
დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. სამინისტროს მონაცემებით, კიდევ 10 დაჭრილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფეთქების ფაქტი დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების სიმძლავრე 7 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი იყო. სამართალდამცველები აფეთქების მომზადებასთან კავშირში სამ ეჭვმიტანილს ეძებენ, რომლებიც ბოლო პერიოდში დედაქალაქის გარეუბანში ცხოვრობდნენ.
აფეთქება მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში დღეს, ადგილობრივი დროით 16:40 საათზე მოხდა.