კვირა, 05.05.2024, 19:27
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » უნიკალური სამარხები ნაქულბაქევის ტერიტორიაზე.
17:24
უნიკალური სამარხები ნაქულბაქევის ტერიტორიაზე.


Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაქულბაქევის ტერიტორიაზე 3000 წლის წინანდელი უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს.

როგორც ''ინტერპრესნიუსს'' ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ნაქულბაქევის სამარხები უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იძლევა, როგორც დამარხვის წესის, ასევე აღმოჩენილი ინვენტარის თვალსაზრისით.ნაპოვნია უძველესი მარანი, რომელიც მე-4-მე-5 საუკუნეებით თარიღდება. სამარხი, სადაც მარანს მიაკვლიეს, 3 ათასი წლის წინანდელია.

გათხრებზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერები მუშაობენ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს სამხედრო გზის გაფართოების დროს დაიწყო, როდესაც შუა საუკუნეების ხანის ნასახლარის ნაშთები და გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის სამარხები აღმოჩნდა.

2007 და 2009 წლებში დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ერთობლივმა კომპანიამ IDP ჯგუფმა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი ტექნოლოგიების ცენტრის აგებას გეგმავს, არქეოლოგიური სამუშაოები დააფინანსა. მომავალში ძეგლის ტერიტორიაზე იგივე კომპანია ვალდებულებას იღებს ვიზიტორთა ცენტრი მოაწყოს, სადაც დამთვალიერებელს ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მასალის გაცნობის საშუალება მიეცემა.

ნაქულბაქევი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ადგილია. დიდი მცხეთის აღმოსავლეთის კარიბჭე სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი რომის იმპერატორის ვესპასიანეს წარწერა (ახ.წ. 75 წელი).

ნაქულბაქევზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ აღნიშნული ტერიტორია სავაჭრო გზების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. თვით სახელწოდება ნაქულბაქევიც, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილთან მოიხსენიება, ამაზე მიუთითებს.

თბილისის ტერიტორიაზე ადამიანთა უწყვეტი ცხოვრების ნაშთები 6000-ზე მეტ წელს ითვლის. დედაქალაქი დასავლურ და აღმოსავლურ კულტურათა გზაჯვარედინზე მდებარეობს და, ამ მხრივ, მის ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საყურადღებოა.

სამარხებში აღმოჩენილ ნივთებს უახლოეს მომავალში თბილისის არქეოლოგიურ მუზეუმ-საცავში გადაიტანენ, სადაც დედაქალაქის ტერიტორიაზე გამოვლენილი 10 000-ზე მეტი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ექსპონატი ინახება.

ახალ აღმოჩენას დღეს, 12.00 საათზე, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და თბილისის მერი გიგი უგულავა დაათვალიერებენ.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1065 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები