სამშაბათი, 07.05.2024, 05:01
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 24 » ნინო კალანდაძე - საქართველოს პოზიცია რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება .
21:19
ნინო კალანდაძე - საქართველოს პოზიცია რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება .
Ambebi.Ge
ართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვის შემთხვევაში, არსებულ საფრთხეებს ორივე სახელმწიფო გაითვალისწინებს.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქართველოს პოზიცია რუსეთისათვის "მისტრალის" მიყიდვის საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.

"ჩვენი დამოკიდებულება რამდენჯერმე გამოვხატეთ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. წინასწარი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ორ სახელმწიფოს შორის. ბუნებრივია, ეს არის ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკება, რომელიც მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა. საქართველომ თავის დროზე და, არა მხოლოდ საქართველომ, გამოთქვა სკეპტიკური დამოკიდებულება იმ საფრთხეების მიმართ, რომელსაც შეიძლება მოიცავდეს ეს გარიგება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისივე თქმით, საფრთხეები არსებობს, რადგან საქმე გვაქვს იმ სახელმწიფოსთან, რომელმაც უკან არ დაიხია და საქართველოს წინააღმდეგ აგრესია აწარმოა.

"შესაბამისად ჩვენ ამ საფრთხეების მიმართ კვლავ სკეპტიკური ვრჩებით", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

რუსეთი "მისტრალის" ყიდვის შეთანხმებას საფრანგეთთან 25 იანვარს გააფორმეს. 



კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 985 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები