ორშაბათი, 06.05.2024, 17:00
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » „ლიბერთი ბანკი“ – ყოფილი „სახალხო ბანკი“.
14:15
„ლიბერთი ბანკი“ – ყოფილი „სახალხო ბანკი“.


„ლიბერთი ბანკი„სახალხო ბანკმა" სახელი შეიცვალა. დღეიდან მას „ლიბერთი ბანკი" ერქმევა. ეს რებრენდინგია. კამპანიის მიზანი ბანკის იმიჯის განახლებაა. 2009 წლის სექტემბერში ბანკი კომპანია „ლიბერთი ინვესტმენტმა" შეისყიდა. „ლიბერთი ინვესტმენტი" 2009 წლის სექტემბერში დაარსებული საინვესტიციო კომპანიაა. იგი ინვესტიციებს, ძირითადად, მზარდი ბაზრების ფინანსურ სექტორში ახორციელებს. კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები არიან დინუ პატრიჩიუ და ლადო გურგენიძე.
„სახალხო ბანკი" 2002 წელს დაარსდა და სიდიდით მე–7 ქართული ბანკია. „ლიბერთი ბანკს" 175 ფილიალი აქვს და დაახლოებით 1,2 მილიონ ფიზიკურ პირსა და 26 000–ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.

„სახალხო ბანკმა" სახელთან ერთად შეიცვალა კორპორატიული ლოგო და სლოგანად „ყველგან და ყოველთვის" აირჩია. 

როგორც „ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ლადო გურგენიძემ, განაცხადა, ბანკი ხარვეზებით მუშაობდა და მისი ქსელი მოდერნიზაციას საჭიროებდა. 2008–2009 წლების კრიზისი „სახალხო ბანკსაც" შეეხო. ამიტომ ბანკის მფლობელებმა რებრენდინგის კამპანია დაიწყეს, რომელიც 2012 წლამდე გაგრძელდება.

„ბოლო ექვს თვეში ბანკის მმართველობაში ახალი, გამოცდილი გუნდი მოვიდა. ბანკის ბალანსის ზრდა აქტიურმა საკრედიტო პოლიტიკამ გამოიწვია. სასესხო პორთფელი 114 მილიონ ლარამდე გაიზარდა. დეპოზიტების სექტორი 36 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკის კაპიტალი 10 მილიონი ლარიდან 33 მილიონ ლარამდე გაიზარდა", – განაცხადა ლადო გურგენიძემ.

ბანკის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ თავისუფლება განსაკუთრებული საბაზრო ღირებულება გახდა. სწორედ ამიტომ დაერქვა „სახალხო ბანკს" „ლიბერთი ბანკი".

„ლიბერთი ბანკის" ერთ–ერთი მფლობელის, დიანუ პტრიჩიუს თქმით, კომპანიის მიზანი არის ახალი საბაზრო სეგმენტის დაპყრობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო სივრცეშიც.

„ლიბერთი ბანკი" აპრილში მომხმარებელს ახალ საკრედიტო ბარათს, „მეჯიქ ქარდს", შესთავაზებს. როგორც „ლიბერთი ბანკის" მფლობელებმა განაცხადეს, ბანკის მოდერნიზაციისთვის 8 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ლიბერთი ბანკის" ოფისებში სოციალურ გადასახადზე 50 თეთრის დამატება აღარ მოგიწევთსიახლეები

„ლიბერთი ბანკი", რომელსაც დღემდე სახალხო ბანკი სახელით მოიხსენიებენ, და რომლის პრეზიდენტი გახლავთ ყოფილი პრემიერმინისტრი ლადო გურგენიძე, უარს ამბობს სოციალურ გადასახადებზე დაწესებულ საკომისიო დანარიცხზე, 50 თეთრზე, რომელიც აქამდე მხოლოდ ელექტროენერგიის, გაზისა და სატელეფონო გადასახადებზე იყო დაწესებული, პირველი სექტემბრიდან წყლისა და დასუფთავების გადასახადზეც დაწესდა.

დღეს ეროვნულ ბანკში გაიმართა სპეციალური შეხვედრა, რომელსაც „ლიბერთი ბანკის" პრეზიდენტი ლადო გურგენიძეც ესწრებოდა. სწორედ, ამ შეხვედრაზე გადაწყდა სოციალურ გადასახადებზე საკომისიო დანარიცხის საკითხი.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1433 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები