სამშაბათი, 07.05.2024, 02:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 24 » მიხეილ სააკაშვილი - აზერბაიჯანთან გაფორმებული მრავალწლიანი კონტრაქტის საფუძველზე გაზის ფასი არ გაიზრდება .
21:17
მიხეილ სააკაშვილი - აზერბაიჯანთან გაფორმებული მრავალწლიანი კონტრაქტის საფუძველზე გაზის ფასი არ გაიზრდება .
Ambebi.Ge


საქართველოში უახლოეს წლებში გაზის ტარიფი არ გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ფოთში, ახალი გაზსადენის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში გაზის ტარიფის სტაბილურობა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობის დამსახურებაა. სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მთავარი პირობა სწორედ ენერგეტიკული წყაროებით სტაბილური მომარაგებაა.

"გვაქვს ფიქსირებული, მრავალწლიანი კონტრაქტი, რომ გაზის ფასი არ უნდა გაიზარდოს. ეს კონტრაქტი არსებობს იმ პირობებში, როცა მსოფლიოში ყველაფერი არაპროგნოზირებადია. ჩვენი ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გვაქვს ენერგეტიკული წყაროებით მომარაგების სტაბილური საშუალება და ეს არის ჩვენი აზერბაიჯანთან მეგობრობის სერიოზული შედეგი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტი ფოთში გვათუების ოჯახსაც ესტუმრა, სადაც გაზი პირველად აანთო. 



კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 994 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები