სამშაბათი, 07.05.2024, 00:25
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 24 » დაიწყო საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული.
21:01
დაიწყო საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული.
 - დაიწყო საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული

საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის ასოციაცია, ასოციაციის ქართულ ინსტიტუციურ წევრებთან ერთად, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მეხუთე კვირეულს აწყობს. 

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ამ დაავადებას მსოფლიო მასშტაბით მეორე ადგილი უკავია ქალებში გავრცელებულ სიმსივნეებს შორის. საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი, რომელიც სქესობრივი გზით გადაიცემა. 

მათივე განმარტებით, კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონის ამაღლებას დაავადების შესახებ და წაახალისოს ორგანიზებული სკრინინგ პროგრამების განხორციელება/გაფართოება და მათში ქალების ჩართულობა. 

„მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორგანიზებული პროგრამები შემთხვევათა 80 პროცენტის პრევენციას ახდენენ. ამასთანავე, ჩვენს ხელთ არსებობს ორი ვაქცინა, რომლებიც ძალზედ ეფექტურად იცავენ ადამიანს კიბოს გამომწვევი ტიპის პაპილომავირუსისგან," – აცხადებს სანდრა ელისაბედ რულოვსი, საქართველოს პირველი ლედი, საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის ასოციაციის პრეზიდენტი. 

2007 წლიდან პრევენციის კვირეული ყოველწლიურად იმართება და ამასთანავე იზრდება მისი მასშტაბებიც - 2010 წლის იანვარში 450 ღონისძიება ჩატარდა ევროპის 28 ქვეყანაში. პრევენციის კვირეულის წარმატებამ ბოლო 4 წლის განვმალობაში წელსაც უბიძგა საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის ასოციაციას, და შემდეგი ორგანიზაციების ჩართულობას საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მეხუთე კვირეულის ჩასატარებლად: ევროპის კიბოს ორგანიზაცია, კიბოს ლიგების ევროპულ ასოციაცია, საერთაშორისო კავშირი კიბოს წინააღმდეგ, პოლიტიკოსები საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისათვის.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებებთან ერთად იგეგმება სიბრძნის მარგალიტის, როგორც საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კამპანიის სიმბოლოს პოპულარიზაცია. პარარელულარდ, მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე – „შეაჩერე საშვილოსნოს ყელის კიბო ევროპაში". 

გაცნობებთ, რომ დაავადების რისკების შემცირების მიზნით, 2008 წლიდან საქართველოს რეპროდუქციული ჯანრმთელობის ეროვნული საბჭოს ინიციატივით ჩამოყალიბდა ეროვნული სკრინინგ (შემოწმების) ცენტრი, რომელიც ახორციელებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამებს. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამა ხორციელდება თბილისის მერიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით დედაქალაქში მაცხოვრებელი 26 დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებისათვის. 

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის თითოეული ჩატარებული კვირეულის შესახებ ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის ასოციაციის ვებ-საიტზე: www.ecca.info.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მეხუთე კვირეული 29 იანვრამდე გაგრძელდება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1057 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები