ორშაბათი, 06.05.2024, 22:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 24 » გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისელებისთვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმების გამოძახება უფასო იქნება.
20:58
გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისელებისთვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმების გამოძახება უფასო იქნება.
 - გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისელებისთვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმების გამოძახება უფასო იქნება

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისელებისთვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმების გამოძახება უფასო იქნება. 

დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისის მოსახლეობას 60 პოლიკლინიკა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოემსახურება, იანვრის მეორე ნახევრიდან მარტის ჩათვლით იმოქმედებს. 

უბნისა და ოჯახის 800-მდე ექიმს თბილისის მერია ეპიდ-საშიშ პერიოდში თვეში 225 ლარის ოდენობით პრემიას დაუნიშნავს, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს თითოეულ ექიმზე 50 ლარით დააფინანსებს.

აღნიშნული სიახლე თბილისის #1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის ექიმებს დღეს პირადად თბილისის მერმა გიგი უგულავამ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ გააცნეს. 

"სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და დროული დიაგნოსტიკა ვირუსული დაავადებების გამწვავების ალბათობას მინიმუმამდე შეამცირებს. ამასთან, პროგრამის განხორციელების შედეგად სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ექიმებს დამატებითი სტიმული ექნებათ, ნებისმიერ პაციენტს უკეთ მოემსახურონ" - განაცხადა უგულავამ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1018 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები