ორშაბათი, 06.05.2024, 23:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » დეივ გროლი - „ღვთაებრივი გენია“.
14:45
დეივ გროლი - „ღვთაებრივი გენია“.


დეივ გროლი - „ღვთაებრივი გენიადეივ გროლი, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ ვარსკვლავი, წლების მანძილზე „როკის ყველაზე მიმზიდველი მამაკაცის" ტიტულს ატარებდა. ახლა კი Foo Fighters-ის წამყვან ვოკალისტსა და Nirvana-ს ყოფილ დრამერს შეუძლია ახალი მეტსახელით დატკბეს: მუსიკალური ჟურნალი New Musical Express-ი მას 23 თებერვალს „ღვთაებრივი გენიის" ნომინაციაში გამარჯვებულად გამოაცხადებს.

გასულ წლებში ამ საპატიო ტიტულის მფლობელები იყვნენ: The Clash, New Order, U2, Massive Attack. ტრადიციულად ამ ტიტულის მფლობელები ხდებიან ის მუსიკალური ოლიმპიელები, რომლებმაც მრავალჯერ, სხვადასხვა დროს დაამტკიცეს თავიანთი ძლევამოსილება: „დეივ გროლმა ნამდვილად მოახერხა ეს, მისმა Foo Fighters–მა არაერთხელ გაავსო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტადიონები. მას შემდეგ, რაც გროლი კურტ კობეინის (Nirvana–ს სოლისტი) ჩრდილიდან გამოვიდა, გაცილებით მეტი ალბომი გაყიდა Foo Fighters–სთან ერთად, ვიდრე – Nirvana-მ. დროა, მსოფლიომ ის გაცილებით სერიოზულად აღიქვას" - წერს ტელეგრაფი და იქვე ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს: „ის არ არის მხოლოდ მძიმე როკერი", „ის არ არის კლიშე", „ის ფანტასტიკური კომპოზიტორია" და ა.შ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 984 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები