სამშაბათი, 07.05.2024, 04:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 24 » თბილისელებისთვის პოლიკლინიკის ექიმების გამოძახება მარტის ბოლომდე უფასო იქნება .
21:20
თბილისელებისთვის პოლიკლინიკის ექიმების გამოძახება მარტის ბოლომდე უფასო იქნება .
Ambebi.Ge
თბილისის მერის ინიციატივით, მარტის ბოლომდე თბილისელებისთვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმების გამოძახება უფასო იქნება.

თბილისის მერი გიგი უგულავა და ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე თბილისის #1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის ექიმებს შეხვდნენ და აღნიშნული სიახლე გააცნეს.

თბილისის მოსახლეობას 60 პოლიკლინიკა უბნების, ანუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოემსახურება. 800-მდე უბნისა და ოჯახის ექიმს თბილისის მერია ეპიდსაშიშ პერიოდში თვეში 225 ლარის ოდენობით პრემიას დაუნიშნავს, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს თითოეულ ექიმზე 50 ლარით დააფინანსებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროგრამის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ექიმებს ექნებათ დამატებითი სტიმული, რათა ნებისმიერ პაციენტს უკეთ მოემსახურონ.

საქართველოში გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევის მატებას თებერვალსა და მარტში ვარაუდობენ. 



კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 969 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები