ორშაბათი, 06.05.2024, 15:36
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » წიგნის დღე.
14:36
წიგნის დღე.


წიგნის დღეჭაბუა ამირეჯიბი, ინტერვიუ: 
„1944 წლის 10 აპრილს ტროიკის თავმჯდომარემ, გვარად ბურდულმა, მკითხა:

- რომ გაგათავისუფლოთ, როგორ მოიქცევითო.

არც დავფიქრებულვარ, მივუგე:

- როგორც აქამდე მოვიქეცი, ისევ ისე-მეთქი. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც საკუთარი წარსულის მიმართ სინანული აწამებს. ვიცხოვრე, როგორც მაღალმა ღმერთმა ინება, ისე. ბედისწერით კმაყოფილი ვარ, თუმცა, შესაძლოა, ცხოვრებას უკეთესი მიმართულება მიეღო. ეგ არი. ეს „უკეთესი" როგორი იქნებოდა, წარმოდგენილი ვერა მაქვს. საერთოდ, რას ნიშნავს უკეთესობა? მე არასოდეს მქონია დიდი მადა და მოთხოვნილებები. კმაყოფილი ვიყავი და ვარ ამით, რასაც ღმერთი იმეტებს. დიდხანს ვიცოცხლე. ბევრი ვნახე. მიუტევებელი ცოდვები არ მადევს. მტრები მყოლია, მყავს ამჟამადაც, მაგრამ ისინი ჩემზე სუსტები იყვნენ და არც ახლა – არიან „ყარამანები". პატივისმცემლები მუდამ მყავდა, ახლაც მყავს და დარწმუნებული ვარ, სიკვდილის შემდეგაც მეყოლება. გავაჩინე და გავზარდე ექვსი შვილი. დავრგე ოცდაათამდე ხე. მყავდა და მყავს ერთგული მეგობრები. დავწერე და ვწერ რაც შევძელი. თუ ხელახლა მომიწია ცხოვრების დაწყება, ახალს არაფერს ვიზამ - ვცხოვრობ, როგორც ვიცხოვრე.



წიგნის დღეირაკლი აბაშიძე, „ხმა ზეთისხილის ბაღში"
„სხვა რამ არ მწამდა,
სამშობლოზე წმიდათა წმიდა,
შემინდე, ღმერთო,
მამულიშვილის ყოვლის დათმობა;
მნათობი შენი
საქართველოს მწამდა მნათობად,
თოვდა თუ წვიმდა -
მამულისთვის თოვდა და წვიმდა"













წიგნის დღენოდარ დუმბაძე, „Hellados”
როგორ აგიხსნა... - თქვა ბოლოს იანგულიმ. - მე ჩემი დედა არ მახსოვს, მამა კი მთელი დღე ან ბოსტანშია, ან საშოვარზე. მე ვენეციის გზატკეცილზე გავიზარდე, ქუჩაში... ჩემი ელადა, ჩემი სამშობლო სოხუმია, ვენეციის გზატკეცილი, ჩალბაში, კოკა, პეტია, კურლიკა, ფემა... შავი ზღვა, ჩემი ვირი, რკინიგზის ხიდი... - იანგული ცოტათი შეყოვნდა. მერე ისევ განაგრძო: - მიდა... მიდა და შენც... - სახელი „მიდა" იანგულიმ პირველად ახსენა ჩემთან, მაგრამ არ მიკითხავს, მიდა ვინ არის-მეთქი, რადგან კოკასაგან ვიცოდი: მიდა აფხაზზე გათხოვილი ბერძენი ქალი იყოს შვილი იყო. მიდაზე ლამაზი გოგო სოხუმში არ დადიოდა და ეს გოგო იანგულის უყვარდა.

- გაიგე ახლა? - მკითხა იანგულიმ და თვალებში შემომხედა. მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ასეთი სიტყვები ჩემს სიცოცხლეში პირველად მესმოდა.
- კი მაგრამ ეგ რაღაა? - ვკითხე. მკერდზე ხალათი გადავუწიე და ლურჯად ამოსვირინგებული HELLADOS წავიკითხე ხმამაღლა.

- ეს ამოსვირინგებული სიტყვაა, ჯემალო. სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით... - თქვა იანგულიმ და ხელი მკერდზე დაიდო. მე ყელში გაჩხერილი მუშტისოდენა ბურთი გადავყლაპე და ვიდრე რამეს ვუპასუხებდი, იანგულიმ ვირს ხელი მოჰკიდა, აღვირი მოქაჩა და ეზოდან გავიდა.





წიგნის დღევახუშტი კოტეტიშვილი
მთაწმინდიდან დევნილი
მეიდანში ვსახლობ,
საიათნოვას მეზობლად,
იეთიმ გურჯთან ახლო.
ერთი ჭიქა მაღირსე,
სირაჯხანის დახლო,
ხმა ყელში გაჩხერილი
ლექსად ავიმაღლო,
ჩემს თავს ვუთხრა: გამაგრდი,
ნურაფერზე ნაღვლობ,
კოჭლობით არ მოკვდები,
ქალაქელო ძაღლო!




წიგნის დღენუგზარ შატაიძე, ესსე:
მწერლის მიერ შექმნილი სულიერი სამშობლო ხშირად უფრო რეალურია და მიმზიდველი, ვიდრე ნამდვილი. რევაზ ინანიშვლისათვის ეს იყო სოფელი, მინდორი, ივრის ჭალები. მიდიოდა იქ „დაღლილი, მხრებდაღუნული, იმ იმედით, რომ სოფლურმა მყუდროებამ იქნებ ცოტა მაინც მოუფონოს გულზე, რომელზედაც, აი, მთელი თვეა თითქოსდა მარწუხებს უჭერენ ვიღაცანი". 
ჩვენც, მისი მკითხველებიც, სწორედ ამ იმედით, ამგვარი სასოებით მივდივართ მის მიერ შექმნილ სამყაროში, სადაც მდინარის პირას ერთი „გამოღრმავებული კბოდეა, შიგ თბილი მზეა ჩამდგარი", მივალთ მივსხდებით იმ გამოღრმავებულში და საკუთარი სამშობლოს განცდით ვტკბებით.













წიგნის დღეოთარ ჭილაძე, მე შენ დაგკარგე... 
ვარსკვლავად მექცა... და შენს გამოა, მარტო რომ ვზივარ. აი, მსახურებს აკრობატების ბადე გამოაქვთ. ცირკში ყველაფერს ხსნიან მარტივად. მე კი, რაც ვნახე, ისიც მეყოფა. მეც ხომ გაფრენილ აკრობატივით ჩემი სიცოცხლე ვანდე მეგობარს. ის კი სხვა სკამზე გადაჯდა მაშინ, როცა გასროლილ ქვასავით სწრაფად მივქროდი მისკენ და ხალხიც ტაშით მაჯილდოვებდა. თვალი კი საფარს და ხელჩასავლებ ადგილს ეძებდა, მაგრამ ამაოდ. და ჩემი ქროლვა შეწყდა შიშისგან დამფრთხალ მხეცებთან და კლოუნებთან. მაგრამ მე დრო მაქვს, რომ ყველაფერზე ვიფიქრო კარგად, ვიფიქრო სწორად, დიდხანს და მშვიდად. ვიპოვო თავი და რასაც ვკარგავ, მთლიანად გაქრეს ის ჩემი ციდან.












წიგნის დღეგურამ დოჩანაშვილი, ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები
– არ შემობრუნდე.
ოხ, ხმა იყო რომ... შედგა ბესამე.
–ეგრე იდექი.
ხმა იყო წყნარი, მშვიდზე მშვიდი. ოღონდაც, თითქოს ხავსლამაზადმოდებული, თრთოდა ბესამე... რამონა უკვე შინისაკენ მაგრად გარბოდა, გახევებული იდგა ბიჭი.
–იდექ, მისმინე.
მხარზე დაედო, ჩამოაწვა მრავალნაცადი, დიდი ქრისტობალდ დე როხასის უუმძიმესი ვეება ხელი. და, როგორც ლომის გამოჩენაზე, კიდურთმიერი ვირთხ-კატები, ძაღლ-კურდღლები, სადღაცას გაქრნენ.
ეს რა ხმა იყო, რარიგმიერი წამღერებით ამბობდნენ კანტეს! _
ფარაში დამიდიოდა
ერთი ციკანი,
მოფერებამ გადამიქცია
გარეულ მხეცად...
ბესამე, გახსოვს?
– დიახ.
–მუდამ გახსოვდა?
– დიახ.
– ცრუობ.
წყვილი კურდღელი მაინც შერჩენოდა, რას მოჰკურცხლავდა, აჰ...
– ადამიანი იყავ ერთ დროს და, რამ გაგამხეცა...
მთლად მოკუნტული იდგა ბიჭი.
– რისი გული გაქვს, თავი რით მოგაქვს, რა გაბადია...
და აქ ბესამემ უცებ იგრძნო, მინამდეც, სადღაც მიმალულში, ერთი წრუწუნა მის შიგანში რომ დაჩიფირთობდა და, ამავდროულად, პესოებიან ჯიბეებში თითქოს რაღაცას კვნეტდა და ღრღნიდა, ახლა კი უფრო ამოქმედდა და, თაგვის ნაღრღნავი სხეულში ძალად ეწვეთებოდა, მოეცა ღონე, თავი შემართა, თქვა:
– მე მდიდარი ვარ, როგორც რომ ალბა.
შემართულ თავზე დაადეს ხელი.
– შენ ღარიბი ხარ, როგორც იესო.







წიგნის დღეშოთა ნიშნიანიძე
(მარტოდენ სიკვდილმა იცის ჩემს შესახებ...) 

მარტოდენ სიკვდილმა იცის ჩემს შესახებ
და ისიც გზაშია...
განა ჩემთვის, თქვენთვის მოიჩქარის

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1262 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები