სამშაბათი, 07.05.2024, 04:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 24 » ევროკავშირი საქართველოს 18.2 მლნ. ევროს დახმარებით უზრუნველყოფს
21:09
ევროკავშირი საქართველოს 18.2 მლნ. ევროს დახმარებით უზრუნველყოფს
ევროკავშირი საქართველოს 18.2 მლნ. ევროს დახმარებით უზრუნველყოფს

ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს ხელი მოეწერა 2010 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ორ საფინანსო შეთანხმებას, რომელთა საშუალებითაც ევროკავშირი საქართველოს 18.2 მლნ. ევროს დახმარებით უზრუნველყოფს. 

დოკუმენტებს ევროკომისიის სახელით ხელი მოაწერა ევროკომისიის განვითარებისა და თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, მარკუს კორნარომ, ხოლო საქართველოს მთავრობის სახელით - ვიცე-პრემიერ მინისტრმა, გიორგი ბარამიძემ.

ხელმოწერას დაესწრო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი.

პირველი საფინანსო შეთანხმების - "დახმარება სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდასაჭერად" ფარგლებში გათვალისწინებულია 11 მლნ ევრო, საიდანაც 10 მლნ ევრო მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 1 მლნ ევრო მოხმარდება საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში შესაბამისი ტექნიკური დახმარების პროექტების დაფინანსებას.

"ეს ფაქტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და ფინანსური სისტემების ეფექტიანობის, გამჭვირვალეობისა და მდგრადობის კიდევ ერთხელ აღიარება", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

აღნიშნული დახმარება წარმოადგენს ანალოგიური პროგრამის მეორე ეტაპს, რომლის ფარგლებში 2007 წელს საქართველომ 16 მილიონი ევროს საბიუჯეტო დახმარება მიიღო და მომდევნო სამი წლის განმავლობაში იქნა ათვისებული.

მეორე საფინანსო შეთანხმების - "საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა "ტვინინგი" და ტექნიკური დახმარება სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მხარდასაჭერად" -ფარგლებში განსაზღვრულია 7,2 მილიონი ევროს დახმარება, რომელიც მოხმარდება საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციურ განვითარებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და დაძმობილების გზით.

დღეისათვის პროგრამა "ტვინინგის" ფარგლებში საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ორი პროექტი მიმდინარეობს. გაერთიანებული სატრანსპორტო ადმინისტრაციის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტში პროექტის განხორციელება ა.წ იანვრის ბოლოსთვის დაიწყება. ხოლო დამატებით ექვსი პროექტი 2011 წლის ბოლომდე ამოქმედდება და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს მოიცავს, კიდევ 13 პროექტი მომზადების სხვადასხვა ეტაპზეა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1226 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები