სამშაბათი, 07.05.2024, 02:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 24 » მამუკა არეშიძე: არ გამოვრიცხავ, ლუკაშნკოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების აღიარებას
21:07
მამუკა არეშიძე: არ გამოვრიცხავ, ლუკაშნკოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების აღიარებას
 - მამუკა არეშიძე: არ გამოვრიცხავ, ლუკაშნკოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების აღიარებას

კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშნკოსგან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონების აღიარებს. 

"ლუკაშენკოს ნდობა ორ ნაბიჯზე არ შეიძლება, რადგან ის არის პიროვნება, რომელიც თავის მდგომაროების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავა. ადრე თუ რუსეთს ევაჭრებოდა და ამისთვის დასავლეთ ევროპული სტრუქტურები დაიყენა გვერდით, ახლა პირიქით გააკეთებს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღირების საკითხი იმდენად მწვავედ დადგეს, რომ ლუკაშენკო ამ ნაბიჯზე წავიდეს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას არეშიძემ. 

მისივე შეფასებით, ბელორუსის პრეზიდენტი სიტუაციას ყოველთვის მხოლოდ სათავოდ იყენებს და ამის ნათელი მაგალითი ისიცაა, რომ იგი ხან რუსეთის თავგადაკლული მოკავშირეა, ხან დასავლეთთან კავშირი უნდა. 

"რუსეთისთვის ამ აღირებას ოქროს ფასი აქვს. რუსეთი და ბელორუსს აქვს შექმნილი სამოკავშირეო სახელმწიფო და კრემლის გეგმაა ცხინვალი და სოხუმი ამ სამოკვაშირეო ქვეყნებში გააწევრიანოს, რომ ისინი რანგით მაღლა ასწიოს. რატომ არ მოითხოვს მოსკოვი ამ ორი რეგიონის აღირებას მისი მოკავშირე ყაზახეთისგან, ან ტაჯიკეთისგან. იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში ამ აღიარებას არაფერი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს", - განმარტა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას არეშიძემ. 

ექსპერტის შეფასებით, თუ ბელორუსი აღიარებს ამ ორ რეგიონი, მათ შანსი მიეცემათ სამოკავშირე სახელმწიფოს წევრები გახდნენ, რითიც ფაქტიურად რუსეთი წევრები ხებიან, რადგან აქ დომინანტი სახელმწიფო რუსეთია. 

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 19 დეკემბერს ბელორუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო მინსკსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ამის პარალელურად კი, ალექსანდრე ლუკაშენკომ კრემლთან ურთიერთობები კვალვ დაათბო და რუსეთს "უფროსი ძმის" სტატუსი დაუბრუნა. 

მოსკოვ-მინსკს შორის ურთიერთობის დათბობის პარალელურად კი საუბარია იმაზეც, რომ კრემლი კვლავ დააყენებს დღის წესრიგში აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების აღირების საკითხს, რომელსაც კრემლი ალექსანდრე ლუკაშენკოს ხშირად ახსნებს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 940 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები