ორშაბათი, 06.05.2024, 14:42
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » რუსული ანკესი ევროს სივრცისთვის.
14:11
რუსული ანკესი ევროს სივრცისთვის.

რუსული ანკესი ევროს სივრცისთვისრუსეთი ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების შესყიდვას გეგმავს უახლოეს აუქციონზე. ამ ქვეყნებს გამიზნული აქვთ ევროს ზონის გადარჩენა და ევროს გამყარებისთვის ხელშეწყობა. ეს განცხადება რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა 2011 წლის დასაწყისში გააკეთა.

მოვლენათა ასეთი განვითარება რამდენადმე მოულოდნელი იყო. რუსეთი ისევე დააზარალა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, როგორც სხვა ქვეყნები. ექსპერტების აზრით, 
პუტინს ასეთი ნაბიჯი მომავალმა საპრეზიდენტო არჩევნებმა გადაადგმევინა. როცა დრო დადგება, პუტინის მთავრობა განაცხადებს, რომ მან არა მხოლოდ შეინარჩუნა ქვეყნის სავალუტო რეზერვი, გაზარდა კიდეც იგი. რუსეთს კი სუპერსახელმწიფოს როლი შეუნარჩუნა.

თუმცა, რუსეთში ბევრი მოაზროვნე ადამიანი სკეპტიკურად აფასებს რუსეთის როლს მსოფლიო პოლიტიკურ დაფაზე. ისინი თვლიან, რომ ქვეყნის ენერგორესურსებით 
გამყარებული ფასადის მიღმა სხვა რეალობა იმალება – მოქალაქეთა სიღარიბე, უუფლებობა, სიბნელე. ხოლი რუსეთის ეკონომიკური ძლიერება ჩინეთის 2–3 პროვინციის ეკონომიკურ ძლიერებას არ აღემატება. ინტელექტუალებს ისიც აფიქრებთ, რომ უახლოეს მომავალში რუსეთში არ შეიქმნება ძლიერი ინტელექტუალური სკოლები, როგორც ადრე. საუკეთესო მკვლევარები ქვეყანას ტოვებენ. გარდა ამისა, ხელისუფლება მეწარმეობისა და საშუალო კლასის განვითარებასაც აბრკოლებს. მილიონობით ადამიანი ტოვებს ქვეყანას. მათი უემეტესობა კი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტია.

რუსეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ძლიერება თვალშისაცემი იყოს. ამას ხელს უშლის რეცესიული პროცესები ინდუსტრიულ ქვეყნებში, სადაც მცირდება წარმოების მოცულობა და, შესაბამისად, მოთხოვნილება ენერგომატარებლებზეც, რასაც დიდწილად ეფუძნება რუსეთის ეკონომიკური ძლიერება.
რუსეთი პირველი "მისტრალისთვის" 72 მილიონ ევროს გადაიხდისპრესა-დაიჯესტი
30-12-2010, 15:24
ინტერპრესნიუსი

"მისტრალის" ტიპის პირველი გემის მშენებლობის ღირებულება 700 მილიონ ევროს აჭარბებს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება . 
"პირველი გემის მშენებლობის ღირებულება 720 მილიონ ევროს, მეორის კი 650 მილიონ ევროს შეადგენს", - განაცხადა წყარომ. 
მისივე თქმით, მეორე კორპუსის ღირებულების შემცირება დამოკიდებულია მშენებლობაში რუსეთის ჩართულობის ზრდასთან. 
"თუ პირველი გემის მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობა 20%-ია, მეორე გემის მშენებლობაში შესაძლოა, წილმა 40%-ს მიაღწიოს", - აღნიშნა წყარომ. 
ფრანგული საინფორმაციო საშუალებები ცოტა ხნის წინ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ვერტმფრენმზიდის ღირებულება 400-დან 500 მილიონ ევრომდე იქნებოდა. 
გასულ კვირას რუსეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ "მისტრალის" ტიპის ორი გემის მშენებლობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1114 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები