სამშაბათი, 07.05.2024, 03:48
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 24 » თურქეთში ქართული ტაძრების აღდგენასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.
21:05
თურქეთში ქართული ტაძრების აღდგენასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.
თურქეთში ქართული ტაძრების აღდგენასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს

საქართველოს საპატრიარქოს მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოს განცხადებას აზუსტებს.

საპატრიარქოს მდივანი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობს, რომ საპატრიარქო არ არის თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების აღდგენის წინააღმდეგი, უბრალოდ საპატრიარქო ბალანსის დაცვის მომხრეა.

"ფაქტია, რომ საქართველოში ასობით მუსლიმანური სალოცავია და მათ მოქმედებას არავინ კრძალავს. რბილად რომ ვთქვათ, კარგი ჟესტი არ არის თურქეთის მხრიდან იმის მოთხოვნა, რომ კიდევ ერთი ან ოთხი სალოცავი გაახსნევინო და სანაცვლოდაც იმდენივე აღადგინოს თავის ტერიტორიაზე. ამასთან, აღადგინოს არა მონასტერი, როგორც ფუნქციური ობიექტი, არამედ მხოლოდ, როგორც ძეგლი",- ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი.

როგორც ცნობილია ქართულ და თურქულ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრების აღდგენის შესახებ, სანაცვლოდ კი, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე მეჩეთის აღდგენისა და ერთის აშენების თაობაზე. საქართველოს საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა და გააპროტესტა, რომ საპატრიარქო მოლაპარაკების პროცესში ჩართული არ არის.

ბოტკოველის განცხადებით, ქართულ მხარეს ეს შეთანხმება აშკარად ცუდ მდგომარეობაში აგდებს. მისი თქმით, საპატრიარქო ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლიანობის და თანაბარუფლებიანობის დაცვას მოითხოვს.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თურქული მხარე გაგებით შეხვდება ჩვენს პოზიციას და შემოგვთავაზებენ უფრო პოზიტიური შეთანხმების ფორმულას. ძეგლები უნდა აღდგეს, მაგრამ შეთანხმება უნდა შედგეს მხოლოდ თანაბარ პოზიციაზე მყოფი სახელმწიფოების დონეზე", - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 906 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები