სამშაბათი, 07.05.2024, 05:14
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » "წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა”
14:43
"წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა”

"წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა”



"წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა”მსახიობი და პოეტი ნოკო გომელაური 13 აპრილს საკუთრ სახლში გამთენიისას გარდაიცვალა. მას ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი სულ ცოტა ხნის წინ დაუსვეს, მაგრამ ნიკო გომელაურს შემოქმედებითი საქმიანობისთვის თავი არ დაუნებებია. იგი მძიმე დაავადებას არ გაუტეხავს და სცენაზე დგომას, ლექსების წერას აქტიურად აგრძელებდა. 

ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა. ჯერ კიდევ სტუდენტობისას მიიღო მონაწილეობა პირველ სპექტაკლში ”გუშინდელნი”. მას შემდეგ წამყვანი თეატრების წამყვანი მსახიობი იყო.

2001 წელს ლექსების პირველი კრებული გამოსცა უცნაური სახელწოდებით ”საკაიფო ლექსი”. ამას მოჰყვა 2002 წელს მეორე კრებული და 2003 წელს ”უაზრო ლექსი”. თავად გომელაური თავის ლექსებს უაზროდ არასდროს მიიჩნევდა, ყოველთვის ამბობდა, რომ პოეზია, რომელიც ძმამ და მამამ შეაყვარეს, მასზე დიდ გავლენას ახდენდა. ”პირველი ლექსი მიბაძვით დავწერე, ყოველთვის ვბაძავდი დიდ პოეტებს. ვაჟას პოეზია მიზიდავდა სკოლაში, ვოცნებობდი, მისი გმირების მსგავსი მეც შემექმნა, როცა სიყვარული მეწვია, გალაკტიონის ლირიკის გავლენის ქვეშ მოვექეცი. მაღალ კლასებში, ეროვნულ-განმათვისუფლებელი მოძარობის დროს, პატრიოტულ ლექსებსაც ვწერდი. ახლა ამ ყველაფერზე მეცინება, რადგან დღეს ჩემი პოეზიის წამკითხავი მას ვერც ერთ სხვა პოეზიასთან ვერ გააიგივებს. მე არავის ვგავარ. ჩემი ლექსები სხვა პოეტის ლექსებში არ შეეშლებათ,” - ამბობდა ნიკო გომელაური.

ლექსების ბოლო კრებული ნიკო გომელაურმა 2008 წელს გამოსცა და მას ”უბის ლექსი” დაარქვა. მისი კრებულის "ახალი ლექსის" პრეზენტაცია 24 მარტს, გაიმართა. წიგნის მხოლოდ რამდენიმე ეგზამპლარია დაბეჭდილი და მკითხველი ახლა უფრო მოუთმენლად დაელოდება "ახალ ლექსს". ნიკოს მეგობრებმა არც კი იციან უფრო კარგად მას წერა გამოსდიოდა თუ სცენაზე დგომა.

ნიკო გომელაურმა 2003 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიიღო სპექტაკლ ”კომენდიანტებში” შესრულებული როლისთვის. 2004 წელს კი ბრესტის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე იმავე სპექტაკლში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს.

დღეს კოტე ყუბანეიშვილი ერთ-ერთი პირველი გამოჩნდა აბაშიძის 56-თან. ჩვენ, სხვა სარედაქციო დავალების შესასრულებლად მიმავლები (ნიკოს ქუჩაზე, როგორც მთელ ქალაქში, პოლიტიკური ცხოვრება დღესაც ძველ, ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა და, რედაქციის დავალებით, ნიკა ივანიშვილის ბრიფინგზე უნდა შევსულიყავით აბაშიძის 54-ში), ნიკოს სახლთან მოკრძალებით შევჩერდით. კოტე ყუბანეიშვილს მორიდებით ვთხოვეთ, მოეთხრო ჩვენთვის ნიკოზე. ”12 წლის წინ მე და ნიკოს გვქონდა გადაცემა რადიოში - ”რადიოაქტიური”. აქედან დაიწყო ჩვენი ლექსების მსმენელის წინაშე გატანა. მაშინ შედგა ჩვენი პირველი ერთობლივი საღამო ერთ-ერთ კერძო კლუბში. მერე და მერე თავისუფალ თეატრში და თეატრალურ სარდაფში იმართებოდა საღამოები. მეტი და მეტი მსმენელი ჰყავდა ჩვენს პოეზიას”.

”ნიკო გომელაურის ბოლო სპექტაკლი იყო ”მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ.” წარმოდგენის ბოლოს მან მაყურებელს ამ სიტყვებით გადაუხადა მადლობა სიყვარულისთვის. ამ სიტყვებით იცხოვრა ნიკომ და სიყვარულით წავიდა ამ ქვეყნიდან. მე დავკარგე უახლოესი მეგობარი, საქართველომ კი დიდი პოეტი, მსახიობი და ადამიანი. ჯერ კიდევ გვიჭირს იმის გააზრება, თუ რა დიდი დანაკლისია ნიკოს წასვლა ქართული ხელოვნებისთვის,” - გვითხრა რეჟისორმა და ნიკო გომელაურის უახლოესმა მეგობარმა ავთო ვარსიმაშვილმა.

დღეს ნიკო გომელაურის სახლის წინ ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. მეგობრები, ოჯახის წევრები, უბრალო მოქალაქეები მოდიოდნენ და მწუხარებას გამოთქვამდნენ. თამარ ჭოხონელიძე, გუგა კოტეტიშვილი....

მიუხედავად ავადმყოფობისა, მას არ შეუწყვეტია აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა. მონაწილეობდა სპექტაკლებში, გამოსცემდა ლექსების კრებულს. გუშინ ”იავნანას” საქველმოქმედო კონცერტშიც უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ცუდად გახდა და ვერ შეძლო სცენაზე გამოსვლა.

დღეს ”თეატრში ათონელზე” პრემიერა გაიმართა. ”მაკროპულოსის საიდუმლო”, კარლ ჩაპეკის პიესის მიხედვით. სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი როლი ნიკო გომელაურს უნდა შეესრულებინა - მას მოხუცი ჰაუკი უნდა ეთამაშა. 
"წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა”
ჩვენი გაზეთი დღეს პრემიერაზე სტუმრობას ნიკო გომელაურის პორტრეტის გასაკეთებლად გეგმავდა. თეატრს პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე ვეწვიეთ და სპექტაკლის რეჟისორის, ნინო ლიპარტელიანისგან, ვცადეთ, გაგვეგო, რა ელოდა სპექტაკლს ნიკოს გარეშე. 
”ნიკო ”თავისუფალი თეატრიდან” პირადად მოვიწვიე. პირველად უნდა ეთამაშა ჩემს სპექტაკლში. მიუხედავად იმისა, რომ ნიკო ბოლო ერთი კვირა ვერ დადიოდა რეპეტიციებზე, მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ დღეს სცენაზე იქნებოდა. ისეთი ძლიერი იყო... მან თითქოს იგრძნო საფრთხე და გამაფრთხილა, რომ მისი როლი მიმეცა გიორგი გოგუაძისთვის...” 
”თეატრში ათონელზე” უჩვეულოდ ემზადებოდნენ პრემიერისთვის. მსახიობები დაბნეულნი და დამწუხრებულნი დადიოდნენ თეატრის ფოიეში და არ ემჩნეოდათ ის განწყობა, რაც პრემიერას ახლავს: არეულობა, ხმაური და საგრიმიორო ოთახში როლის გამეორება. რეჟისორიც არ აძლევდა მითითებებს და, საერთოდ, ვერავინ იფიქრებდა, რომ დღეს აქ თეატრის დღესასწაული უნდა გამართულიყო - პრემიერა. 

ნიკო გომელაურს შაბათს, 17 აპრილს დაკრძალავენ.
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1154 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 1.0/1
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები