"გფმ”-მა მოაწყო ფართომასშტაბიანი გამოკითხვა "ყველა დროის თორმეტი საუკეთესო ფილმის” გამოსავლენად. ამ გამოკითხვაში სხვადასხვა თაობის კინომცოდნეები იღებდნენ მონაწილეობას. მათ მიერ დასახელდა 12 საუკეთესო ქართული ფილმი.
მიღებული შედეგების მიხედვით პირველ ეტაპზე გადაწყვეტილია გამოიცეს მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული წიგნი-ალბომი.
წიგნი-ალბომი "ყველა დროის საუკეთესო 12 ქართული ფილმი” ორ ენოვანი იქნება: ქართულ და ინგლისური. მასში შემავალი სტატიები და ფოტო სურათები სრულყოფილად ასახავს ფილმებისა და მათი შემქმნელების ბიოგრაფიულ-ისტორიულ მონაცემებს.
დაგეგმილია ამ ფილმების ჩვენების კვირეულის მოწყობა საქართველოსა და უცხოეთში. ასევე უნდა გამოვუშვათ ფილმები WHS ფორმატის ვიდეოკასეტებზე და ლაზერულ დისკებზე, რაც თავისთავად გულისხმობს ამ ფილმების აღდგენა-რესტავრაციას.
ვფიქრობთ, რომ ეს ნამდვილი საჩუქარი იქნება ყველა ქართული კინოს მოყვარულისათვის. ასევე ეს პროექტი აუცილებლად ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ ქართული კინოს პოპულარიზაციას.
გამოკვლევის შედეგად მივიღეთ შემდეგი სურათი:
ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი:
1. ელისო
"ელისო”, რეჟისორი ნ. შენგელაია
2. იყო შაშვი მგალობელი
"იყო შაშვი მგალობელი”, რეჟ. ო. იოსელიანი
3. ჯიმ შვანთე
"ჯიმ შვანთე”, რეჟ. მ. კალატოზიშვილი
4. ჩემი ბებია
"ჩემი ბებია”, რეჟ. კ. მიქაბერიძე
5. არაჩვეულებრივი გამოფენა
"არაჩვეულებრივი გამოფენა”, რეჟ. ელდარ შენგელაია
6. დიდი მწვანე ველი
"დიდი მწვანე ველი”, რეჟ. მ. კოკოჩაშვილი
7. ვედრება
"ვედრება”, რეჟ. თ. აბულაძე
8. გიორგობისთვე
"გიორგობისთვე”, რეჟ. ო. იოსელიანი
9. ქორწილი, მუსიკოსები, ქოლგა
"ქორწილი”, რეჟ. მ. კობახიძე
10. დაკარგული სამოთხე
"დაკარგული სამოთხე”, რეჟ. დ. რონდელი
11. ფიროსმანი
"ფიროსმანი”, რეჟ. გ. შენგელაია
12. ცისფერი მთები
"ცისფერი მთები”, რეჟ. ე. შენგელაია