კვირა, 05.05.2024, 18:41
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 22 » შობა-ახალი წელი.
19:39
შობა-ახალი წელი.
ახალი წელი — ესაა დღესასწაული მრავალ კულტურაში, ადგილობრივად მიღებული კალენდრის მიხედვით, რომელიც დგება წლის ბოლო დღიდან მომავალი წლის პირველ დღეზე გადასვლის მომენტში. ტრადიცია სათავეს იღებს, უძველესი წარმართული დროიდან. სხვადასხვა ქვეყნები, წელიწადის სხვადასხვა დროს აღნიშნავს ახალი წლის დადგომას. ზოგი გაზაფხულზე, სხვები ზამთარში. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კალენდარი მიეკუთვნება ძვ. წ. I საუკუნეს, როცა იულიუს კეისარმა, ეგვიპტელი ასტრონომის სოსიგენეს რჩევით, 45 წ. 1 იანვარიდან შემოიღო წელთაღრიცხვის სისტემა. 
ხეების მორთვის ტრადიცია, სათავეს ძველი ეგვიპტის დროიდან იღებს. მაშინ, ძველი ეგვიპტელები, დღესასწაულებზე პალმის ტოტებს რთავდნენ ფერადი ტილოს ნაჭრებით. დროთა განმავლობაში ეს ჩვეულება სხვა წარმართულ ქვეყნებშიც გავრცელდა.

 ძველი ევროპის, წარმართული ტრადიციების თანახმად, მარადმწვანე ნაძვის ხე, ადამიანის უკვდავი სულის სიმბოლოდ ითვლებოდა. ქრისტიანული სამყაროს ქვეყნებში, საშობაო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია, პირველად გერმანიაში ჩამოყალიბდა, 1521 წელს. ხოლო შემდეგ გავრცელდა სხვა ქრისტიანულ ქვეყნებში.

 მიუხედავად რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის დიდი წინააღმდეგობისა, ამ წარმართული ტრადიციისადმი, მეფე პეტრე პირველის მიერ იქნა დაკანონებული 1700 წელს, სამეფო განკარგულებით. დროთა განმავლობაში მოხდა ნაძვის ხის ქრისტიანიზაცია.  
დაახლოებით 2000 წლის წინათ, ქალწულმა შვა ვაჟი. ადგილობრივი მოსახლეობიდან, ცოტამ თუ გაიგო რა მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. მხოლოდ მწყემსებმა, რომლებიც ღამით მინდორში ფარას მწყემსავდნენ, დაინახეს ანგელოზთა დიდძალი ლაშქარი, რომლებიც გალობდნენ: ,,დიდება ღმერთს სიმაღლეთა სიმაღლეებში და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს''(ლუკა 2: 8-14). მწყემსებმა, ანგელოზების მითითებისამებრ, ბოსელში იპოვეს მარიამი, მისი მეუღლე იოსები და ბაგაში მწოლიარე ვაჟი, რომლსაც იესო დაარქვეს.
 დღეს, იესოს დაბადებიდან დაახლოებით 2000 წლის შემდეგაც, ქრისტიანული სამყაროს ქვეყნებში, ეს ფაქტი წლის ყველაზე დიდ მოვლენად ითვლება. ამის შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ რა პომპეზურობით და კომერციული დატვირთვით აღინიშნება იგი.
შუა საუკუნეების ევროპაში, შობას თეატრალიზებული სანახაობით აღნიშნავდნენ. ბატონები გლეხებს, ტკბილეულს და სხვა სახის საჩუქრებს ურიგებდნენ, იმართებოდა ცეკვა-თამაში. ქრისტეს დაბადება მართლაც მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა და ეს უდაოა, თუმცა ბიბლიაში ვერსად ნახავთ, რომ ადრინელი ქრისტიანები მის დაბადებას ზეიმობდნენ. 

ადამიანის სახელის დიდებულება, მისი საქმეებით განისაზღვრება. დედამიწაზე ყოფნისას, იესო მრავალ სასწაულს ახდენდა. დადიოდა ქალაქიდან ქალაქში და ქადაგებდა ცათა სასუფეველს. 
ასწავლიდა, შეაგონებდა, ამხილებდა. დღეს ბევრს შეუძლია მოყვეს ქრისტეს შობასთან დაკავშირებული დეტალები, თუმცა ცოტამ თუ იცის იესოს მოძღვრების პრინციპები. დღეს იესო ძლევამოსილი პიროვნებაა ზეცაში, და ელოდება ბრძანებას ღმერთისგან, შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.  

მაშ რატომ დაჩრდილა იესოს დაბადებამ მისი პირონულობა?  

საუკუნეების მანძილზე, გართობის და კომერციული საქმიანობის ფაქტომა, ხელი შეუწყო შობის დღესასწაულის პოპულარიზაციას. ამას თან დაერთო წარმართული ტრადიციების შერწყმა. შედეგად ადამიანებმა მიიღეს ის, რომ შობა-ახალიწლის დღესასწაულზე, როგორც კომრციულ საქმიანობაზე, უფრო მეტი ყურადღება მახვილდება, ვიდრე იესოს დედამიწაზე მოსვლის მნიშვნელობაზე.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1245 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები