ორშაბათი, 06.05.2024, 15:17
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 24 » ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გრიპის ვირუსებზე 34 პაციენტი მკურნალობს.
20:56
ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გრიპის ვირუსებზე 34 პაციენტი მკურნალობს.
 - ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გრიპის ვირუსებზე 34 პაციენტი მკურნალობს

ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში სხვადასხვა გრიპის ვირუსზე 34 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის ხელმძღვანელმა, ზაზა სინაურიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელიც გრიპის ვირუსით გამოწვეულ შემთხვევებს მიეძღვნა.

სინაურიძის განცხადებით, 34 პაციენტიდან 7 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მათი მდგომარეობა მძიმეა. გრიპის გამოვლენილი შემთხვევებიდან ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ 5 შემთხვევა H1N1 ვირუსია. ამასთან, სხვადასხვა გრიპის ვირუსით ინფიცირებული 34 პაციენტიდან, საიდანაც 11 ორსული და სამი მელოგინეა.

სინაურიძემ განაცხადა, რომ განსაკუთრებით დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან ბავშვები, ორსულები და მოხუცები. კლინიკა მუდმივად კავშირშია ჯანდაცვის სამინისტროსთან და ყველა საჭირო მედიკამენტის მარაგი აქვს.

ამასთან, ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ გრიპის ვირუსის ინკუბაციური პერიოდი 48 საათი გრძელდება. ამდენად, პირი შესაძლოა, ინფიცირებული იყოს, რაც მოგვიანებით ვლინდება. სინაურძის თქმით, სწორედ ეს გახდა ღუდუშაურის კლინიკაში კარანტინის გამოცხადების მიზეზი, რათა პაციენტები მნახველებმა ვირუსებისგან ზედმეტად არ დატვირთონ.


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1020 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები