სამშაბათი, 07.05.2024, 03:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » ლიტერატურა.
14:20
ლიტერატურა.

ტერენტი გრანელმა საკუთარი სიკვდილი თითქმის ზუსტად იწინასწარმეტყველა – როგორ დაწერა სიკვდილამდე ციტა ხნით ადრე საკუთარი ავტობიოგრაფია სულიერად დაავადებულმა პოეტმაეს მასალა ძველი პრესის ფურცლებიდან არის. მისი ავტორია გივი ცქიტიშვილი და მისი გამოქვეყნება საჭიროდ მივიჩნიეთ იმიტომ, რომ შეიცავს საზოგადოებისთვის თითქმის უცნობ რამდენიმე ცნობას ტერენტი გრანელის ცხოვრებიდან. 
ქართული ლიტერატურის მკვლევარებმა იციან, რომ ტერენტი გრანელის ხელნაწერი ლექსები, დღიურები, წერილები და სხვა, რომელნიც დაკარგვას გადაურჩნენ, პოეტის გარდაცვალების შემდეგ მის დას მაშოს (მარიამს) სათუთად აკინძული და „წიგნებად" შეკრული, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმისთვის ჩაუბარებია და იქ მათ დიდი მზრუნველობით უვლიან.

წიგნი ქართულ კომიტეტზე ბერლინშიდღეს, 14 სექტემბერს, ლიტერატურის მუზეუმში მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ, წიგნად გამოცემული თავისი დისერტაციის პრეზენტაცია გამართა. „გერმანულ–ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს", – ასე ჰქვია წიგნს. პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებთან ავტორმა წიგნში შესულ დოკუმენტებსა და ამ პერიოდის მოვლენებზე ისაუბრა, ასევე წარმოადგინა უნიკალური ფოტომასალა. ბატონ ლაშას პრეზენტაციამდე ვესაუბრეთ: „წიგნი ეხება ქართულ–გერმანულ ურთიერთობას პირველი მსოფლიო ომის დროს და არა შემდგომ პოლიტიკურ ურთიერთობებს საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, როცა აქ გერმანელების ჯარი იდგა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ბერლინში არსებობდა ქართული ეროვნული კომიტეტი, რომელიც გერმანელებთან თანამშრომლობდა საქართველოს გათავისუფლების საკითხში და მათთან ერთად იბრძოდა. კომიტეტი ეწეოდა საქართველოს დამოუკიდებლობის პროპაგანდას".
დღეს საქართველოს საპატრიარქოში წიგნის „საქართველოს თავადაზნაურობა" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების მოსვლის შემდეგ დაიწყო. შერსულდა საგალობლები. წიგნი ლიპარტელიანთა გვარის დაფინანსებით გამოიცა. ქართულ გვართა გენეზისს კრებულში გვაცნობენ მეცნიერები: გია ანჩაბიძე, სულიკო ფალავანდიშვილი, ცოტნე ნაკაშიძე, თენგიზ ჩხეიძე, ლეო შერვაშიძე, გიორგი წერეთელი, ია ბაგრატიონ–მუხრანელი, მზია ანდრონიკაშვილი. წინგში გამოყენებულია უნიკალური ფოტომასალა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, საოჯახო არქივებიდან: პაატა ქურდოვანიძის, ია ბაგრატიონ–მუხრანელის, ვახტანგ ელიოზიშვილ–ერისთავის, თეიმურაზ ანდრონიკაშვილის
„გიგაშასის ისევე კარგად ნადირობს, როგორც წერს. მის ცხოვრებაზე უამრავი ლეგენდა დადის. არის ავტორი არაერთი დასრულებული თუ დაუსრულებელი ფილმის სცენარისა. ხატავს კიდეც და, საერთოდ, ბავშვობიდან მხატვრობას აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა. ეს ვაჟა გიგაშვილია, ყველასთვის საყვარელი „გიგაშა." როცა მის შემოქმედებას გავეცანი, სხვების მსგავსად, ჩემი წილი, რაღაც ჩემეული მეც დავინახე... ეს ის მწერალია, ერთი წაკითხვით რომ შეგაყვარებს თავს. ვურეკავ და ინტერვიუსთვის შეხვედრას ვთხოვ, მთანხმდება. ბატონი ვაჟა ამჯერად პირადად მიყვება არა თავისი გმირების, არამედ თავის თავგადასავალს.

დოვლატოვის „ნაკრძალი4 აგვისტოს სერგეი დოვლატოვის გარდაცვალებიდან 20 წელი შესრულდა. მას საქართველოში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა, მისი ნაწარმოებებიდან ქართულ ენაზე მხოლოდ „ჩემოდანია" თარგმნილი და წიგნად გამოცემული. ეს თარიღი რუსეთში იმით აღინიშნა, რომ „გამოჩენილი ადამიანების ცხოვრების" სერიას ცნობილი მწერლისა და ჟურნალისტის ბიოგრაფიისადმი მიძღვნილი გამოცემა შეემატა, უცხოურმა სააგენტოებმა კი გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2011 წელს ფსკოვის ოლქში სერგეი დოვლატოვის სახელობის მუზეუმი გაიხსნება.

... პოეზია, როგორც თიბვა, ნადირობა ან სისხლის აღებამისი უამრავი ადამიანური პლასტიდან ყველაზე ძლიერი ლექსთან ურთიერთობაა. პირადი შეხვედრისას მითხრა, რომ ლექსებზე „არ გიჟდება”. თუ მოსწონს – ძალიან მაგარი ლექსი. ლექსთან ურთიერთობაში აქვს სრულყოფილი სითამამე და ძალა, სიტყვა, მუსიკა. ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემა კი წერილობით ურჩევნია. გაცნობისა და ცოტა რევერანსების მოყვარულია, თავის თავზე, პოეზიაზე, ასეთებზე ლაპარაკის კი – ნაკლებად.

გურამ რჩეულიშვილი: „ის ახლაც 26 წლის არის23 აგვისტოს, ქართველი მწერლის, გურამ რჩეულიშვილის გარდაცვალებიდან 50 წელი შესრულდა. გურამ რჩეულიშვილი 1960 წლის 23 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად გადაეშვა

რამდენჯერ შეიძლება გახსნა „პენკლუბი„ახალმა 7 დღემ" გასულ კვირას მკითხველს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში, ფაქტიურად, მეორედ დაფუძნდა ლიტერატურული კლუბი, „პენკლუბი". მას შემდეგ რედაქციის ელექტრონულ ფოსტაში დაგროვდა მკითხველთა წერილები – თითქმის ერთი და იმავე შინაარსის: მკითხველები, ლიტერატურის მოყვარულები, გვეკითხებიან, არიან თუ არა ახალ „პენკლუბში" ცნობილი ქართველი მწერლები: ჭაბუა ამირეჯიბი, ვაჟა გიგაშვილი, ჯანსულ ჩარკვიანი, რომლებიც პირველი „პენკლუბის" ინიციატორები და წევრები იყვნენ.

ედინბურგის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს ბუქქეისთან თანამშრომლობით 2 წელიწადში ერთხელ ტარდება, წელს 19 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალი, რომელშიც 35 ქვეყნის 55 წარმომადგენელი მონაწილეობს, ქართველებისთვის იმით არის საინტერესო, რომ სტუმართა შორის წელს პირველად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენელი თინა მამულაშვილი არის მიწვეული.

რჩეულიდიდი ქართველი მოღვაწე, მწერალი, რეჟისორი, პუბლიცისტი რეზო თაბუკაშვილი 1927 წლის 2 აგვისტოს დაიბადა. გარდაიცვალა 63 წლის ასაკში - თითქმის თავის იუბილეზე. დაუვიწყარი 2 აგვისტო აჩუქა რეზო თაბუკაშვილმა თავის მეგობრებს, ყველა ახლობელს, რომელთა უმეტესობა დიდი პოლიტიკური განხეთქილების მონაწილე იყო და სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ პოზიციებზე იდგა ერთმანეთის და, მათ შორის, თავად რეზო თაბუკაშვილის პირისპირ. უკანასკნელი დიდი საქმე, რომელიც რეზო თაბუკაშვილმა წამოიწყო,1990 წლის 2 აგვისტოს ამ ადამიანების ერთად შეკრება და შერიგება იყო. სააავადმყოფოში, უკურნებელი სენით დაავადებული, იმავე საღამოს, პირდაპირ სტუმრების თვალწინ, თავისი დაბადების დღიდან წაიყვანეს. გარდაიცვალა მეორე დღეს - 3 აგვისტოს. ღმერთი იშვიათად ინებებს ხოლმე დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების ასეთ საკრალურ თანხვედრას, რადგან ყველაზე არ შეიძლება თქვან, მისი გარდაცვალება იყო დაბადება. გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე რეზო თაბუკაშვილმა დაწერა ლექსი-ანდერძი ( შეგიძლიათ ლექსის ნახვა) , რომლის კონკრეტული ადრესატები მისი შვილიშვილები არიან, თუმცა ეს არის ანდერძი ყველა მომავალი ქართველისთვის დატოვებული. დღეს მკითხველს ამ ლექსთან ერთად ვთავაზობთ რეზო თაბუკაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების საუკეთესო ანალიზსს.

12 ივლისს ”თავისუფალ თეატრში” ნიკო გომელაურის ორმოცი წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართა. ღონისძიებაზე მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა, მკითხველებმა და მაყურებლებმა იმ კადრებით აწყობილი ფილმი ნახეს, რომლებიც გასტროლების დროს სამოყვარულო კამერით მსახიობისა და პოეტის კოლეგებმა გადაიღეს. აქვე გაიმართა ნიკოს ახალი წიგნის – ”უბრალოდ ნათქვამის” პრეზენტაცია.

ქალი – ორი წიგნის სათავესთანმას, როგორც პოეტს, თითქმის არავინ იცნობს. თავმდაბალი კაცია. თითქმის 30 წელი საქართველოს ტელევიზიაში იმუშავა და ახლა, რაც ტელევიზიამ განახლება გადაწყვიტა, უკვე 6 წელია, სახლშია. ლექსებს მუდამ წერდა, მაგრამ 60 წლის ასაკში, 2010 წლის 9 ივლისს, პირველად წარუდგინა საზოგადოებას – სამების საკათედრო ტაძრის დარბაზში – ამ დღეს ბადრი ცირამუა პოეტებმა თავიანთ გილდიაში მიიღეს.

ჩვენი გაზეთის ერთგულ მკითხველს ეცოდინება, რომ მსოფლიო "პენკლუბის” თავმჯდომარე იუჯინ შულგინი თბილისშია და ქართული პენკლუბის ყოფილ და ახლანდელ პრეზიდენტებსა და ქართველ მწერლებს უკვე შეხვდა. ისიც გაცნობეთ, რომ ამ შეხვედრაზე ქართველი მწერლების მიერ ბევრი საინტერესო გეგმა და იდეა შემუშავდა ლიტერატურის განვითარების საკითხებში, რომელიც იმედია განხორციელდება…
08.07.2010
ფრიდონ ხალვაშის გამოთხოვება „მემლექეთთანდედამ უთხრა, რომ დაიბადე, თოვლი იყო და ტყემალი იკვირტებოდაო, მისი გამოთვლებით, ტყემალი მთიან აჭარაში მაისში იკვირტება, თარიღიც თვითონ შეარჩია - 17 მაისი, ამ დღეს ქართველები არა მარტო მწერალ ფრიდონ ხალვაშის იუბილეს აღნიშნავენ, არამედ მთიან აჭარაში „ფრიდონობასაც" ზეიმობენ. საკუთარი სახელობის დღის აღნიშვნა სიცოცხლეშივე უდიდესი პატივია ნებისმიერი ადამიანისთვის და ეს პატივი ილია ჭავჭავაძის „ილიაობის" სემდეგ ფრიდონ ხალვაშსაც ერგო.

ზვიად რატიანის პოზიტიური „ნეგატივი„ჩემს თავს გამარჯვებულად არ მივიჩნევ, მითუმეტეს, ამ შემთხვევაში. სამივე კონკურსანტის წიგნი წავიკითხე და ვფიქრობ, ყველა თანაბრად ღირსეული იყო, როგორც პოეტები, ასევე წიგნებიც. ნებისმიერ კონკურსში, მითუმეტეს, თუ ის ლიტერატურაშია, განსაკუთრებით კი პოეზიაში, პირველისა და მეორის მექანიზმი არ არსებობს, ადგილები პირობითია და აბსოლუტურად სუბიექტური
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1234 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები