შაბათი, 04.05.2024, 10:50
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23
Category: ახალი ამბები | Views: 912 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011


აფხაზური პოლიტიკური ოპოზიცია ინტერნეტსაიტებზე გამოჩნდადღეს ერთ–ერთ აფხაზურ საიტზე დაიდო პუბლიკაცია სოხუმში რუსეთიდან მიღებული ფინანსების თემაზე ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ. ბაღაფშს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს, მოუწია თავისი გარემოცვის დაცვა, რადგან სწორედ ისინი – ანქვაბის მეთაურობით – კურირებდნენ აფხაზეთის „აღორძინებისთვის" მოსკოვიდან გადმორიცხულ თანხებს. აფხაზების პირველმა პირებმა სცადეს ერთგვარი ახსნა–განმარტება მოეძებნა იმ მოვლენებისა და ფაქტებისთვის, რომლებიც დღეს ენგურს გაღმა საქართველოში ყველას პირზე აკერია: თავად აფხაზური პოლიტიკური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თანხა გაფლანგულია.

იმ წერილის ავტორი, რომელიც ინტერნეტსაიტ „აფსილააზე" დაიდო, გახლავთ ბაღაფშის ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი რიტა ლოლუა. წერილის ავტორი მადლიერებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის კონტროლის პალატის მიმართ, რადგან ამ უკანასკნელმა აფხაზებს „თვალწინ გადაუშალა" ანგარიშები და მისცა საშუალება ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს, „რაზე და რა საჭიროებისთვის დაიხარჯა რუსული კუპიურები". წერილის ავტორი მკითხველებს ჰპირდება, რომ იმ ნეგატიურ ფაქტებს, რომელსაც ის იცნობს რუსეთის კონტროლის ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 964 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში უფლებადაცვითი მოძრაობა სუსტდება. ევროკავშირმა უფრო გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს

მას შემდეგ რაც დღევანდელი სახელმწიფოს მეთაურის ოპონენტებიდან არჩევნების დასრულების შემდეგ ბევრს სცემეს, პრეზიდენტმა მათზე აგდებით ისაუბრა: „და მათ კიდევ პრეზიდენტობა სურდათ. რომელი პრეზიდენტი დაიწყებს მთელი მსოფლიოს გასაგონად იმაზე ტირილს, რომ სახეში მოხვდა? ეს ხომ უნდა მოითმინო". ეს სიტყვები მესამე სამყაროს რომელიმე ქვეყნის დესპოტს არ უთქვამს. ეს ევროპაში მდებარე ქვეყანაში, ბელორუსიაში ითქვა და ამ სიტყვების ავტორი ალექსანდრე ლუკაშენკოა, ადამიანი რომელთანაც სულ ახლახანს ბევრი დასავლეთ-ევროპელი პოლიტიკოსი მოლაპარაკებას იმედოვნებდა.

თუმცა ლუკაშენკომ აჩვენა, რომ ის არავისთან მოლაპარაკებაზე არ ფიქრობს. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ასობით ადამიანი დააპატიმრეს, რომლებსაც ახლა შეიძლება მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯონ. მათი დანაშაული კი იმაში მდგომარეობს, რომ მინსკის ცენტრში დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ. ახალგაზრდა, აქტიური, კარგად განსწავლული ადამიანები დღეს ბელორუსიის უშიშროების იზოლატორებში სხედან. ეს სწორედ ის მოქალაქეეები არიან, რომლებიც ევროპას როგორც ამაზე მუდმივად საუბრობენ ძალიან სჭირდება.

თუმცა ბელორუსი გამონაკლისი არ არის. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ამ უზარმაზარი იმპერიის უდიდესი ნაწილი ჭაობია, სადაც სისასტიკე, კორუფცია ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 695 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011

„ხოდორკოვსკის საქმე - ჩვენი დროის ისტორიული მოვლენა...გუშინ მოსკოვში, რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანის, ამჟამად კი ყველაზე ცნობილი პატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის წიგნის - „მიხაილ ხოდორკოვსკი. სტატიები. დიალოგები. ინტერვიუები" პრეზენტაცია გაიმართა. მედიასაშუალებების ინფორმაციით, წიგნი მაღაზიებში უკვე იყიდება და მის მიმართ ინტერესიც დიდია. 

წიგნში „მიხაილ ხოდორკოვსკი. სტატიები. დიალოგები. ინტერვიუები" სტატიების კრებული „მარცხენა მოსახვევი - 1,2,3" და ცნობილი პატიმრის მიმოწერა მწერლებთან გრიგორი ჩხარტიშვილთან, ბორის სტრუგაცკისთან და ლიუდმილა ულიცკაიასთან შევიდა. 

წინასიტყვაობის ავტორი ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვია, რომელმაც წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა: „ხოდორკოვსკის საქმე ჩვენი დროის ისტორიული მოვლენა არის. ის არის ინდიკატორი ქვეყანაში მიმდინარე ბევრი, შესაძლოა, ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესისა, საკუთრების უფლებით დაწყებული და სასამართლოს დამოუკიდებლობით დამთავრებული და ა.შ. ციხიდან ხოდორკოვსკოს გამოსვლას, რაც, რა თქმა უნდა, ოდესმე მოხდება, ერთი ეპოქის დასრულებისა და სხვა ეპოქის დაწყების მნიშვნელობა ექნება." 

თუმცა, ხოდორკოვსკის ციხიდან გამოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, რადგან გასული წლის მიწუ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 936 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011


„თანამედროვე ქართული მინიატურა
მზეო ხუციშვილი
მხოლოდ ორი დღით, 12 და 13 იანვარს, პარლამეტის ეროვნული ბიბლიოთეკის საექსპოზიციო დარბაზში, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოფენა წარმოადგინა, სახელწოდებით „თანამედროვე ქართული მინიატურა". გამოფენა ორი მიზეზით იყო საინტერესო: პირველი, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შუა საუკუნეების ქართული მინიატურების საუკეთესო ნიმუშები და თანამედროვე ავტორთა შემოქმედება, და მეორე - აქ ექსპონირებული იყო ირაკლი ფარჯიანის მიერ დაწერილი და დასურათებული იოანესა და მარკოზის სახარებები, რომელთაგან პირველი პირველად გამოიფინა, მეორე კი მხოლოდ ვატიკანში იყო ექსპონირებული. გამოფენა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა, თუმცა მხოლოდ ამ თემატიკის ნამუშევრებით არ შემოიფარგლებოდა.

როგორც ცნობილია, მინიატურა, როგორც ქართული ხელნაწერი წიგნის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, საუკუნეების განმავლობაში ხელნაწერ წიგნთან ერთად ვითარდებოდა. მინიატურებით ამკობდნენ როგორც სასულიერო (სახარება, ფსალმუნი), აგრეთვე საერო ხელნაწერებს. საექსპოზიციო მაგიდებსა და სტენდებზე გამოფენილი 36 ნიმუში მხატვრებისა და თანამედროვე კალიგრაფების მიერ არის შესრულებული. გამოფენაში სულ 15 ავტორი მონაწილეობდა.
გამოფენ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1465 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011

Category: სტატიები | Views: 1153 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011


ლიტერატურა: იქ, სადაც გველოდებიან"ავდექი, აივანზე წინდებისამარა გავედი და სიგარეტი გავაბოლე. თოვლში ვიდექი და ვეწეოდი. უცებ რამ წამომიარა, ბიჭო, არ ვიცი, სიგარეტი მოვისროლე, მოაჯირს გადავევლე და წავედი. ალბათ, ვერასდროს გავიგებ, რა პრინციპით და კანონზომიერებით ჰქონდათ მეზობლებს სარეცხის თოკები დაყენებული...
- რა გინდოდა, ძმაო, რას დაეძებდი, საკუთარ თავზე თუ არა, დედაშენზე მაინც გეფიქრა, შენს მეტი არავინა ჰყავს ამ სამყაროში.
- იცი, ბიჭო, მაინტერესებდა, სისხლი ცხელია თუ არა.
- ახლა ხომ გაიგე, რომ ცხოვრება ტკბილია და სისხლი ცხელი.
- არა, ძმაო, მე დავრწმუნდი, რომ სისხლი მტკივნეულია."
"თამაში რევოლვერით” - ასე ჰქვია გიგი სულაკაურის ბოლო კრებულს. მისი ცხოვრებაც ამგვარ თამაშს ჰგავს: რისკიანს, ლაღს, ოდნავ დარდიანს. გიგი სულაკაურის ყველა გმირი "ნაღდია," ისინი, ვინც სიმართლით ცხოვრობენ და ისინიც, ვინც იტყუებიან, ისინი, ვისაც კლავენ და ისინიც, ვინც ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებენ. 
17 მოთხრობა, რომლებშიც რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟებს საერთო ტკივილი აქვთ. თავად გიგი სულაკაურია ყველაში და ყველაა მასში. საბურთალოზე ცხოვრობს. კოსტავას 75 ნომერში. მოთხრობებში ტრისტანას დუქნის ხშირი სტუმარია, რეალობაში - იქვე სახლთან მდებარე კაფეში ჯდომა უყვარს. სახე ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1158 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011


წიგნის დღეჭაბუა ამირეჯიბი, ინტერვიუ: 
„1944 წლის 10 აპრილს ტროიკის თავმჯდომარემ, გვარად ბურდულმა, მკითხა:

- რომ გაგათავისუფლოთ, როგორ მოიქცევითო.

არც დავფიქრებულვარ, მივუგე:

- როგორც აქამდე მოვიქეცი, ისევ ისე-მეთქი. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც საკუთარი წარსულის მიმართ სინანული აწამებს. ვიცხოვრე, როგორც მაღალმა ღმერთმა ინება, ისე. ბედისწერით კმაყოფილი ვარ, თუმცა, შესაძლოა, ცხოვრებას უკეთესი მიმართულება მიეღო. ეგ არი. ეს „უკეთესი" როგორი იქნებოდა, წარმოდგენილი ვერა მაქვს. საერთოდ, რას ნიშნავს უკეთესობა? მე არასოდეს მქონია დიდი მადა და მოთხოვნილებები. კმაყოფილი ვიყავი და ვარ ამით, რასაც ღმერთი იმეტებს. დიდხანს ვიცოცხლე. ბევრი ვნახე. მიუტევებელი ცოდვები არ მადევს. მტრები მყოლია, მყავს ამჟამადაც, მაგრამ ისინი ჩემზე სუსტები იყვნენ და არც ახლა – არიან „ყარამანები". პატივისმცემლები მუდამ მყავდა, ახლაც მყავს და დარწმუნებული ვარ, სიკვდილის შემდეგაც მეყოლება. გავაჩინე და გავზარდე ექვსი შვილი. დავრგე ოცდაათამდე ხე. მყავდა და ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1261 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011

ლექსი: რეზო თაბუკაშვილი "შვილიშვილებს".
Category: სტატიები | Views: 1132 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011


ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება EIB-ს წარმომადგენლობამ გაავრცელა. მიღებული სესხი საქართველოს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის და ვარდნილჰესი 1-ის კასკადის რეაბილიტაციის დასრულებას მოხმარდება.

კრედიტის ნაწილი ორი აგრეგატის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება, ნაწილი კი _ ენგურჰესის კომპლექსში შემავალი ვარდნილჰესი 1-ის წყალგამტარი არხის რეაბილიტაციაზე, რაც, პროექტის თანახმად, ხელს შეუწყობს შავ ზღვაში წყლის უსაფრთხო გადინებას.

პროექტის თანადამფინანსებელია. 20 მილიონ ევროს, სესხის სახით, ცალკე გამოყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ხოლო ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საინვესტიციო ფონდი 5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით დააფინანსებს.
Category: ახალი ამბები | Views: 1034 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011

ალექსანდრე ხატისოვი – Aleksander Khatisov (1874-1945)

ალექსანდრე ხატისოვი (ხატისიანი) დაიბადა 1874 წელის 17 თებერვალს, ტფილისში, მსხვილი ჩინოვნიკის ოჯახში. 1891 წელს დაამთავრა ტფილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია და იმავე წელს სწავლა განაგრძო მოს ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1397 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011

ბეთანიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი

თბილისის სამხრეთ-დასავლეთით, ოციოდ კილომეტრზე მდებარეობს ბეთანიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი. „ბეთანია" ებრაული სიტყვაა და ქართულად „სიგლახაკის სახლს" ნიშნავს.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1266 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011

კახაბერ ჯაყელი – უფლის ჩვენის იესო ქრისტეს ლაშქრის ქართველი მხედრები მეორედ მოსვლისას

ეძღვნება 2009 წლის 17 იანვარს, ნარკომაფიასთან ბრძოლისას, დაღუპული
... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1167 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011

ნოდარ დუმბაძე – ”სიტყვა პაოლო იაშვილზე”

მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც პაოლო იაშვილის სახელის ხსენებაზე პირზე ხელს აფარებდნენ შეშინებული მშობლები.

მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელთა თვალში ზოგიერთი ცდი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 992 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011

ნოდარ დუმბაძე – ”მუხრან მაჭავარიანი”

მუხრანის მოსვლა მახსოვს უნივერსიტეტის ლიტერატურულ წრეში. არავინ იცნობდა წესიერად მაშინ. Mმოვიდა მაღალი, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, გრძელთმიანი და ჭკვიანთვალებიანი ბიჭი. იჯდა უხმოდ, სიტყვა ითხოვა ბოლოს.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1005 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011


ნოდარ დუმბაძე – ”მორის ფოცხიშვილი”

არის წიგნები, რომელთაც წინასიტყვაობა საერთოდ არ სჭირდება. პირველივე ლექსი კრებულის წინასიტყვაობაა თავისთავად, ხოლო ყველა მომდევნო – ფიქრი, მსოფლმხედველობა და ბიოგრაფია ავტორისა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1105 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011

ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები