სამშაბათი, 07.05.2024, 02:46
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » ფილმი „ხოდორკოვსკი“ 5 წლის შემდეგ
14:46
ფილმი „ხოდორკოვსკი“ 5 წლის შემდეგ


ფილმი „ხოდორკოვსკი14 თებერვალს ბერლინის კინოფესტივალის დოკუმენტურ სექციაში, დოკუმენტურ ფილმ „ხოდორკოვსკის" აჩვენებენ. ფილმი რუსული წარმომავლობის გერმანელმა რეჟისორმა სირილ ტუშიმ გადაიღო და მისი ქრონომეტრაჟი 100 წუთს შეადგენს. „როგორც წესი, მე მხატვრულ ფილმებს ვიღებ. მაგრამ ციმბირში, კინოფესტივალის დროს ხოდორკოვსკის შესახებ შევიტყვე. ვიფიქრე, რომ მისი ცხოვრების შესახებ მხატვრული ფილმი გადამეღო, მაგრამ რუსეთში მეორედ ჩასვლისას მივხვდი, რომ ჯერ მხატვრული ფილმის დრო არ იყო. მას შემდეგ 5 წლის მანძილზე დოკუმენტურ ფილმზე ვმუშაობდი. ბევრჯერ ვიყავი სასამართლო პროცესზე და შევძელი, პროცესის დროს ხოდორკოვსკისთან ინტერვიუს ჩაწერა. მისი ბიოგრაფია რომ მოვისმინე, საკუთარ თავს ვკითხე: რატომ არ დარჩა იგი საზღვარგარეთ? რატომ დაბრუნდა? რამ აიძულა ის ასე მოქცეულიყო? ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობა ფილმში. ხოდორკოვსკის კარიერაში ყოფილა აღმავლობა და დაცემა. მისი ბოლო დაცემა შეიძლება შექსპირის ტრაგედიასაც შევადაროთ. ამ ფილმის ყურების შემდეგ მაყურებელს რუსეთზე წარმოდგენა შეექმნება და შესაძლოა, ამ წარმოდგენამ ახალ რუსეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის ურთიერთგაგების ხიდიც გადოს." - ამბობს ფილმის რეჟისორი სირილ ტუში.

სირილ ტუში - რეჟისორი და პროდიუსერი 1969 წელს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტ-ნა-მაინეში დაიბადა. 80-იანი წლების ბოლოს ამერიკაში ფილოსოფია შეისწავლა. 1992 წელს მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ფრანკფურტი ზღვაზე", გერმანიაში რამდენიმე კინოფესტივაზე აჩვენეს. შემდგომში იგი ბადენ-ვიურტემბერგის კინოაკადემიის წევრი გახდა. 1996 წელს მისი ფილმი „ღამის ქვეყანა" ნაჩვენები იყო კინოფესტივალ ბერლინალეზე და ნიუ იორკის აკადემიის პრიზი მიიღო, ფილმმა „ნაბიჭვრების ზაფხული" გერმანული კინოს ფესტივალზე მოიპოვა პრიზი - მაყურებლის სიმპათია. ტუში და მისი კომპანია „LALA FILMS" ამჟამად ვიკილიქსის და ჯულიან ასანჟის ფილმის სცენარზე მუშაობენ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 960 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები