადაწყვეტამ საუკუნეების  მანძილზე განვითარება განიცადა.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

"ჯვრის ამაღლების" ადრინდელი მაგალითები რელიეფური გამოსახულებანია, რომლებიც ადრეფეოდალური ხანის ეკლესიების კედლებს ამკობენ (მცხეთის ჯვრის ტაძარი, ანჩისხატის ბაზილიკა, თეთრი-წყაროს ეკლესია), ისინი გადმოსცემენ ამ სცენის ადრექრისტიანუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1846 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

ხალხური ტრადიციები და სიმბოლიკა, ქართული სამუშაო იარაღი>

Free Image Hosting at www.ImageShack.us

გიორგი ჯალაბაძე (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მეზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი) - ჭივჭაველი გუთნისდედა // ძეგლის მეგობარი  1970 წ., კრ.20., გვ. 31-35

ახლა ჭივჭავას სახელწოდებით ქვემო ქართლში დასახლებული სოფელი აღარ არსებობს. ჭივჭავას სახელი პატარა მდინარეს შერჩა, რომელიც ბედენის მთას გამოუდის და სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ მიემართება. ამ მდინარის პირას იყო გაშენებული ძველისძველი სოფელი ჭივჭავა. როგორც 1948-1954 წლებში აქ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადჰყო, სოფელ ჭივჭავას XVI საუკუნის ბოლოს შეუწყვეტია ცხოვრება. მას შემდეგ ჭივჭავა ნაჭივჭავებად მოიხსენიება ხალხში და სამეცნიერო ლიტერატურაში. ჭივჭავას ნამოსახლარი მიდამო მეტად საინტერესო სურათს იძლევა. პირველ რიგში აქ ყველაზე გამოკვეთილად ნაკალოვარი ადგილებია შემორჩენილი. მნახველს ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს 3 საუკუნის წინ კი არა, რაღაც 20-ოდე წლის წინ იყო მიტოვებული. ნაკალოვარი ადგილები მრგვლად არის მოსწორებული, ირგვლივ ზოგს ცოტა მობეგებული შემაღლება აქვს და ტაფობს მიაგავს. ზოგიერთ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1177 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

ხალხური ტრადიციები და სიმბოლიკა>

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

ლეილა მოლოდინი (ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი) - ზეთსახდელები ქვემო ქართლში // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.20, გვ. 22 – 27

ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის საგანძურში ზეთსახდელი ერთ-ერთი საყურადღებო ელემენტია: ზეთსახდელი მცენარეული ზეთის საწარმოა, ხალხურ ყოფაში იგი "სახდელის" სახელითაა ცნობილი, ისტორიულ წყაროებით მას "საზეთე" შეესატყვისება. საქართველოში გავრცელებულ საზეთე მცენარეთაგან (სელი, კანაფი, ზეთისხილი, მზესუმზირა) ზეთისათვის საზეთე ნედლეულის ძირითად წყაროს სელი წარმოადგენდა. ქართული ზეთსახდელებიც მის ბაზაზე მოქმედებდა. ეს ზეთსახდელები ყურადღებას იმითაც იმსახურებენ, რომ ისინი დაკავშირებულნი არიან საქართველოს უძველეს სამიწათმოქმედო კულტურასთან - კოლხურ სელთან, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს, როგორც საბოჭკოე, ისე საზეთე მცენარეს. ცნობილია, რომ კოლხური სელის ნაწარმი ძველ მსოფლიოში საყოველთაოდ სახელმოხვეჭილი და განთქმული ყოფილა. საზეთე სელი, რომელიც საქართველოს მთიან და ზეგან ადგილებშია (ხევსურეთი, ფშავი,  თუშეთი, მესხეთი, ჯავახეთი, თრიალეთი) უმთავრეს ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1015 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

ხალხური ტრადიციები, ქართული საცხოვრებელი სახლები და სასახლეები>

თინა ოჩიაური (ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი) - გარდამავალი ტიპის ნაგებობანი ქვემო და ზემო ქართლში // ძეგლის მეგობარი, 1970, კრ.20, გვ. 28-30

შორს, მდინარე ქვაბლიანის გაღმა, სოფელი უდე გამოჩნდა, ყვითლად გადატრუსულ ველებში ჩამჯდარი, მტკიცედ შეკრულ-შეჯგუფული, ბან-ამოზნექილი სახლებით, კარ-სარკმლებით დაცხრილული, როგორც მიწაში უხვად ნაკვეთი ერთად თავმოყრილი გამოქვაბულები. მხოლოდ მდინარის კალაპოტის გასწვრივ გაწოლილი მაძღარი სიმწვანე იტაცებდა თვალს. ხილის ბაღების უწყვეტი რიგი, მიწამდე დაზნექილი, დახუნძლული ვაშლის ტოტები. სოფელში შევედით. უღიმღამო მიწურების გვერდით, ნატიფად ნათალი ბანიანი ქვის სახლები და ორფერდა თუ ოთხფერდა სახურავიანი თანამედროვე ნაგებობანი ერთმანეთში იყო არეული. როდესაც ადგილობრივი მოსახლის, პეტრე მერაბიშვილის მიწურს მივადექი, მასპინძელმა შინ შემიპატიჟა. გავიარეთ გრძელი დერეფანი ე.წ. "ბაკები" და გარედან უფერული მცირე მიწური უცებ გრანდიოზულ დარბაზად იქცა. უზარმაზარი მრავალწახნაგოვანი გუმბათი გვეხურა თავს, გუმბათის ცენტრში მოთავსებულ ერდოდან თანაბრად ეფინებოდა შუქი მთელ ოთახს. ნათელ, მყუდრო, ჰაერით სავსე, საოცრად დეკორატიულ. მანამდე არნახულ საცხოვრებელში ვიდექი. ძნელია, იმ გულში დაუტეველი  განცდის გადმოცემა, რაც ამ დარბაზის ხილვამ მაგრძნობინა. მანამდე მხოლოდ  ლიტერ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1198 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

(ტრადიციები და სიმბოლიკა) >

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ზაქარია მაისურაძე (ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი)

ძეგლის მეგობარი, 1970, კრ.22, გვ. 18-20

 

ქართულ ხალხურ საფენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია თუშური ხალხური საფენები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს სხვა კუთხის მცხოვრებთა ასეთსავე ხალხურ ნაწარმიდან, როგორც შეფერილობით, ისე მხატვრულ სახეთა რაობითა და მხატვრული კომპოზიციური განაწილებით. თუშურ ხალხურ საფენების წარმოებას ხანგრძლივი ისტორიული ტრადიცია გააჩნია. იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხალხის ძირითად საარსებო, ეკონომიურ წინამძღვართან - მეცხვარეობასთან. ცხვრისაგან მიღებული მატყლის დამუშავებით და მისგან საშინაო მეურნეობისათვის საჭირო ქსოვილების მიღება და წარმოება თუში ქალის ერთ ძირითად საქმიანობას შეადგენდა ძველად და ნაწილობრივ ახლაც. თუშეთში ფართოდ იყო გავრცელებული შალის ქსოვა (ტანსაცმელი, ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1030 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

ბაზალეთური ცოლიკოური

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

 

ავშილური

ავშილური ანუ აბშილური მეგრული წითელყურძნიანი საღვინე ჯიშია. ავშილურის ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. მისი ყვავილი ფუნქციონალურად მდედრობითი სქესისაა. ყურძენი შეთვალებას იწყებს 1 სექტემბრიდან და მასობრივ სიმწიფეში შედის 1 ნოემბრისთვის. ვაზი საშუალო ან საშუალოზე მეტი ზრდისაა. მოსავლის პირველ ნიშანს ავშილური იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე-მეხუთე წლიდან. ავშილური უხვმოსავლიანი ჯიშია. ვაზს ახასიათებს ყვავილცვენა და მცირედი წვრილმარცვლიანობა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ავშილურის გამძლეობა სუსტია; განსაკუთრებით ზიანდება ჭრაქისგან. დაკრეფილი ყურძენი დიდხანს არ ინახება. როგორც მაღალმოსავლიანი, წვენის უხვგამოსავლიანი და ამავე დროს საკმაოდ ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში ავშილური დიდი ყურადღების ღირსია და მისი გავრცელება მიზანშეწონილია სამეგრელოს მთისპირა სოფლებში ფილოქსერაგამძლე საძირეებზე ნამყენების სახით. ავშილურის პროდუქცია წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას ყურძნის წვენის დასამზადებლად.

 

ჩეში ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2194 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

Free Image Hosting at www.ImageShack.us
Free Image Hosting at www.ImageShack.us

უამრავი ძველი მატერიალური კულტურის ძეგლის შესწავლით ნათელი ხდება, რომ მესხეთი ძველ ფეოდალურ საქართველოში მეტად დაწინაურებული და კულტურული მხარე ყოფილა. მეტად ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო ჩვენს წინაპრებს საქართველოს დაცვისათვის დიდი რაოდენობით ციხეები სწორედ ამ მხარეში აუგიათ. მესხეთში იმ დროისათვის მოწინავე ადგილი ეკავა ხელოვნებას, ხუროთმოძღვრებას, მწერლობასა და სოფლის მეურნეობას. ძველ მესხეთში მეჯოგეობასთან და მებაღეობასთან ერთად თვასაჩინო ადგილი ეჭირა ვაზის მოშენებასა და ღვინის წარმოებას. უცხო დამპყრობლების სისტემატურმა თარეშმა მესხეთში დააქვეითა სოფლის მეურნეობის ყველა დარგი და მათ შორის მევენახეობაც. საუკუნეების განმავლობაში გაჩანაგებულ მესხეთში შეიცვალა ბუნებრივი კლიმატური პირობებიც. ბუნება შედარებით უფრო მკაცრი გახდა. როდესაც ეს მხარე ბორჯომის ხეობიდან დაწყებული ახალქალაქის მიდამოებამდე მთლიანად ტყეებით იყო დაფარული ჰავაც შედარებით ზომიერი უნდა ყოფილიყო. ისეთი ვაზის ჯისები რომლებიც საუკუნეების განმავლობაში შეგუებულნი იყვნენ აქაურ გარემოს, თითქმის გადაშენდნენ. მხოლოდ ცალკეუი ვაზებიღა შემორჩა ძველ ნასოფლარებსა და ტყეებს. ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1149 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

წმინდაო მიქაელ, წმინდაო მიქაელ,
ხმალი შენი-დუმილის ძალი,
თვალთა კვესება-სიმშვიდე სავსე,
გზა სიმამაცის-სიმართლის მარჯი,
ნათელი შენი-მზესიყვარული.
ცათა რაინდო, შემწედ გვეყავი.

წმინდაო გიორგი, წმინდაო გიორგი,
რუს თაურობა შენი ფესვია,
კვდომა იურვე მგლისმუხლა ნებით,
მინდიაურობ გველოსნურ სიბრძნის
უკვდავებაში გარდაცვალებით,
წმინდა სამების თეთრო მძლევაჟო.

             * * * * * * * * * 
ბუბა კუდავას

ობოლო ხანძთავ-ხანძთელის ქნარო,
შემოგძარცვია სულის ბეგთარი,
ლაჟვარდი ზეცის ტკბილო ნეკტარო,
მწუხარე სახის გიფარავს ფარი.

ჩუმი ტირილით მოგველი დღესაც,
თავად მშობელი ჩვენი სიმტკიცის,
წმინდა გიორგის ხმალი ვინც ლესა,
ვინაც ატარე უკვდავი ფიცი.

კვდომის მსახვრალი შემოგეძალა,
შენ ურჩად ებრძვი, ქედმოუხრელი,
აღდგომით, ხანძთის ჯვარცმულო ძალავ,
გიახლოვდება ისევ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1045 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

Category: გასართობი | Views: 940 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

Category: გასართობი | Views: 1005 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

არმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე პატარა მხატვარს - მარლა ოლმსტიდს ,

მარლა 2000 წელს დაიბადა ნიუ–იორკში.
2004 წელს მისი ნახატები უკვე გამოფენილი იყო საუკეთესო გალერეებში და დიდი
წარმატებით იყიდებოდა. ეს აღმოჩენა სრულიად შემთხვევით გააკეთა მარლას მამამ
- მარკმა. ისიც ხატვის მოყვარული იყო და საკმაოდ კარგად ხატავდა. მან მისცა მარლას ფუნჯები და ფურცელი, რომ გოგონას ხელი არ შეეშალა მამისთვის
ცოლის პორტრეტის ხატვაში. რთული წარმოსადგენია მშობლების რეაქცია, როდესაც
პატარა მარლამ დაიწყო ხატვა დიდი ენთუზიაზმით და დახატა თავისი პირველი შედევრი 2 წლის ასაკში. მისი პირველი ნახატი გაიყიდა 250 ბაქსად. შემდეგი ნახატები უფრო ძვირადღირებული აღმოჩნდა. 25 ნახატს დაედო ფასად 1600 დოლარი (თითოეულ მათგანს).

მარლა ოლმსტიდის რამოდენიმე ნახატი.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1195 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები