ორშაბათი, 06.05.2024, 15:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » „ქუჩის დღეებს“ ამერიკაში აჩვენებენ.
14:44
„ქუჩის დღეებს“ ამერიკაში აჩვენებენ.






„ქუჩის დღეებსლევან კოღუაშვილის ფილმს „ქუჩის დღეებს" ამერიკაში აჩვენებენ. MOMA–ს (Museum of Moder Art) კალენდრის მიხედვით, ქართული ფილმის ნახვა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ერთი კვირის მანძილზე იქნება შესაძლებელი. გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი" კი კოღუაშვილის ფილმის შესახებ რეცენზიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს,რომ ფილმი დამაიმედებელი სადებიუტო ნამუშევარია,რომელიც საქართველოს რთულ და მძიმე ცხოვრებას ასახავს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში. სტატიის ავტორის ყურადღების მიღმა არ რჩება გუგა კოტეტიშვილი, ფილმის მთავარი გმირი."საუცხოოა",- ამბობს თავის მიმოხილვაში მაიკ ჰეილი.

კოტეტიშვილი შუახნის წამალდამოკიდებული მამაკაცის როლს თამაშობს, რომელიც მუდამ არჩევანის წინაშე დგას. არჩევანის მეორე მხარეს ხან ნარკოტიკები, ხანაც წამალდამოკიდებულებით გამოწვეული პრობლემები დგას: დააბეზღოს თუ არა მეგობრის შვილი,თავად ციხეს რომ გადაურჩეს.

„ეს ფილმი სადისტრიბუციო კომპანია „გლობალ ინიშიეითმა" შეიძინა და მისი ინიციატივით მოხდა ამერიკაში ფილმის ჩატანა. „ქუჩის დღეები" 2010 წელს გადაღებული არტ ჰაუსის ფილმებიდან 14 ფილმში შეარჩიეს." - ამბობს ფილმის პროდიუსერი გია ბაზღაძე.


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 989 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები