სამშაბათი, 07.05.2024, 06:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 24 » თებერვალში გრიპის ეპიდემია პიკს მიაღწევს .
20:55
თებერვალში გრიპის ეპიდემია პიკს მიაღწევს .
 - თებერვალში გრიპის ეპიდემია პიკს მიაღწევს



საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა იმატა. ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად 80- მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორი მესამედი A გრიპზე, ხოლო ორი მესამედი კი B-ზე მოდის. თუმცა ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით დიდია და მათი უმრავლესობა სახლის პირობებში მკურნალობს. სპეციალისტების ვარაუდით, ვირუსის ყველაზე დიდი ტალღა თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისშია მოსალოდნელი. როგორ უნდა დაიცვან თავი მოქალაქეებმა ვირუსისგან და არის თუ არა H1 N 1 ვირუსის მკურნალობა სახლის პირობებში შესაძლებელი?

,,პრესა.ჯი’’–ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი კანდელაკი ესაუბრა. 

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მას H1 N 1 ვირუსი გვაქვს?

– H1 N1 ვირუს–ის გამოვლენა მხოლოდ ლაბორატორიულად ხდება. მოქალაქეს მხოლოდ შეუძლია მიხვდეს აქვს თუ არა რესპირატორული ინფექცია და გრიპი. ძირითადი გამოვლინებებია: სიცხე, სურდო, შემცივნება, ყელის, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. 

– რა პერიოდშია შესაძლებელი გაუმწვავდეს მოქალაქეს ვირუსი, თუ ის სამედიცინო ჩარევას არ განახორციელებს?

– ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს გართულებები, ძირითადად ეს არის პლევმონიების სახით და ეს იმ ადამიანებს ემუქრებათ, ვინც რისკ ჯგუფებშია, ფეხმძიმეები, ხანში შესული ადამიანები, ორ წლამდე ასაკის ბავშვები და ის მოქალაქეები, რომელთაც აქვთ სხვადასხვა დაავადება. ამ დროს შეიძლება გართულდეს დაავადება და ფატალურადაც დასრულდეს ნებისმიერი გრიპის ფორმის დროს. 

– მათთვის, ვინც რისკ–ჯგუფის პაციენტს არ განეკუთვნება, შესაძლებელია სახლის პირობებში მკურნალობა?

– უმეტეს შემთხვევაში ეს ვირუსი არ მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას და ხდება სახლში მკურნალობა. იქ, სადაც მძიმედ მიმდინარეობს პროცესი შესაძლოა დაენიშნოთ ანტივირუსული მკურნალობაც. 

– გრიპის ვირუსის მატარებელი ადამიანის გარშემომყოფებს რა შემთხვევაში ემუქრებათ ვირუსის გადადების საფრთხე?

– გრიპი გადამდები დაავადებაა, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე ასეთი დროს ოჯახის წევრებს მართებთ. თავდაცვის საშუალება ასეთ შემთხვევაში ხელების ხშირი დაბანა, ოთახის განიავება და ორი მეტრის დისტანციის დაცვაა ვირუსის მქონე ადამიანისგან. 

– ვირუსის მატარებელმა როდის შეიძლება ჩათვალოს თავი გამოჯანმრთელებულად?

– როცა ავადმყოფი აღარ იგრძნობს იმ სიმპტომებს, რაც ჩამოვთვალეთ, აღარ ექნება სურდო, სიცხე და ტკივილი სხეულში, სახსრებსა და კუნთებში. 

– როდისთვის უნდა ველოდოთ საქართველოში ვირუსის გამწვავებას?

– ჯერ ამ ვირუსების პიკი არ არის, დაახლოებით ორ–სამ კვირაში კიდევ უფრო მოიმატებს ვირუსის მატარებელთა რაოდენობა, თუმცა საგანგაშო ამაში არაფერია, ეს არის გრიპის ეპიდემია, რომელიც მხოლოდ სეზონურია. თუკი მოქალაქე დაიცავს ყველა ნორმას, არ გაცივდება, მოერიდება გრიპის ვირუსის მატარებელს, დაიცავს ჰიგიენურ ნორმებს, მაშინ მას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების მატარებელ ადამიანებს, მათ აუცილებლად უნდა მიაკითხონ საავადმყოფოებსა და კლინიკებს. ანტივირუსული მკურნალობა უფასოა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1002 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები